პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენზე უნდათ შემოტენვა, თუმცა არაფერ შუაში ვართ" - ვრცელდება ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული დავით თუშიშვილის კომენტარი
"ჩვენზე უნდათ შემოტენვა, თუმცა არაფერ შუაში ვართ" - ვრცელდება ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული დავით თუშიშვილის კომენტარი

ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით თუ­შიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ რე­ა­ლუ­რად, ის დამ­ნა­შა­ვე არ არის და სურთ "ყვე­ლა­ფე­რი მათ შე­ტე­ნონ". მის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბამ­დე ცოტა ხნით ად­რეა ჩა­წე­რი­ლი, "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს.

ჩა­ნა­წერ­ში თუ­შიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას შად­რევ­ნის ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა არ ევა­ლე­ბო­და და ის მხო­ლოდ ფი­ნან­სურ აღ­რი­ცხვას ატა­რებ­და

"ჩვენ­ზე უნ­დათ შე­მო­ტენ­ვა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ჩვენ არა­ფერ შუ­ა­ში ვართ. ჩვენ დაგ­ვა­ვა­ლეს ხარჯთაღ­რი­ცხვა, წმინ­და ბუ­ღალ­ტე­რია რაც არის. შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და თუ არა რე­ა­ლო­ბას. ფი­ნან­სუ­რი ნა­წი­ლი შე­მოწ­მდა ჩვენს მიერ. ისე გა­მოჰ­ყავთ ამათ საქ­მე, რომ თით­ქოს ჩვენ შე­ვა­მოწ­მეთ შად­რევ­ნის ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და მა­გა­ზე გა­ვე­ცით დას­კვნა. შად­რევ­ნის ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­დე­ნე­ბი რო­გო­რაა და­ერ­თე­ბუ­ლი, ელექტრო ნა­წი­ლი რაც არის, ფა­რუ­ლი სა­მუ­შა­ოს აქ­ტე­ბია. ესე­ნი ჩვენს მიერ არც შე­მოწ­მე­ბუ­ლა. იქ დას­კვნა­ში ეწე­რა, რომ და­ვეყ­რდე­ნით ფა­რუ­ლი სა­მუ­შაო აქ­ტებ­სო. შად­რე­ვა­ნი ჩარ­თუ­ლიც არ მი­ნა­ხავს" - თქვა და­კა­ვე­ბამ­დე ექ­სპერ­ტმა. (თუ­შიშ­ვი­ლი შპს "მშე­ნექ­სპერ­ტის“ ინ­სპექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და)

  • ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე 9 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის პლუ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე და თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვი­ლი.

ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს ედა­ვე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. მას ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვილს, მას ბრა­ლად სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ედე­ბა, რაც სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია შპს „გრინ­სერ­ვის+“-ის საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი - ბ.მ. და შპს „ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - ლ.ჭ. მათ, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. „გრინ­სერ­ვის +“-ის კი­დევ ერთ თა­ნამ­შრო­მელს - დ.კ.-ს კი, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით ედე­ბა ბრა­ლი, რაც ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში წა­ქე­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ასე­ვე, შპს "მშე­ნექ­სპერ­ტის“ დი­რექ­ტო­რი - ნ.ქ. და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ინ­სპექ­ტო­რი - და­ვით თუ­შიშ­ვი­ლი. მათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც გუ­ლის­ხმობს ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბას. ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია 2 კერ­ძო ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბე­ლი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრა­ლი ედე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ან იყო ზერელედ შესრულებული ან განზრახ. ერთი მხარე უბედურებას სულ ელოდებოდა, რომ მერე აქცია-პერფორმანსებით ემოქმედათ და მოქმედებენ კიდეც

tsiko
4

ბუღალტერი თუ ხარ, ტექნიკურ ნაწილს ხელს რატომ აწერ? ცხვირი არ უნდა გამოგაყოფინონ ციხიდან და ,,ექსპერტობა" სიცოცხლის ბოლომდე უნდა აგეკრძალოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ჩვენზე უნდათ შემოტენვა, თუმცა არაფერ შუაში ვართ" - ვრცელდება ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული დავით თუშიშვილის კომენტარი

"ჩვენზე უნდათ შემოტენვა, თუმცა არაფერ შუაში ვართ" - ვრცელდება ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული დავით თუშიშვილის კომენტარი

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე დაკავებული დავით თუშიშვილი ამბობს, რომ რეალურად, ის დამნაშავე არ არის და სურთ "ყველაფერი მათ შეტენონ". მის კომენტარს, რომელიც დაკავებამდე ცოტა ხნით ადრეა ჩაწერილი, "ტვ პირველი" ავრცელებს.

ჩანაწერში თუშიშვილი ამბობს, რომ მას შადრევნის ტექნიკური შემოწმება არ ევალებოდა და ის მხოლოდ ფინანსურ აღრიცხვას ატარებდა

"ჩვენზე უნდათ შემოტენვა, თუმცა რეალურად, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ჩვენ დაგვავალეს ხარჯთაღრიცხვა, წმინდა ბუღალტერია რაც არის. შესრულებული სამუშაოების მოცულობები შეესაბამებოდა თუ არა რეალობას. ფინანსური ნაწილი შემოწმდა ჩვენს მიერ. ისე გამოჰყავთ ამათ საქმე, რომ თითქოს ჩვენ შევამოწმეთ შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა და მაგაზე გავეცით დასკვნა. შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა, სადენები როგორაა დაერთებული, ელექტრო ნაწილი რაც არის, ფარული სამუშაოს აქტებია. ესენი ჩვენს მიერ არც შემოწმებულა. იქ დასკვნაში ეწერა, რომ დავეყრდენით ფარული სამუშაო აქტებსო. შადრევანი ჩართულიც არ მინახავს" - თქვა დაკავებამდე ექსპერტმა. (თუშიშვილი შპს "მშენექსპერტის“ ინსპექტორად მუშაობდა)

  • ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურეობრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დ.კ.-ს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს "მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ნახეთ ასევე: