მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად შესაძლებელია ბელარუსის ომში ჩართვა ან მოსალოდნელია თუ არა რუსეთის ჯარების ახალი შეჭრა უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდან?
რამდენად შესაძლებელია ბელარუსის ომში ჩართვა ან მოსალოდნელია თუ არა რუსეთის ჯარების ახალი შეჭრა უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდან?

"სამ­ხედ­რო­ებს არ აქვთ საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა“ - რა შან­სე­ბი აქვს ბე­ლა­რუსს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში?

რუ­სეთ­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის და უკ­რა­ი­ნის 4 რე­გი­ო­ნის ანექ­სი­ის შემ­დეგ, 19 ოქ­ტომ­ბერს, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ამ ოთხ რე­გი­ონ­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ამის გარ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში, ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ სხვა­დას­ხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა თით­ქოს ბე­ლა­რუ­სის მხრი­დან თავ­დას­ხმის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ამ გზით ის ომში ბე­ლა­რუ­სის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თით­ქოს ერ­თგვა­რად ამარ­თლებს და ამის­თვის გარ­კვე­ულ წი­ნა­პი­რო­ბას ქმნის.

უკ­რა­ი­ნი­სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვე­ბია: რამ­დე­ნად სა­ვა­რა­უ­დოა ბე­ლა­რუ­სის ჯა­რის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ომში რუ­სე­თის მხა­რეს და გარ­და ამი­სა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა რუ­სე­თის ჯა­რე­ბის ახა­ლი შეჭ­რა ბე­ლა­რუ­სი­დან - მა­გა­ლი­თად, ისევ კი­ევ­ზე შტურ­მით?

  • რამ­დე­ნი რუსი ჯა­რის­კა­ცია ბე­ლა­რუს­ში?

ამ შე­მოდ­გო­მა­ზე, რუ­სეთ­მა კვლავ და­ი­წყო ჯა­რე­ბის შეკ­რე­ბა ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო სა­გან­გა­შო გახ­და რუ­სეთ­ში მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ. უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბე­ლა­რუ­სი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი 20 000 ჯა­რის­კა­ცის მი­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა.

10 ოქ­ტომ­ბერს, უკ­რა­ი­ნა­ზე მა­სი­უ­რი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის დღეს, ლუ­კა­შენ­კომ რუ­სეთ­თან ჯა­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ჯგუ­ფის შექ­მნის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და.

ბოლო დრომ­დე ბე­ლა­რუს­ში მუდ­მი­ვი რუ­სუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი ათა­სამ­დე სამ­ხედ­როს ით­ვლი­და. მას­ში ძი­რი­თა­დად ექ­ვსი მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვის ტექ­ნი­კუ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­დი­ოდ­ნენ.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვლე­ბა ეს რი­ცხვი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა ბე­ლა­რუ­სის სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვა­ლე­რი რე­ვენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ ლა­პა­რა­კია ცხრა ათას­ზე.

თუ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებს და­ვუ­ჯე­რებთ, მა­შინ, ბე­ლა­რუს­ში სწო­რედ რუ­სეთ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ხალ­ხი გა­დაჰ­ყავთ.

  • მზად არის თუ არა უკ­რა­ი­ნა შე­საძ­ლო შე­ტე­ვის­თვის?

ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვალ-მარ­ტში, ოკუ­პან­ტის შე­ტე­ვის მცდე­ლო­ბამ კი­ე­ვის, ჩერ­ნი­გო­ვი­სა და სუ­მის რა­ი­ო­ნებ­ში აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თის ჯარ­შიც ბევ­რი პრობ­ლე­მაა.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­თა­ურ­მა, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა სერ­გეი ნა­ევ­მა ომის და­სა­წყის­ში რუ­სუ­ლი არ­მი­ის დრო­ე­ბი­თი წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩრდი­ლო­ეთ უკ­რა­ი­ნა­ში იმით ახ­სნა, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯა­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა დონ­ბას­ში მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი. ხოლო ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­ზე იყო და­ნა­ყო­ფე­ბი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი სამ­შვი­დო­ბო შტა­ბის მი­ხედ­ვით, რაც სრუ­ლი­ად არა­საკ­მა­რი­სი იყო სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი აგ­რე­სი­ის მო­სა­გე­რი­ებ­ლად.

შე­საძ­ლოა, გავ­ლე­ნა იქო­ნია იმ ფაქ­ტმაც, რომ რუ­სე­თის შეჭ­რამ­დე სულ რა­ღაც ორი დღით ადრე, ბე­ლა­რუ­სის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ვიქ­ტორ ხრე­ნინ­მა უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას ალექ­სეი რეზ­ნი­კოვს "ოფიც­რის სი­ტყვა მის­ცა“, რომ ბე­ლა­რუ­სის მხრი­დან შე­ტე­ვა არ იქ­ნე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ თა­ვად რეზ­ნი­კოვ­მა Washington Post-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

ახლა, რო­გორც გე­ნე­რა­ლი ნა­ე­ვი ამ­ბობს, უკ­რა­ი­ნა მზა­დაა ბე­ლა­რუ­სის შე­ტე­ვის­თვის.

"ის ჯარი, რო­მე­ლიც დაგ­როვ­დე­ბა ბე­ლა­რუს­ში, გაზ­რდის მათ მზად­ყოფ­ნის ხა­რისხს. შე­სა­ბა­მი­სად, უკ­რა­ი­ნის სარ­დლო­ბაც გაზ­რდის ძა­ლებს და სა­შუ­ა­ლე­ბებს", - გან­მარ­ტა მან.

  • იბ­რძო­ლებს თუ არა ბე­ლა­რუ­სი ომში რუ­სე­თის მხა­რეს?

თე­ო­რი­უ­ლად, ბე­ლა­რუ­სის ჯარს ომში ჩარ­თვა შე­უძ­ლია. მაგ­რამ ამის შან­სე­ბი, ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის აზ­რით, არც ისე მა­ღა­ლია. გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს ბე­ლა­რუ­სის სახ­მე­ლე­თო ძა­ლებ­ში 17 000 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იყო, რო­მელ­თა ლო­მის წილი წვე­ვამ­დე­ლებს შე­ად­გენ­დნენ. ბე­ლა­რუ­სის ჯარს ჰყავს რო­გორც ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, ასე­ვე ავი­ა­ცია. ივან კი­რი­ჩევ­სკის თქმით, ომში ჩარ­თვა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მაგ­რამ ეს საკ­მა­ოდ სა­ში­ში პრე­ცენ­დენ­ტი იქ­ნე­ბა, რად­გან მისი თქმით, "სამ­ხედ­რო­ებს არ აქვთ საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა“. ამავდრო­უ­ლად, ბე­ლა­რუ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, მათ შო­რის ლუ­კა­შენ­კომ, არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ არ სურს უკ­რა­ი­ნას­თან ბრძო­ლა. თუმ­ცა თუ გა­ვიხ­სე­ნებთ ხრე­ნი­ნის 22 თე­ბერ­ვლის და­პი­რე­ბებს, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი ძნე­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს გა­რან­ტი­ად.

  • იბ­რძო­ლე­ბენ თუ არა ბე­ლა­რუ­სე­ბი?

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის უფ­რო­სის მრჩე­ველ­მა ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­მა თქვა, რომ ბე­ლა­რუს­ში მარ­თლაც არის ნა­წი­ლობ­რი­ვი ფა­რუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლი სამ­შე­ნებ­ლო სპე­ცი­ა­ლო­ბით მიჰ­ყავთ. არეს­ტო­ვი­ჩი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომში ბე­ლა­რუ­სის ჯა­რის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია.

შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ბე­ლა­რუ­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი დამ­რტყმე­ლი ძა­ლე­ბის წვრთნით შე­მო­ი­ფარ­გლოს, მისი არ­მი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე, თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ ადრე თუ გვი­ან ბე­ლა­რუ­სი ომში მა­ინც ჩა­ერ­თვე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად მათ გან­წყო­ბას, ბე­ლა­რუ­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, BBC-თან აცხა­დე­ბენ, რომ მათ არ სურთ ბრძო­ლა და ეს არ მოხ­დე­ბა.

უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გის, ევ­გე­ნი დი­კის გან­ცხა­დე­ბით, ფაქ­ტია, რომ რუ­სე­ბი ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძა­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ით ცდი­ლო­ბენ მა­ნევ­რი­რე­ბას იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნას ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­ზე თა­ვი­სი ძა­ლე­ბის გა­დას­რო­ლა მო­უ­წი­ოს.

"ჩემი აზ­რით, უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში ბე­ლა­რუ­სი­დან უკ­რა­ი­ნა­ზე შე­ტე­ვის და­წყე­ბის ალ­ბა­თო­ბა ნუ­ლის ტო­ლია. ასეა თუნ­დაც იმის გამო, რომ შე­ტე­ვა­ზე გა­და­სას­ვლე­ლად ამ­დე­ნი ძა­ლე­ბი არ ჰყავთ. ბე­ლა­რუ­სის ჯარი, რო­მე­ლიც ახლა უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან მა­ნევ­რი­რებს, და­ახ­ლო­ე­ბით 10 ბა­ტა­ლი­ო­ნის ტაქ­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­გან შედ­გე­ბა. რუ­სე­ბი მხო­ლოდ ერთ ქა­ლაქ სე­ვე­რო­დო­ნეცკს ასე­თი 2 ბა­ტა­ლი­ო­ნით იღებ­და და ამ ქა­ლა­ქის­თვის ბრძო­ლა თვე­ნა­ხე­ვა­რი გრძელ­დე­ბო­და.

უკ­რა­ი­ნა-ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვა­რი 1000 კი­ლო­მეტ­რამ­დეა, ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე 10 ტაქ­ტი­კუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნის იმე­დად შე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სუ­ლე­ლე იქ­ნე­ბო­და. ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­ზე ახლა შეჰ­ყავთ 9-ათა­სი­ა­ნი რუ­სუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი. მათი რა­ო­დე­ნო­ბაც არ იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი ბე­ლო­რუ­სის მხრი­დან შე­ტე­ვის და­სა­წყე­ბად“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მისი თქმით, ახლა სწო­რედ ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ას იყე­ნე­ბენ რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნის ირა­ნულ დრო­ნე­ბით და­სა­ბომ­ბად.

"ახლა ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე უსი­ა­მოვ­ნო ისაა, რომ ბე­ლა­რუს­მა და­ი­წყო რუ­სე­თის­თვის თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ია­რა­ღის, არ­ტი­ლე­რი­ი­სა და სხვა ტექ­ნი­კის მი­წო­დე­ბა. ტექ­ნი­კის არ­ქო­ნის პრობ­ლე­მა რუ­სებს აშ­კა­რად აქვთ“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნელ­მა პო­ლი­ტო­ლოგ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
37

ბელარუსიდან უკრაინის ტერიტორიაზე ჯარის შეჭვრას... არავის არ შეუთანხმებენ. არც ლუკაშენკო, და არც პუტინი. ომში არაფერი არ არის გამორიცხული. პროგნოზი და მკითხაობა შეუძლებელია!!!

ტენი
11

მასე ეგონა ჰიტლერს და მუსოლინისაც. ისე კი გვანან იმათ. ერთი თავის შეყვარებულთან ერთად ფეხებით დაკიდეს. მეორემ თავისით ქნა ეგ ამბავი. დაგუგლეთ, მაგათაც ბევრი ყავდათ სხვა ქვეყნებში მომხრეები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რამდენად შესაძლებელია ბელარუსის ომში ჩართვა ან მოსალოდნელია თუ არა რუსეთის ჯარების ახალი შეჭრა უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდან?

რამდენად შესაძლებელია ბელარუსის ომში ჩართვა ან მოსალოდნელია თუ არა რუსეთის ჯარების ახალი შეჭრა უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდან?

"სამხედროებს არ აქვთ საბრძოლო გამოცდილება“ - რა შანსები აქვს ბელარუსს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში?

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის და უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის შემდეგ, 19 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინმა ამ ოთხ რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ამის გარდა ბოლო პერიოდში, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სხვადასხვა სატელევიზიო ეთერის საშუალებით, არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა თითქოს ბელარუსის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადება. ამ გზით ის ომში ბელარუსის შესაძლო მონაწილეობას თითქოს ერთგვარად ამართლებს და ამისთვის გარკვეულ წინაპირობას ქმნის.

უკრაინისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მიერ დასმული კითხვებია: რამდენად სავარაუდოა ბელარუსის ჯარის უშუალო მონაწილეობა ომში რუსეთის მხარეს და გარდა ამისა, შესაძლებელია თუ არა რუსეთის ჯარების ახალი შეჭრა ბელარუსიდან - მაგალითად, ისევ კიევზე შტურმით?

  • რამდენი რუსი ჯარისკაცია ბელარუსში?

ამ შემოდგომაზე, რუსეთმა კვლავ დაიწყო ჯარების შეკრება ბელარუსის ტერიტორიაზე. ვითარება კიდევ უფრო საგანგაშო გახდა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ბელარუსი რუსეთის ფედერაციიდან მობილიზებული 20 000 ჯარისკაცის მისაღებად ემზადება.

10 ოქტომბერს, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დღეს, ლუკაშენკომ რუსეთთან ჯარების ერთობლივი ჯგუფის შექმნის შესახებ გამოაცხადა.

ბოლო დრომდე ბელარუსში მუდმივი რუსული კონტინგენტი ათასამდე სამხედროს ითვლიდა. მასში ძირითადად ექვსი მოიერიშე თვითმფრინავის ტექნიკური სპეციალისტები შედიოდნენ.

რამდენად მნიშვნელოვნად შეიცვლება ეს რიცხვი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბელარუსის სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერი რევენკომ განაცხადა, რომ ლაპარაკია ცხრა ათასზე.

თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს დავუჯერებთ, მაშინ, ბელარუსში სწორედ რუსეთში მობილიზებული ხალხი გადაჰყავთ.

  • მზად არის თუ არა უკრაინა შესაძლო შეტევისთვის?

ჯერ კიდევ თებერვალ-მარტში, ოკუპანტის შეტევის მცდელობამ კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რაიონებში აჩვენა, რომ რუსეთის ჯარშიც ბევრი პრობლემაა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი ნაევმა ომის დასაწყისში რუსული არმიის დროებითი წარმატებები ჩრდილოეთ უკრაინაში იმით ახსნა, რომ უკრაინული ჯარების უმეტესობა დონბასში მიმდინარე ბრძოლებში იყო ჩართული. ხოლო ბელარუსის საზღვარზე იყო დანაყოფები დაკომპლექტებული სამშვიდობო შტაბის მიხედვით, რაც სრულიად არასაკმარისი იყო სრულმასშტაბიანი აგრესიის მოსაგერიებლად.

შესაძლოა, გავლენა იქონია იმ ფაქტმაც, რომ რუსეთის შეჭრამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე, ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა უკრაინელ კოლეგას ალექსეი რეზნიკოვს "ოფიცრის სიტყვა მისცა“, რომ ბელარუსის მხრიდან შეტევა არ იქნებოდა. ამის შესახებ თავად რეზნიკოვმა Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ახლა, როგორც გენერალი ნაევი ამბობს, უკრაინა მზადაა ბელარუსის შეტევისთვის.

"ის ჯარი, რომელიც დაგროვდება ბელარუსში, გაზრდის მათ მზადყოფნის ხარისხს. შესაბამისად, უკრაინის სარდლობაც გაზრდის ძალებს და საშუალებებს", - განმარტა მან.

  • იბრძოლებს თუ არა ბელარუსი ომში რუსეთის მხარეს?

თეორიულად, ბელარუსის ჯარს ომში ჩართვა შეუძლია. მაგრამ ამის შანსები, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, არც ისე მაღალია. გასული წლის ბოლოს ბელარუსის სახმელეთო ძალებში 17 000 სამხედრო მოსამსახურე იყო, რომელთა ლომის წილი წვევამდელებს შეადგენდნენ. ბელარუსის ჯარს ჰყავს როგორც ჯავშანტექნიკა, ასევე ავიაცია. ივან კირიჩევსკის თქმით, ომში ჩართვა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს საკმაოდ საშიში პრეცენდენტი იქნება, რადგან მისი თქმით, "სამხედროებს არ აქვთ საბრძოლო გამოცდილება“. ამავდროულად, ბელარუსის ხელმძღვანელობამ, მათ შორის ლუკაშენკომ, არაერთხელ განაცხადა, რომ არ სურს უკრაინასთან ბრძოლა. თუმცა თუ გავიხსენებთ ხრენინის 22 თებერვლის დაპირებებს, ასეთი განცხადებები ძნელად შეიძლება ჩაითვალოს გარანტიად.

  • იბრძოლებენ თუ არა ბელარუსები?

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ ბელარუსში მართლაც არის ნაწილობრივი ფარული მობილიზაცია, მაგრამ ძირითადად სამხედრო პერსონალი სამშენებლო სპეციალობით მიჰყავთ. არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჯარის უშუალო მონაწილეობის ალბათობა ძალიან დაბალია.

შესაძლებელია, რომ ბელარუსის მონაწილეობა მხოლოდ მის ტერიტორიაზე რუსული დამრტყმელი ძალების წვრთნით შემოიფარგლოს, მისი არმიის მონაწილეობის გარეშე, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ადრე თუ გვიან ბელარუსი ომში მაინც ჩაერთვება. რაც შეეხება თავად მათ განწყობას, ბელარუსის მაცხოვრებლები, რომლებიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ, BBC-თან აცხადებენ, რომ მათ არ სურთ ბრძოლა და ეს არ მოხდება.

უკრაინელი პოლიტოლოგის, ევგენი დიკის განცხადებით, ფაქტია, რომ რუსები ბელარუსის ტერიტორიაზე ძალების კონცენტრაციით ცდილობენ მანევრირებას იმისთვის, რომ უკრაინას ბელარუსის საზღვარზე თავისი ძალების გადასროლა მოუწიოს.

"ჩემი აზრით, უახლოეს თვეებში ბელარუსიდან უკრაინაზე შეტევის დაწყების ალბათობა ნულის ტოლია. ასეა თუნდაც იმის გამო, რომ შეტევაზე გადასასვლელად ამდენი ძალები არ ჰყავთ. ბელარუსის ჯარი, რომელიც ახლა უკრაინის საზღვართან მანევრირებს, დაახლოებით 10 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფებისგან შედგება. რუსები მხოლოდ ერთ ქალაქ სევეროდონეცკს ასეთი 2 ბატალიონით იღებდა და ამ ქალაქისთვის ბრძოლა თვენახევარი გრძელდებოდა.

უკრაინა-ბელარუსის საზღვარი 1000 კილომეტრამდეა, ამ მონაკვეთზე 10 ტაქტიკური ბატალიონის იმედად შეტევაზე გადასვლა წარმოუდგენელი სისულელე იქნებოდა. ბელარუსის საზღვარზე ახლა შეჰყავთ 9-ათასიანი რუსული კონტინგენტი. მათი რაოდენობაც არ იქნებოდა საკმარისი ბელორუსის მხრიდან შეტევის დასაწყებად“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ახლა სწორედ ბელარუსის ტერიტორიას იყენებენ რუსები უკრაინის ირანულ დრონებით დასაბომბად.

"ახლა ჩვენთვის ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ ბელარუსმა დაიწყო რუსეთისთვის თავისი სამხედრო იარაღის, არტილერიისა და სხვა ტექნიკის მიწოდება. ტექნიკის არქონის პრობლემა რუსებს აშკარად აქვთ“, - განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი