ავტორი:

"აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა შეხვედრამ დევი მეზურნიშვილთან და პატარა ლაზარესთან... პირდაპირ ვიტყვი, ეს ჩემი ვალი იყო" - კალაძე

"აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა შეხვედრამ დევი მეზურნიშვილთან და პატარა ლაზარესთან... პირდაპირ ვიტყვი, ეს ჩემი ვალი იყო" - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე დევი მეზურნიშვილთან და ლაზარე ლობჟანიძესთან შეხვედრის შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და ამბობს, რომ მათი მონახულება მისი ვალია.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აუცილებლად მოინახულებს ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა.

"რაც შეხება კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ გამოიწვია, ასევე ჩემს მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ვალია. არამხოლოდ როგორც მერის, არამედ პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის.

კი, მე მოვინახულე და კიდევ შევხდები და კიდევ მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა. აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა. ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ ვერ შევძელი გუშინ მონახულება და უახლოეს დღეებში ვესტუმრები მასაც" - აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მთავრობის სხდომაზე ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც კახა კალაძემ სხდომაზე აღნიშნა, მომხდარმა ტრაგედიამ შეცვალა დედაქალაქის მთავრობისა და სრულიად თბილისის დღის წესრიგი.

კალაძის თქმით, თუ მისი ბრალეულობა გამოიკვეთა, მზად არის, უმკაცრესად აგოს პასუხი.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: