ვაკის პარკის ტრაგედიას გადარჩენილ ერთ-ერთ ბავშვს, ლაზარე ლობჟანიძეს თბილისის მერი კახი კალაძე ესტუმრა და საჩუქრები გადასცა..
ბიჭუნას კალაძემ ნაკრების მაისური და ბურთი აჩუქა. ფოტოებს ლაზარე "ფეისბუქზე" თვითონვე აქვეყნებს.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში ბავშვები ბურთის ამოსატანად ჩავიდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მარიტა შადრევანში თავისი მეგობრების გადასარჩენად ჩავიდა.
მარიტას გარდა, დაშავებული იყო ორი ბავშვი, რომელთა გადარჩენაც მოხერხდა და ისინი უკვე კლინიკიდან გაწერეს.