გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, რომელიც ახლახან დაინიშნა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად, განაცხადა, რომ ხერსონთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული "რთული გადაწყვეტილების" მიღება, რაც აღქმული იქნა, როგორც ხერსონიდან და დნეპრის მთელი მარჯვენა სანაპიროდან უკანდახევისთვის მზადებად. როგორც მან განაცხადა, რუსეთის ჯარების მოქმედება დამოკიდებული იქნება სამხედრო-ტაქტიკურ მდგომარეობაზე, რომელიც მისი თქმით, "უკვე დღეს ძალიან არასასიამოვნოა".
მისი გამოსვლა გადაიცა ტელეარხით "Россия 24". ეს მისი პირველი საჯარო გამოსვლა იყო მას მერე, რაც უკრაინის მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა.
ხერსონში ურთულესი მდგომარეობაა, საბრძოლო შეტაკებების შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მოსახლეობას ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების პრობლემა აქვს, ამის თაობაზე "გენერალ არმაგედონად" მონათლულმა სუროვიკინმაც ილაპარაკა.
"ნებისმიერ შემთხვევაში ვეცდებით მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის მაქსიმალურად შენარჩუნებას. ვიმოქმედებთ გააზრებულად და არ გამოვრიცხავთ რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც", - განაცხადა მან.
იხილეთ ასევე: