ავტორი:

"შემოქმედების სვეტები" - ჯეიმს ვების ტელესკოპით გადაღებული კიდევ ერთი შთამბეჭდავი ფოტო

"შემოქმედების სვეტები" - ჯეიმს ვების ტელესკოპით გადაღებული კიდევ ერთი შთამბეჭდავი ფოტო

NASA ჯეიმს ვების ტელესკოპით გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში ამბობენ, ფოტოზე აღბეჭდილია არწივის ნისლეულის "შემოქმედების სვეტები"

ეს შთამბეჭდავი კოსმოსური პეიზაჟი ალბათ გეცნობათ, რადგანაც აქამდე ის უკვე გადაიღო ჰაბლის ტელესკოპმა 1995 წელს, თუმცა ფოტო მაშინ არ ყოფილა ასეთი მკაფიო.

პირველი ფოტო ჰაბლის ტელესკოპითაა გადაღებული, ხოლო მეორე ვების ტელესკოპით

ამ ფოტოს საშუალებით სპეციალისტებისთვის უფრო მარტვად ამოსაცნობია ახალი ვარსკვლავები, მათი გარჩევა, მათი რაოდენობის განსაზღვრა. "შემოქმედების სვეტები" დედამიწიდან 6500-7000 სინათლის წლის მანძილზეა დაშორებული.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ნასა-მ პირველად კოსმოსში გასულ წელს, 25 დეკემბერს გაუშვა, მას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის "მემკვიდრედ“ მიიჩნევენ. ტელესკოპი ცაზე ყველა სახის დაკვირვებას განახორციელებს, მაგრამ ორი ძირითადი მიზანი აქვს: პირველი არის ვარსკვლავების ფოტოების გადაღება, რომლებიც სამყაროში 13.5 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ ანათებდნენ და მეორე არის შორეული პლანეტების გამოკვლევა, რათა დადგინდეს, არის თუ არა სადმე, ცხოვრებისთვის ვარგისი პირობები.