პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის სანაცვლოდ ეხმარება ირანი რუსეთს დრონებით: რა ვერსიებზე წერს მედია - რატომ ელიან სამხრეთ კავკასიაში ირანის გავლენის ზრდას?
რის სანაცვლოდ ეხმარება ირანი რუსეთს დრონებით: რა ვერსიებზე წერს მედია - რატომ ელიან სამხრეთ კავკასიაში ირანის გავლენის ზრდას?

რამ­დე­ნი­მე დღეა, უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებს რუ­სე­თი ირა­ნუ­ლი დრო­ნე­ბით, ე.წ. შა­ჰი­დე­ბით უტევს. მათ თვით­მკვლელ დრო­ნებ­საც ეძა­ხი­ან. ირა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი სა­მიზ­ნეს ეჯა­ხე­ბი­ან და ფეთ­ქდე­ბი­ან. ეს რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბის უკვე მე­ო­რე ტალ­ღაა, რო­მელ­თა სა­მიზ­ნეც უმ­თავ­რე­სად უკ­რა­ი­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რაა.

თვით­მკვლე­ლი შა­ჰი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა და­ბომ­ბეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი, და­ი­ღუპ­ნენ და და­შავ­დნენ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი. ე.წ. კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმას შე­ე­წი­რა ექ­ვსი თვის ფეხ­მძი­მე ქალი...

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო reuters - ის ცნო­ბით, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აღი­ა­რებს, რომ მათი იე­რი­შის მი­ზა­ნი უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო და ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა იყო, რის­თვი­საც შე­ტე­ვა მა­ღა­ლი და­მიზ­ნე­ბის ია­რა­ღით გან­ხორ­ცი­ელ­და.

რუ­სეთ­მა, ირა­ნუ­ლი დრო­ნე­ბით შე­უ­ტია უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ მი­კო­ლა­ე­ვის სა­ზღვაო ტერ­მი­ნალს, რის შე­დე­გა­დაც, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მზე­სუმ­ზი­რის ზე­თის სა­ცა­ვე­ბი.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ კვი­რა სა­ღა­მო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რუ­სე­თის 37 დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს, რაც შე­ტე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი დრო­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 85%-ია.

meduza.io-ს ცნო­ბით, ირა­ნი რუ­სეთს უფრო მეტი რა­კე­ტი­სა და დრო­ნის გა­და­ცე­მას დაჰ­პირ­და. ად­გი­ლობ­რივ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­თან­ხმე­ბა რუ­სეთ­სა და ირანს შო­რის, 6 ოქ­ტომ­ბერს შედ­გა, რა დრო­საც, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, მო­ჰა­მად მოჰ­ბე­რი, ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ერ­თად, მოს­კოვ­ში ჩა­ვი­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სებ­მა ირანს მეტი დრო­ნი და ირა­ნუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი სთხო­ვეს, რო­მელ­თაც მეტი სი­ზუს­ტე აქვთ. სა­უ­ბა­რია, Fateh-ისა და Zolfaghar-ის სა­რა­კე­ტო სის­ტე­მებ­ზე, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი 300-დან 700 კი­ლო­მეტ­რამ­დეა. მათ­თან ერ­თად, რუ­სეთ­მა Shahed 136-ის დრო­ნე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლიც გა­მოთ­ქვა. შე­თან­ხმე­ბა უკვე მიღ­წე­უ­ლია.

Shahed 136

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ირა­ნუ­ლი დრო­ნე­ბი, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის გა­რეთ პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს. მა­ნამ­დე, და­სავ­ლე­თი და ის­რა­ე­ლი მუდ­მი­ვად ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ ირან­სა და მის მო­კავ­ში­რე­ებს რე­გი­ონ­ში უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში.

ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჯეიკ სა­ლი­ვა­ნი, ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში აცხა­დებ­და, რომ ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცია სულ ცოტა ორ­ჯერ ჩა­ვი­და ირან­ში საბ­რძო­ლო უპი­ლო­ტო აპა­რა­ტე­ბის სა­ნა­ხა­ვად.

CNN-ის სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ივ­ნის­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცია, თე­ი­რა­ნის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე კა­შა­ნის აე­როდ­რომ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რაც აშ­კა­რად მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ ირა­ნი რუ­სე­თის­თვის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის Shahed-191-ისა და Shahed-129-ის გა­და­სა­ცე­მად ემ­ზა­დე­ბო­და.

Shahed-191

რის სა­ნაც­ვლოდ ეხ­მა­რე­ბა ირა­ნი რუ­სეთს? - ამის შე­სა­ხებ და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ვერ­სია არ­სე­ბობს. ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, სან­ქცი­რე­ბუ­ლი ირა­ნი, რო­მელ­საც ამე­რი­კა და და­სავ­ლე­თი შე­ზღუდ­ვე­ბის თით­ქმის ყო­ველ­დღე უზ­რდის, მი­იჩ­ნევს, რომ ახლა შე­უძ­ლია, რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის პრო­დუქ­ტე­ბის სხვა ქვეყ­ნებ­ში ტრან­ზი­ტის­თვის მთა­ვა­რი ჰაბი გახ­დეს.

ამის შე­სა­ხებ, ირა­ნულ სა­ა­გენ­ტო Shana-სთან სა­უბ­რობს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­ჯლი­სის (პარ­ლა­მენ­ტის) კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ენერ­გე­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ალი­ზე­რა ვარ­ნა­სე­რი. მისი თქმით, ირან­სა და რუ­სეთს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის სა­ბა­დო­ებ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, წარ­მო­ე­ბის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს, ვი­ნა­ი­დან, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ერთ-ერთი უდი­დე­სი ექ­სპორ­ტი­ო­რია და ამას­თა­ნა­ვე, აქვს ირა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის სტა­ტუ­სი სხვა­დას­ხვა ენერ­გე­ტი­კულ სექ­ტორ­ში.

vestikavkaza.ru -ს ცნო­ბით, 13 ოქ­ტომ­ბერს, Minneft Iran-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, აჰ­მედ ასა­ზა­დემ, რუ­სუ­ლი ენერ­გე­ტი­კის კვი­რის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი ფო­რუ­მი­სას არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ისა­უბ­რა გა­ზპ­რო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნა, რომ ირა­ნის გავ­ლით, შე­იძ­ლე­ბა ლურ­ჯი საწ­ვა­ვი მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის პა­კის­ტან­ში, ასე­ვე სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნებ­ში მოხ­ვდეს.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ირა­ნი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გავ­ლე­ნე­ბის­თვის იბ­რძვის და სწო­რედ ამის­თვის სჭირ­დე­ბა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დათ­ბო­ბა... და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის კონ­ფლიქ­ტის კი­დევ ერთი გამ­წვა­ვე­ბის შემ­დეგ, რე­გი­ონ­ში ახა­ლი მო­თა­მა­შე შე­მო­დის - ირა­ნი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს გა­უ­რიგ­დეს რუ­სეთს.

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ირა­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე წერს რუ­სუ­ლი მე­დი­აც. vz.ru-ს ცნო­ბით, ირა­ნი რუ­სეთს დიდი კავ­კა­სი­უ­რი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, თუნ­დაც იმა­ში, რომ კონ­ფლიქ­ტის ფარ­გლებ­ში, ირა­ნი სომ­ხეთს უჭერს მხარს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი და­ი­წყო, რაც ნიშ­ნავს, რომ რა­ი­მე საფრ­თხის ან პრო­ვო­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ის მზად არის პა­სუ­ხი გას­ცეს მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს.

"ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა ეგო­ნოს, რომ ირა­ნი ან ამე­რი­კის, საფ­რან­გე­თის ან სხვა და­სავ­ლე­ლი აქ­ტო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­დის, თუმ­ცა, სომ­ხე­თის მი­მართ, რუ­სე­თის მხრი­დან გა­მო­ჩე­ნი­ლი ფრთხი­ლი პო­ზი­ცი­ის ფონ­ზე, ის ცდი­ლობს სომ­ხე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვას და ამავდრო­უ­ლად, მოს­კოვს აჩ­ვე­ნებს, რომ ამ კავ­კა­სი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტრო­ლი თა­ვად შე­უძ­ლია აი­ღოს... ამი­ტომ, სურს მას თუ არა, ახლა ის რუ­სე­თის მო­კავ­ში­რეა", - წერს გა­მო­ცე­მა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dito
18

თქვენ არ აფრენდეთ! რა სისულელეებს განიხილავთ?

რატი
7

ამის ავტორს კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი მიზეზი გამორჩა, რამაც აბასიდები და რაშისტები ერთმანეთთან მტკიცედ დააკავშირა: ბირთვული პროგრამა. 90-იანებში ეს თითქმის გამოუვიდათ, მაგრამ მაშინ ამ კავშირის გაწყვეტა უნიათო დასავლეთმა შეძლო. ახლა კი ყველასგან გარიყულ და ყველა დაწერილი თუ დაუწერელი კანონის დამრღვევ პუტლერს აღარაფერი აკავებს, რომ აბასიდებს ბირთვულ პროგრამაში დახმარება გაუწიოს. იმედია, ეს მაინც აიძულებს ქვიშაში თავჩარგულის მდგომარეობაში მყოფ ისრაელს, რომ უკრაინას ფარული გზებით მაინც დაეხმაროს თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რის სანაცვლოდ ეხმარება ირანი რუსეთს დრონებით: რა ვერსიებზე წერს მედია - რატომ ელიან სამხრეთ კავკასიაში ირანის გავლენის ზრდას?

რის სანაცვლოდ ეხმარება ირანი რუსეთს დრონებით: რა ვერსიებზე წერს მედია - რატომ ელიან სამხრეთ კავკასიაში ირანის გავლენის ზრდას?

რამდენიმე დღეა, უკრაინის ქალაქებს რუსეთი ირანული დრონებით, ე.წ. შაჰიდებით უტევს. მათ თვითმკვლელ დრონებსაც ეძახიან. ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები სამიზნეს ეჯახებიან და ფეთქდებიან. ეს რუსეთის საჰაერო იერიშების უკვე მეორე ტალღაა, რომელთა სამიზნეც უმთავრესად უკრაინის ინფრასტრუქტურაა.

თვითმკვლელი შაჰიდების საშუალებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს საცხოვრებელი კორპუსები, დაიღუპნენ და დაშავდნენ სამოქალაქო პირები. ე.წ. კამიკაძე-დრონებით თავდასხმას შეეწირა ექვსი თვის ფეხმძიმე ქალი...

საინფორმაციო სააგენტო reuters - ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ მათი იერიშის მიზანი უკრაინის სამხედრო და ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურის დაზიანება იყო, რისთვისაც შეტევა მაღალი დამიზნების იარაღით განხორციელდა.

რუსეთმა, ირანული დრონებით შეუტია უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ მიკოლაევის საზღვაო ტერმინალს, რის შედეგადაც, დაზიანებულია მზესუმზირის ზეთის საცავები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ კვირა საღამოდან მოყოლებული, რუსეთის 37 დრონი გაანადგურეს, რაც შეტევაში ჩართული დრონების დაახლოებით 85%-ია.

meduza.io-ს ცნობით, ირანი რუსეთს უფრო მეტი რაკეტისა და დრონის გადაცემას დაჰპირდა. ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეთანხმება რუსეთსა და ირანს შორის, 6 ოქტომბერს შედგა, რა დროსაც, ვიცე-პრეზიდენტი, მოჰამად მოჰბერი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნებთან და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთან ერთად, მოსკოვში ჩავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ირანს მეტი დრონი და ირანული ბალისტიკური რაკეტები სთხოვეს, რომელთაც მეტი სიზუსტე აქვთ. საუბარია, Fateh-ისა და Zolfaghar-ის სარაკეტო სისტემებზე, რომელთა მოქმედების არეალი 300-დან 700 კილომეტრამდეა. მათთან ერთად, რუსეთმა Shahed 136-ის დრონების მიღების სურვილიც გამოთქვა. შეთანხმება უკვე მიღწეულია.

Shahed 136

გამოცემის ცნობით, ირანული დრონები, ახლო აღმოსავლეთის გარეთ პირველად გამოიყენეს. მანამდე, დასავლეთი და ისრაელი მუდმივად ადანაშაულებდნენ ირანსა და მის მოკავშირეებს რეგიონში უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებაში.

ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანი, ჯერ კიდევ ივლისში აცხადებდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსული დელეგაცია სულ ცოტა ორჯერ ჩავიდა ირანში საბრძოლო უპილოტო აპარატების სანახავად.

CNN-ის სატელიტური ფოტომასალის მიხედვით, რომელიც ივნისშია გადაღებული, რუსეთის დელეგაცია, თეირანის სამხრეთით მდებარე კაშანის აეროდრომში იმყოფებოდა, რაც აშკარად მიანიშნებდა, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების Shahed-191-ისა და Shahed-129-ის გადასაცემად ემზადებოდა.

Shahed-191

რის სანაცვლოდ ეხმარება ირანი რუსეთს? - ამის შესახებ დასავლურ მედიაში არაერთი ვერსია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, სანქცირებული ირანი, რომელსაც ამერიკა და დასავლეთი შეზღუდვების თითქმის ყოველდღე უზრდის, მიიჩნევს, რომ ახლა შეუძლია, რუსული ნავთობისა და გაზის პროდუქტების სხვა ქვეყნებში ტრანზიტისთვის მთავარი ჰაბი გახდეს.

ამის შესახებ, ირანულ სააგენტო Shana-სთან საუბრობს ადგილობრივი მეჯლისის (პარლამენტის) კომისიის წარმომადგენელი ენერგეტიკის მიმართულებით, ალიზერა ვარნასერი. მისი თქმით, ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ადგილობრივი ნავთობისა და გაზის საბადოებზე სამუშაოების გაფართოებას, წარმოების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს, ვინაიდან, რუსეთის ფედერაცია, მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია და ამასთანავე, აქვს ირანის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი სხვადასხვა ენერგეტიკულ სექტორში.

vestikavkaza.ru -ს ცნობით, 13 ოქტომბერს, Minneft Iran-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, აჰმედ ასაზადემ, რუსული ენერგეტიკის კვირის ფარგლებში გამართული ფორუმისას არაოფიციალურად ისაუბრა გაზპრომის შესაძლებლობებზე. კერძოდ, აღნიშნა, რომ ირანის გავლით, შეიძლება ლურჯი საწვავი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის პაკისტანში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოხვდეს.

კიდევ ერთი ვერსიით, ირანი სამხრეთ კავკასიაში გავლენებისთვის იბრძვის და სწორედ ამისთვის სჭირდება რუსეთთან ურთიერთობის დათბობა... დასავლური მედიის ცნობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის კიდევ ერთი გამწვავების შემდეგ, რეგიონში ახალი მოთამაშე შემოდის - ირანი, რომელიც ცდილობს გაურიგდეს რუსეთს.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ირანის ინტერესებზე წერს რუსული მედიაც. vz.ru-ს ცნობით, ირანი რუსეთს დიდი კავკასიური პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება, თუნდაც იმაში, რომ კონფლიქტის ფარგლებში, ირანი სომხეთს უჭერს მხარს, პარალელურად კი, რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ რაიმე საფრთხის ან პროვოკაციის შემთხვევაში, ის მზად არის პასუხი გასცეს მეზობელ სახელმწიფოს.

"ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ირანი ან ამერიკის, საფრანგეთის ან სხვა დასავლელი აქტორების წინააღმდეგ მიდის, თუმცა, სომხეთის მიმართ, რუსეთის მხრიდან გამოჩენილი ფრთხილი პოზიციის ფონზე, ის ცდილობს სომხეთის ინტერესები დაიცვას და ამავდროულად, მოსკოვს აჩვენებს, რომ ამ კავკასიურ რესპუბლიკაზე უსაფრთხოების კონტროლი თავად შეუძლია აიღოს... ამიტომ, სურს მას თუ არა, ახლა ის რუსეთის მოკავშირეა", - წერს გამოცემა.