თბილისის მთავრობის სხდომაზე ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც კახა კალაძემ სხდომაზე აღნიშნა, მომხდარმა ტრაგედიამ შეცვალა დედაქალაქის მთავრობისა და სრულიად თბილისის დღის წესრიგი.
"დღევანდელი მთავრობა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის, 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის, მარიტას ოჯახს...
რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს? ამ კითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს. დაკავებულია 9 პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ. კიდევ ვამბობ, თუ ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი", - ამბობს კალაძე.
იხილეთ ასევე: