მსოფლიო
კონფლიქტები
სამართალი

25

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:27-ზე, მთვარე ლომშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. სასურველია ეს დღე ნაცნობ გარემოში გაატაროთ. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
პოლიტიკა
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილია ძველი აკლდამები - რა ინფორმაციასა და ფოტოებს აქვეყნებს კულტურის სამინისტრო?
ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილია ძველი აკლდამები - რა ინფორმაციასა და ფოტოებს აქვეყნებს კულტურის სამინისტრო?

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს სა­მი­ნის­ტროს ავ­ტო­ფა­რე­ხის ქვეშ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვე­ლი აკ­ლდა­მე­ბი­დან ნეშ­ტე­ბი ხო­ჯე­ვან­ქის სო­მეხ მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა სა­ხელ­მწი­ფო პან­თე­ონ­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ცესს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ელჩი აშოტ სმბა­ტი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხუ­რი სათ­ვის­ტო­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ვან ბა­ი­ბურ­თი და სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ეპარ­ქი­ის წი­ნამ­ძღო­ლი, არ­ქი­მან­დრი­ტი კი­რა­კოს დავ­თი­ა­ნი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"სა­მი­ნის­ტროს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს თავ­და­პირ­ვე­ლად ორი აკ­ლდა­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რის შემ­დეგ სა­მი­ნის­ტრომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ა­ჩე­რა სა­მუ­შაო პრო­ცე­სი და ად­გილ­ზე მო­იწ­ვია კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს არ­ქე­ო­ლო­გე­ბი. აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­ეგ­ზავ­ნა სომ­ხურ სათ­ვის­ტო­მო­სა და ბა­ტონ ვან ბა­ი­ბურთს, რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ წარ­სულ­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სია და რომ, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი სომ­ხუ­რი სა­საფ­ლაო იქნა გა­უქ­მე­ბუ­ლი.

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­მი­ნის­ტროს შიდა ეზოს სხვა მო­ნაკ­ვე­თე­ბიც და­ა­მუ­შა­ვეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს ხუთი ნეშ­ტი. მათ­გან ორი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია საფ­ლა­ვის ქვებ­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლი წარ­წე­რე­ბის წყა­ლო­ბით. რო­გორც ეპი­ტა­ფი­ით ირ­კვე­ვა, ერთი საფ­ლა­ვი სომ­ხუ­რი ტაძ­რის მღვდლის, ოჰა­ნეზ ტერ პო­ღო­სი­ა­ნი­საა, მე­ო­რე კი - მისი მე­უღ­ლის.

სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხუ­რი სათ­ვის­ტო­მო­სა და სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ეპარ­ქი­ის წი­ნამ­ძღო­ლის, არ­ქი­მან­დრიტ კი­რა­კოს დავ­თი­ა­ნის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დღეს ყვე­ლა ნეშ­ტი სომ­ხურ პან­თე­ონ­ში გა­და­ას­ვე­ნეს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქართველოს შვილი
10

თეა წულუკიანი გამორჩეული კულტურის მინისტრია და რაც არ უნდა ილაპარაკონ ნაცებმა, ის თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს

ზურაბ
8

კარგად გათხარეთ მაქ ერთი ცოცხალი სომეხიც იქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება წლიურ ჭრილში გაძვირდა, ხოლო კვარტალურად ფასები შემცირებულია
ავტორი:

ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილია ძველი აკლდამები - რა ინფორმაციასა და ფოტოებს აქვეყნებს კულტურის სამინისტრო?

ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილია ძველი აკლდამები - რა ინფორმაციასა და ფოტოებს აქვეყნებს კულტურის სამინისტრო?

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი ვან ბაიბურთი და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდნენ.

"სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს თავდაპირველად ორი აკლდამა აღმოაჩინეს, რის შემდეგ სამინისტრომ დაუყოვნებლივ შეაჩერა სამუშაო პროცესი და ადგილზე მოიწვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგები. აღმოჩენის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა სომხურ სათვისტომოსა და ბატონ ვან ბაიბურთს, რადგან ცნობილია, რომ წარსულში ამ ტერიტორიაზე იყო სომხური ეკლესია და რომ, საბჭოთა პერიოდში, ეკლესიის მიმდებარედ არსებული სომხური სასაფლაო იქნა გაუქმებული.

არქეოლოგებმა სამინისტროს შიდა ეზოს სხვა მონაკვეთებიც დაამუშავეს და აღმოაჩინეს ხუთი ნეშტი. მათგან ორი იდენტიფიცირებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით. როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი - მისი მეუღლის.

სამინისტროს, საქართველოში სომხური სათვისტომოსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის შეთანხმების საფუძველზე, დღეს ყველა ნეშტი სომხურ პანთეონში გადაასვენეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.