ავტორი:

უმაღლესმა რადამ იჩქერიის სუვერენიტეტი აღიარა და ჩეჩნების წინააღმდეგ რუსების მიერ ჩადენილი დანაშაული დაგმო

უმაღლესმა რადამ იჩქერიის სუვერენიტეტი აღიარა და ჩეჩნების წინააღმდეგ რუსების მიერ ჩადენილი დანაშაული დაგმო

უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარა და ჩეჩენი ხალხის გენოციდი დაგმო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, „უკრაინის უმაღლესი რადას განცხადებას ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარებისა და ჩეჩენი ხალხის გენოციდის დაგმობის შესახებ“ 287-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უმაღლესი რადა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წინააღმდეგ პირველი (1994-1996) და მეორე (1999-2009) ომების დროს, ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის პოლიტიკას.

უმაღლესი რადა მოუწოდებს გაერო-ს წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და უზრუნველყონ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.