მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შადრევნის ჩაბარებიდან ერთ თვეში მიხვდა, რომ ის შავი მილები არ უხდებოდა? რა ვუყოთ უტყუარ ფაქტს, რომ დენი 2 წლის წინაც ურტყამდა ხალხს" - რას წერს ვახო სანაია გამოძიების პირველად შედეგებზე?
"შადრევნის ჩაბარებიდან ერთ თვეში მიხვდა, რომ ის შავი მილები არ უხდებოდა? რა ვუყოთ უტყუარ ფაქტს, რომ დენი 2 წლის წინაც ურტყამდა ხალხს" - რას წერს ვახო სანაია გამოძიების პირველად შედეგებზე?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე 9 პირი და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის პლუ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე და თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვი­ლი, ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია 2 კერ­ძო ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბე­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ა­ში წე­რია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ ორმა ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბელ­მა და­არ­ღვია უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი.

  • კერ­ძოდ: წყლის მი­ლებ­ზე, უჟან­გა­ვი ლი­თო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ის მორ­გე­ბის მიზ­ნით, მოხ­სნეს ელექტროძ­რა­ვის შე­სა­ფუ­თი ლი­თო­ნის ცხა­უ­რი, რომ­ლის კვლავ და­მაგ­რე­ბი­სას, ბე­ტო­ნის ზე­და­პირ­სა და ცხა­ურს შო­რის მო­ა­ყო­ლეს ელექტრო­სა­დე­ნი, რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ან­და სა­დე­ნის იზო­ლა­ცია.

ამის შემ­დეგ "გრინ­სერ­ვის +"-ის დი­რექ­ტორ­მა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო შე­სა­ბა­მი­სი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე წა­რუდ­გი­ნა მე­რი­ის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურს, ხოლო მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­რე­შე.

ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლად შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"დე­ტა­ლუ­რად და მარ­ტი­ვად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ ვერ­სია, რო­მე­ლიც წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ. გა­ვეშ­ვათ კას­კა­დის სხვა ნა­წი­ლებს. გან­ვი­ხი­ლოთ კონ­კრე­ტუ­ლად ამ სა­ბე­დის­წე­რო შად­რევ­ნის სა­კი­თხი.

რა გვი­თხრა გა­მო­ძი­ე­ბამ: 2022 წლის 26 აგ­ვის­ტოს "გრინ­სერ­ვის +" და მე­რი­ას შო­რის ვა­კის პარ­კის ამ კონ­კრე­ტულ შად­რე­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბით ამო­ი­წუ­რა სა­კი­თხი. გა­ფორმ­და მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი. მე­რი­ამ თქვა, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში­აო, მომ­წონ­სო და ჩა­ი­ბა­რა. ამის შემ­დეგ გა­დის თით­ქმის ერთი თვე. 22 სექ­ტემ­ბერს, როცა შად­რე­ვა­ნი დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ცაა და ჩა­ბა­რე­ბუ­ლიც, მე­რი­ის ჩი­ნოვ­ნი­კი, კერ­ძოდ, გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იბა­რებს ან ურე­კავს "გრინ­სერ­ვის+" მე­ნე­ჯერს და ეუბ­ნე­ბა: ელექტროძ­რა­ვი­დან წყლის შავი ფე­რის მი­ლე­ბი რომ გა­მო­დის, არ მოგ­ვწონს ეგრე და თეთ­რად, უჟან­გა­ვით შე­ფუ­თე­თო. ამას ეუბ­ნე­ბა არა დი­რექ­ტორ ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს, არა­მედ მის მე­ნე­ჯერს - ა.მ-ს. ეს მე­ნე­ჯე­რი წა­ვი­და და თა­ვის უფ­როს ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს უთხრა, შავი ფე­რის მი­ლე­ბის თეთ­რად შე­ფუთ­ვას გვთხო­ვე­ნო.

ფურ­ცხვა­ნი­ძემ უთხრა, კარ­გი, და­უ­კავ­შირ­დი ჩვე­ნი ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ის "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის" წარ­მო­მად­გე­ნელს, კონ­კრე­ტულ პირს და მას შე­უკ­ვე­თეო. აქ ცოტა ბუნ­დო­ვა­ნია, რას ნიშ­ნავს წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის შეკ­ვე­თა? კომ­პა­ნი­ას შე­უკ­ვე­თა თუ წარ­მო­მად­გე­ნელს? ეს არ ჩანს გა­მო­ძი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში. გან­ვაგ­რძოთ. "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ადგა და ორი ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბე­ლი და­ი­ქი­რა­ვა. მი­ვი­და ეს ორი კაცი ვა­კის პარკში. ელექტროძ­რავს მოხ­სნეს ცხა­უ­რი, მი­ლებ­ზე თეთ­რი კონ­სტრუქ­ცია და­ა­მაგ­რეს და და­ხუ­რეს ცხა­უ­რი. ამ ცხა­ურ­სა და ბე­ტონს შო­რის მო­ა­ყო­ლეს ელექტრო­სა­დე­ნი, იზო­ლა­ცია და­ირ­ღვა და ამან გა­მო­იწ­ვია ბავ­შვის სიკ­ვდი­ლი.

ამის მერე ვინც ელექტრო­შემ­დუ­ღებ­ლე­ბი უშუ­ა­ლოდ და­ი­ქი­რა­ვა, ანუ "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ი­კი­და ეს ამ­ბა­ვი და არ შე­ა­მოწ­მა, რო­გორ გა­ა­კე­თეს საქ­მე მუ­შებ­მა. თა­ვის მხრივ, და­ი­კი­და ,"გრინ­სერ­ვის +" საქ­მე­თა მწარ­მო­ე­ბელ­მაც. ამის მერე ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე ადგა და მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხურს წა­რუდ­გი­ნაო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო. ოღონდ წა­რუდ­გი­ნა შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შეო, ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­რე­შეო. სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე­მაც ეს სა­მუ­შაო ჩა­ი­ბა­რა ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­რე­შეო. ერთი სი­ტყვით, ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია ბავ­შვის სიკ­ვდი­ლიო. ეს გვი­თხრა გა­მო­ძი­ე­ბამ.

  • ისე, სა­ინ­ტე­რე­სოა. ერთ დი­ლით გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს უცებ გა­ეღ­ვი­ძა და თვი­თონ­ვე გა­და­წყვი­ტა შავი მი­ლე­ბის თეთ­რად შე­ფუთ­ვა? ზე­მოთ არ იკი­თხა? ასე თა­ვი­სით ადგა და შეც­ვა­ლა დას­რუ­ლე­ბულ პრო­ექ­ტში დე­ტა­ლე­ბი? ან შად­რევ­ნის ჩა­ბა­რე­ბი­დან ერთ თვე­ში მიხ­ვდა, რომ ის შავი მი­ლე­ბი არ უხ­დე­ბო­და? სი­ნამ­დვი­ლე­ში ნეტა ვის არ მო­ე­წო­ნა ეგ შავი მი­ლე­ბი?

ერთი სი­ტყვით, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდა, ამის შემ­დეგ, უკვე ოქ­ტომ­ბერ­ში, კა­ლა­ძე მი­ვი­და და გახ­სნა შად­რე­ვა­ნი. მე­ო­რე დღეს შად­რე­ვან­ში ბავ­შვს დენ­მა და­არ­ტყა და და­ი­ღუ­პა.

და­ვუბ­რუნ­დეთ 22 სექ­ტემ­ბერს, როცა მუ­შე­ბი ვა­კის პარკში მი­ვიდ­ნენ, იმუ­შა­ვეს და, რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბამ გვი­თხრა, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და­არ­ღვი­ეს. ესე იგი, რა გა­მო­დის - 22 სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვა­კის პარკში სა­სიკ­ვდი­ლო დენი გა­დი­ო­და და შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ველ წუთს ვი­ღაც მო­ეკ­ლა? ვთქვათ, და­ვი­ჯე­რეთ, რომ მთე­ლი ეს ამ­ბე­ბი ორი მუ­შის ბრა­ლია.

და­ვუ­ჯე­როთ გა­მო­ძი­ე­ბას და და­ვუშ­ვათ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა: ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო და... ჯან­და­ბა! რომ არა ორი ელექტრო­შემ­დუ­ღებ­ლის ეს სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა, არა­ფე­რიც არ მოხ­დე­ბო­და, დენი წყალ­ზე არ გა­და­ვი­დო­და და ბავ­შვიც ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. ოკ. ვირ­წმუ­ნოთ ეს ვერ­სია. არ გა­მოვ­რი­ცხავ. შე­იძ­ლე­ბა, მარ­თლაც ასე მოხ­და... მაგ­რამ რა ვუ­ყოთ უტყუ­არ ფაქტს, რომ დენი 2 წლის წი­ნაც ურტყამ­და ხალ­ხს ვა­კის პარ­კის შად­რე­ვან­ში? ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი ვი­დე­ოც გა­მოჩ­ნდა და კი­დევ ერთხელ ავ­ტვირ­თავ! რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ახლა - მა­ში­ნაც ეს ორი მუშა იყო დამ­ნა­შა­ვე? მა­შინ რა ხდე­ბო­და შად­რე­ვან­ში ?არ ვიცი.

●რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბის სხვა ეპი­ზო­დებს. ის უკავ­შირ­დე­ბა 26 აგ­ვის­ტომ­დელ პე­რი­ოდს. შე­გახ­სე­ნებთ სწო­რედ 26-ში გა­ფორმ­და მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი. ამ ნა­წილს სხვა დროს შე­ვე­ხე­ბი", - წერს სა­ნა­ია.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სირცხვილი
16

სანაია შენ სირცხვილით ხმას როგორ იღებ? მატყუარა ანგარებიანი თავგასიებული იდიოტი ხარ.

გოჩა
20

ეს კადრები არ არის ძველი ანუ ორი წლის წინ შადრევანს პატარა ღობე ჰქონდა ირაკლი ჟვანიამ რომ აღნიშნა რატომ მოხსნესო. ნუ აბოლებთ ხალხს

ავტორი:

"შადრევნის ჩაბარებიდან ერთ თვეში მიხვდა, რომ ის შავი მილები არ უხდებოდა? რა ვუყოთ უტყუარ ფაქტს, რომ დენი 2 წლის წინაც ურტყამდა ხალხს" - რას წერს ვახო სანაია გამოძიების პირველად შედეგებზე?

"შადრევნის ჩაბარებიდან ერთ თვეში მიხვდა, რომ ის შავი მილები არ უხდებოდა? რა ვუყოთ უტყუარ ფაქტს, რომ დენი 2 წლის წინაც ურტყამდა ხალხს" - რას წერს ვახო სანაია გამოძიების პირველად შედეგებზე?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი, ასევე დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი.

გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში წერია, რომ თავდაპირველად სწორედ ამ ორმა ელექტროშემდუღებელმა დაარღვია უსაფრთხოების ნორმები.

  • კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.

ამის შემდეგ "გრინსერვის +"-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.

ჟურნალისტი ვახო სანაია გამოძიების პირველად შედეგებთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

"დეტალურად და მარტივად გავაანალიზოთ ვერსია, რომელიც წარმოგვიდგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გავეშვათ კასკადის სხვა ნაწილებს. განვიხილოთ კონკრეტულად ამ საბედისწერო შადრევნის საკითხი.

რა გვითხრა გამოძიებამ: 2022 წლის 26 აგვისტოს ,,გრინსერვის +" და მერიას შორის ვაკის პარკის ამ კონკრეტულ შადრევანთან დაკავშირებით ამოიწურა საკითხი. გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. მერიამ თქვა, ყველაფერი წესრიგშიაო, მომწონსო და ჩაიბარა. ამის შემდეგ გადის თითქმის ერთი თვე. 22 სექტემბერს, როცა შადრევანი დასრულებულიცაა და ჩაბარებულიც, მერიის ჩინოვნიკი, კერძოდ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იბარებს ან ურეკავს "გრინსერვის+" მენეჯერს და ეუბნება: ელექტროძრავიდან წყლის შავი ფერის მილები რომ გამოდის, არ მოგვწონს ეგრე და თეთრად, უჟანგავით შეფუთეთო. ამას ეუბნება არა დირექტორ ლაშა ფურცხვანიძეს, არამედ მის მენეჯერს - ა.მ-ს. ეს მენეჯერი წავიდა და თავის უფროს ლაშა ფურცხვანიძეს უთხრა, შავი ფერის მილების თეთრად შეფუთვას გვთხოვენო.

ფურცხვანიძემ უთხრა, კარგი, დაუკავშირდი ჩვენი ქვეკონტრაქტორი კომპანიის "ნიუ მეტალ დიზაინის" წარმომადგენელს, კონკრეტულ პირს და მას შეუკვეთეო. აქ ცოტა ბუნდოვანია, რას ნიშნავს წარმომადგენლისთვის შეკვეთა? კომპანიას შეუკვეთა თუ წარმომადგენელს? ეს არ ჩანს გამოძიების განცხადებაში. განვაგრძოთ. "ნიუ მეტალ დიზაინის" წარმომადგენელი ადგა და ორი ელექტროშემდუღებელი დაიქირავა. მივიდა ეს ორი კაცი ვაკის პარკში. ელექტროძრავს მოხსნეს ცხაური, მილებზე თეთრი კონსტრუქცია დაამაგრეს და დახურეს ცხაური. ამ ცხაურსა და ბეტონს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, იზოლაცია დაირღვა და ამან გამოიწვია ბავშვის სიკვდილი.

ამის მერე ვინც ელექტროშემდუღებლები უშუალოდ დაიქირავა, ანუ ,,ნიუ მეტალ დიზაინის" წარმომადგენელმა დაიკიდა ეს ამბავი და არ შეამოწმა, როგორ გააკეთეს საქმე მუშებმა. თავის მხრივ, დაიკიდა ,"გრინსერვის +" საქმეთა მწარმოებელმაც. ამის მერე ლაშა ფურცხვანიძე ადგა და მერიის გარემოს დაცვის სამსახურს წარუდგინაო შესრულებული სამუშაო. ოღონდ წარუდგინა შემოწმების გარეშეო, ინსპექტირების გარეშეო. სამსახურის უფროსის მოადგილემაც ეს სამუშაო ჩაიბარა ინსპექტირების გარეშეო. ერთი სიტყვით, ამ ყველაფერმა გამოიწვია ბავშვის სიკვდილიო. ეს გვითხრა გამოძიებამ.

  • ისე, საინტერესოა. ერთ დილით გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილეს უცებ გაეღვიძა და თვითონვე გადაწყვიტა შავი მილების თეთრად შეფუთვა? ზემოთ არ იკითხა? ასე თავისით ადგა და შეცვალა დასრულებულ პროექტში დეტალები? ან შადრევნის ჩაბარებიდან ერთ თვეში მიხვდა, რომ ის შავი მილები არ უხდებოდა? სინამდვილეში ნეტა ვის არ მოეწონა ეგ შავი მილები?

ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი რომ დამთავრდა, ამის შემდეგ, უკვე ოქტომბერში, კალაძე მივიდა და გახსნა შადრევანი. მეორე დღეს შადრევანში ბავშვს დენმა დაარტყა და დაიღუპა.

დავუბრუნდეთ 22 სექტემბერს, როცა მუშები ვაკის პარკში მივიდნენ, იმუშავეს და, როგორც გამოძიებამ გვითხრა, უსაფრთხოების ნორმები დაარღვიეს. ესე იგი, რა გამოდის - 22 სექტემბრიდან მოყოლებული ვაკის პარკში სასიკვდილო დენი გადიოდა და შეიძლებოდა, ყოველ წუთს ვიღაც მოეკლა? ვთქვათ, დავიჯერეთ, რომ მთელი ეს ამბები ორი მუშის ბრალია.

დავუჯეროთ გამოძიებას და დავუშვათ ასეთი შესაძლებლობა: ყველაფერი წესრიგში იყო და... ჯანდაბა! რომ არა ორი ელექტროშემდუღებლის ეს საბედისწერო შეცდომა, არაფერიც არ მოხდებოდა, დენი წყალზე არ გადავიდოდა და ბავშვიც ცოცხალი იქნებოდა. ოკ. ვირწმუნოთ ეს ვერსია. არ გამოვრიცხავ. შეიძლება, მართლაც ასე მოხდა... მაგრამ რა ვუყოთ უტყუარ ფაქტს, რომ დენი 2 წლის წინაც ურტყამდა ხალხს ვაკის პარკის შადრევანში? ამის დამამტკიცებელი ვიდეოც გამოჩნდა და კიდევ ერთხელ ავტვირთავ! როგორ მოვიქცეთ ახლა - მაშინაც ეს ორი მუშა იყო დამნაშავე? მაშინ რა ხდებოდა შადრევანში ?არ ვიცი.

●რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების სხვა ეპიზოდებს. ის უკავშირდება 26 აგვისტომდელ პერიოდს. შეგახსენებთ სწორედ 26-ში გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. ამ ნაწილს სხვა დროს შევეხები", - წერს სანაია.

ნახეთ ასევე: