საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფურცხვანიძემ მერიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტი" - დარღვეული უსაფრთხოების ნორმები და გაყალბებული საბუთი: რა დეტალები ხდება ცნობილი ტრაგედიის საქმეზე?
"ფურცხვანიძემ მერიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტი" - დარღვეული უსაფრთხოების ნორმები და გაყალბებული საბუთი: რა დეტალები ხდება ცნობილი ტრაგედიის საქმეზე?

ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 9 პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე კახა მუ­რა­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და ვაკე- სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 13 ოქ­ტომ­ბერს ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით 9 პირი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­სა და შპს „გრინ­სერ­ვის +“-ს შო­რის გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე შად­რევ­ნი­სა და შად­რევ­ნის კას­კა­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ. 2022 წლის 26 აგ­ვის­ტოს კი, მხა­რე­ებს შო­რის მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა ჩა­ი­ბა­რა შად­რევ­ნებ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ნა­წი­ლი.

ცენ­ტრა­ლურ შად­რე­ვან­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ - გ.ვ.-მ, შპს "გრინ­სერ­ვის +"-ის მე­ნე­ჯერს - ა. მ.-ს სთხო­ვა, რომ შად­რე­ვან­ში მდე­ბა­რე ელექტროძ­რა­ვი­დან გა­მო­მა­ვა­ლი შავი ფე­რის წყლის მი­ლე­ბი შე­ე­ფუ­თათ უჟან­გა­ვი, თეთ­რი ფე­რის კონ­სტრუქ­ცი­ით. ა. მ.-მ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა შპს „გრინ­სერ­ვის +“-ის დი­რექ­ტორს - ლ.ფ.-ს, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ და­ა­ვა­ლა მას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა შე­ეკ­ვე­თათ მა­თი­ვე ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი ფირ­მის - შპს "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლის - ლ. ჭ.-სთვის.

ლ.ჭ.-მ თა­ვის მხრივ სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ა­ვა­ლა კერ­ძო ელექტრო­შემ­დუ­ღებ­ლებს - გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და კონ­ტრო­ლი და­ე­ვა­ლა შპს „გრინ­სერ­ვის +“-ის სა­მუ­შა­ო­თა მწარ­მო­ე­ბელს - ბ. მ.-ს.

2022 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, ელექტრო­შემ­დუ­ღებ­ლებ­მა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბის დროს და­არ­ღვი­ეს უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, კერ­ძოდ: წყლის მი­ლებ­ზე, უჟან­გა­ვი ლი­თო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ის მორ­გე­ბის მიზ­ნით, მოხ­სნეს ელექტროძ­რა­ვის შე­სა­ფუ­თი ლი­თო­ნის ცხა­უ­რი, რომ­ლის კვლავ და­მაგ­რე­ბი­სას, ბე­ტო­ნის ზე­და­პირ­სა და ცხა­ურს შო­რის მო­ა­ყო­ლეს ელექტრო­სა­დე­ნი, რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ან­და სა­დე­ნის იზო­ლა­ცია.

"გრინ­სერ­ვის +"-ის დი­რექ­ტორ­მა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო შე­სა­ბა­მი­სი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე წა­რუდ­გი­ნა მე­რი­ის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურს, ხოლო მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­რე­შე.

თა­ვის მხრივ, „გრინ­სერ­ვის +“-ის ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი ფირ­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა - ლ. ჭ.-მ არ გა­და­ა­მოწ­მა თა­ვის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­შემ­დუ­ღებ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო, ხოლო, „გრინ­სერ­ვის +“ - ის საქ­მე­თა მწარ­მო­ე­ბელ­მა - ბ. მ.-მ არ გა­უ­წია შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტრო­ლი აღ­ნიშ­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

ხსე­ნე­ბულ პირ­თა მიერ თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბის ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მოვ­ლე­ნი­ლი იქ­ნე­ბო­და ელექტრო­სა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტი და თა­ვი­დან იქ­ნე­ბო­და აცი­ლე­ბუ­ლი დამ­დგა­რი შე­დე­გი. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ შპს „გრინ­სერ­ვის +“-მა, თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­თან მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტის გა­ფორ­მე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა შპს "მშე­ნექ­სპერტთან“.შპს "მშე­ნექ­სპერ­ტის“ დი­რექ­ტორ­მა - ნ. ქ.-მ და ინ­სპექ­ტორ­მა - დ.თ.-მ მო­ახ­დი­ნეს ფაქ­ტობ­რი­ვად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბა, რომ­ლის პრო­ექ­ტი მი­ა­წო­დეს შპს "გრინ­სერ­ვის +“-ის თა­ნამ­შრო­მელს - დ. კ.-ს.

  • ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნის ში­ნა­არ­სი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და შპს „გრინ­სერ­ვის +“-ს შო­რის გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბულ სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნებს და თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი არ ჩა­ი­ბა­რებ­და „გრინ­სერ­ვის +“-ის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს, კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა - დ.კ.-მ, მათ ფირ­მას­თან სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, და­ი­ყო­ლია შპს "მშე­ნექ­სპერ­ტის“ დი­რექ­ტო­რი და ინ­სპექ­ტო­რი, რომ დას­კვნა­ში ჩა­ე­წე­რათ, თით­ქოს შე­ის­წავ­ლეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მებ­სა და წე­სებ­თან.

2022 წლის 25 აგ­ვის­ტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შე­ად­გი­ნეს ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი - ინ­სპექ­ტი­რე­ბის ან­გა­რი­ში, რომ­ლის დას­კვნით ნა­წილ­ში ასე­ვე და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მებ­სა და წე­სებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ყალ­ბი დას­კვნა შპს „გრინ­სერ­ვის +“-ის დი­რექ­ტორ­მა - ლ. ფ.-მ წა­რად­გი­ნა თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში, რაც გახ­და მხა­რე­ებს შო­რის მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტის გა­ფორ­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და ვაკე- სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან ამ დრომ­დე, 24-სა­ა­თი­ან უწყვეტ რე­ჟიმ­ში ჩა­ა­ტა­რეს რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, არა­ერ­თხელ გა­მო­კი­თხეს საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბი, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ი­ღეს ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

მი­ღე­ბუ­ლია ტრა­სო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, ხოლო გა­მო­ძი­ე­ბის წი­ნა­შე მდგა­რი სა­კი­თხე­ბის გარ­კვე­ვის მიზ­ნით, და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. 2022 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს, პო­ლი­ცი­ამ ცხრა­ვე პირი თბი­ლის­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, და­კა­ვე­ბუ­ლია თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე - გ.ვ. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას.

და­კა­ვე­ბუ­ლია შპს „გრინ­სერ­ვის+“-ის დი­რექ­ტო­რი - ლ.ფ. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, და­კა­ვე­ბუ­ლია შპს „გრინ­სერ­ვის+“-ის საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი - ბ.მ. და შპს „ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - ლ.ჭ.სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, რაც ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში წა­ქე­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

და­კა­ვე­ბულ იქნა „გრინ­სერ­ვის +“-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი - დ.კ. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბას, და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან შპს "მშე­ნექ­სპერ­ტის“ დი­რექ­ტო­რი - ნ.ქ. და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ინ­სპექ­ტო­რი - დ.თ. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, და­კა­ვე­ბუ­ლია 2 კერ­ძო ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბე­ლი - გ.გ. და ვ. გ.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ფარ­თოვ­დეს ბრალ­დე­ბულ პირ­თა წრე" - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუცა
0

რათ უნდა ამდენი ლაპარაკი ამდენი წერა და თავის მართლება შვილი მოუკალით შვილი 13 წლის ბავშვი რა თავებს იმართლებთ და ერთმანეთს აბრალებთ...რა არ იცოდით ფურცხვანიძე ჯერ კიდევ გამგებლობის დროს ვინ იყო? რატომ მუშაობდა მერიაში და მერიასთან? რატომ მოაგებინა ტენდერი შესყიდვების უფროსმა პაპავამ და მერის მოადგილე ბენდელიან -ბასილიამ? ეხლა რომ დაყვება მერს და საუბრობს ბრძენი სახით....გადააყენეთ გაანთავისუფლეთ სამსახურებიდან ეს კორუფციაში ჩაძირული თანამშრომლები...ბაგა-ბაღების სააგენტოსი არ იყოს...ვინმე თუ დაინტერესებულა ვის ამარჯვებინებს ტენდერს იქაური შესყიდვების უფროსი და საერთოდ მისი კურატორი ფანცულაია? სანამ ბაღებშიც არ დაიხოცებიან (ჯვარი გვწერია) ბავშვები იქამდე ყურები გაქვთ დახუჭული....ერთი სიტყვა არ გვჯერავს თქვენი....

!!!
0

მუნიციპარი ინსპექციიდანაც არიან დ ა ს ა ჭ ე რ ე ბ ი !!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"ფურცხვანიძემ მერიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტი" - დარღვეული უსაფრთხოების ნორმები და გაყალბებული საბუთი: რა დეტალები ხდება ცნობილი ტრაგედიის საქმეზე?

"ფურცხვანიძემ მერიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტი" - დარღვეული უსაფრთხოების ნორმები და გაყალბებული საბუთი: რა დეტალები ხდება ცნობილი ტრაგედიის საქმეზე?

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილმა განაცხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ. 2022 წლის 26 აგვისტოს კი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.

ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - გ.ვ.-მ, შპს "გრინსერვის +"-ის მენეჯერს - ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. ა. მ.-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორს - ლ.ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ დაავალა მას, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - შპს "ნიუ მეტალ დიზაინის" წარმომადგენლის - ლ. ჭ.-სთვის.

ლ.ჭ.-მ თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს - გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა შპს „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელს - ბ. მ.-ს.

2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.

"გრინსერვის +"-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.

თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა - ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის +“ - ის საქმეთა მწარმოებელმა - ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.

ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „გრინსერვის +“-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,მშენექსპერტთან“.შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორმა - ნ. ქ.-მ და ინსპექტორმა - დ.თ.-მ მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს შპს ,,გრინსერვის +“-ის თანამშრომელს - დ. კ.-ს.

  • ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა „გრინსერვის +“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა - დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.

2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.

აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა - ლ. ფ.-მ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გამოძიების დაწყებიდან ამ დრომდე, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ჩაატარეს რამდენიმე ასეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, არაერთხელ გამოკითხეს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია.

მიღებულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო გამოძიების წინაშე მდგარი საკითხების გარკვევის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 2022 წლის 18 ოქტომბერს, პოლიციამ ცხრავე პირი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - გ.ვ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი - ლ.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს.

დაკავებულ იქნა „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი - დ.კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას, დაკავებული არიან შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დ.თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე" - განაცხადეს შსს-ში.

ნახეთ ვიდეო: