სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა ხოფერიას ახალი რჩეული და მე-4 შვილი - ახალგაზრდა ბიზნესმენის წარმატებული საქმიანობა და პირადი ცხოვრება
ბექა ხოფერიას ახალი რჩეული და მე-4 შვილი - ახალგაზრდა ბიზნესმენის წარმატებული საქმიანობა და პირადი ცხოვრება

დღეს უკვე ბიზ­ნეს­მე­ნი ბექა ხო­ფე­რია წლე­ბის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯერ რო­გორც პო­ლი­ტი­კოს ხა­თუ­ნას ხო­ფე­რი­ას ვაჟი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი რო­გორც მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ას მე­უღ­ლე ისე გა­იც­ნო. თიკა და ბექა ჯერ კი­დევ სა­ერ­თო შვი­ლის, ნი­ნას და­ბა­დე­ბამ­დე და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ეს ამ­ბა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვი­თე­ლი პრე­სი­სა და გა­და­ცე­მე­ბის საყ­ვა­რე­ლი თემა იყო...

რამ­დე­ნი­მე წელ­ში ბექა ხო­ფე­რია მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და და მისი რჩე­უ­ლი ინა ოსი­პო­ვა გახ­და. ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში გა­იც­ნეს, მა­შინ ბექა ამ­ბობ­და, რომ იპო­ვა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეძებ­და. ინას და ბე­ქას ორი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა მე­დი­ა­ში ორი წლის წინ გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერ­თმა­ნეთს ისი­ნიც და­შორ­დნენ.

მა­შინ თიკა ჯამ­ბუ­რი­ას "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მომ­წე­რებ­მა კი­თხვე­ბი სწო­რედ ყო­ფი­ლი ქმრის გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე და­უს­ვეს, რაც თი­კა­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

"არ მჯე­რა, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჩემი ყო­ფი­ლი ქმრის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით. და­ი­კი­დეთ, ხალ­ხო. სა­მა­გი­ე­როდ, მე და ინა ვართ ერ­თად“, - და­წე­რა თი­კამ და ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩან­და, რომ ბე­ქას მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ დროს ატა­რებ­და.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა ხო­ფე­რია ამ ცოტა ხნის წინ მე­ო­თხედ გახ­და მამა და სამი გო­გო­ნას შემ­დეგ ვაჟი - გი­ორ­გი ხო­ფე­რია შე­ე­ძი­ნა. ბე­ქას ახა­ლი რჩე­უ­ლი სოფო ქურ­დი­ა­ნია, რომ­ლის "ინ­სტაგ­რა­მის" პრო­ფილ­ზეც ბე­ქას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი მხო­ლოდ ორი ფოტო იძებ­ნე­ბა.

ბექა ხო­ფე­რია დღეს უკვე ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. 2019 წელს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "აპარტ დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ და­ა­ფუძნა. რაც შე­ე­ხე­ბა სოფო ქურ­დი­ანს, ის კომ­პა­ნია Showroom Georgia-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია...

ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნი Forbes Georgia-ს ოქ­ტომ­ბრის თვის ნომ­რის ყდა­ზეც მოხ­ვდა, გა­მო­ცე­მის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი ამ­ბობს, რომ მისი კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­ას გას­ცდა და იმე­დოვ­ნებს, რომ მო­მა­ვალ წელს, უკვე მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.

"ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ვცდი­ლობ­დი. ბევრ სფე­როს შე­ვე­ხე: ფლა­ე­რე­ბიც და­მი­რი­გე­ბია და ეს სულ არ მე­თა­კი­ლე­ბა. რად­გან ვთვლი, რომ სა­ნამ მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ახ­ვალ, სა­ჭი­როა ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ცა­დო - გა­ჭირ­ვე­ბაც, სი­ცი­ვეც, ფი­ზი­კუ­რი შრო­მაც... ფული მხო­ლოდ შრო­მით იშო­ვე­ბა", - ამ­ბობს ბექა ხო­ფე­რია გა­მო­ცე­მას­თან..

ის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არ სა­უბ­რობს. მე­დი­ას­თან არა­სო­დეს და­უ­დას­ტუ­რე­ბია მე­ო­რე ცოლ­თან და­შო­რე­ბის ამ­ბა­ვი, უფრო მე­ტიც, ორი თვის წინ, ბე­ქას დე­დამ ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხუ­რი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ინა ოსი­პო­ვას და­ბა­დე­ბის დღეს მი­უ­ლო­ცა.

"გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს! იხა­რე და იბედ­ნი­ე­რე! ულა­მა­ზე­სი გო­გო­ე­ბის ულა­მა­ზე­სი და ღირ­სე­უ­ლი დედა ხარ! მიყ­ვარ­ხარ და მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის“, – წერს ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უცნობი
0

გეგე სულხანიშვილს არ ჩამორჩე. კომუნიზმში ვართ

რა 21 საუკუნე ?????
10

ბექასთვის მესამე და იმ გოგოსთვის ?????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ბექა ხოფერიას ახალი რჩეული და მე-4 შვილი - ახალგაზრდა ბიზნესმენის წარმატებული საქმიანობა და პირადი ცხოვრება

ბექა ხოფერიას ახალი რჩეული და მე-4 შვილი - ახალგაზრდა ბიზნესმენის წარმატებული საქმიანობა და პირადი ცხოვრება

დღეს უკვე ბიზნესმენი ბექა ხოფერია წლების წინ, საზოგადოებამ ჯერ როგორც პოლიტიკოს ხათუნას ხოფერიას ვაჟი, მოგვიანებით კი როგორც მომღერალ თიკა ჯამბურიას მეუღლე ისე გაიცნო. თიკა და ბექა ჯერ კიდევ საერთო შვილის, ნინას დაბადებამდე დაშორდნენ ერთმანეთს. ეს ამბავი წლების განმავლობაში ყვითელი პრესისა და გადაცემების საყვარელი თემა იყო...

რამდენიმე წელში ბექა ხოფერია მეორედ დაქორწინდა და მისი რჩეული ინა ოსიპოვა გახდა. ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს, მაშინ ბექა ამბობდა, რომ იპოვა ის ადამიანი, ვისაც ეძებდა. ინას და ბექას ორი გოგონა შეეძინათ, თუმცა მედიაში ორი წლის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ერთმანეთს ისინიც დაშორდნენ.

მაშინ თიკა ჯამბურიას "ინსტაგრამზე" გამომწერებმა კითხვები სწორედ ყოფილი ქმრის განქორწინებაზე დაუსვეს, რაც თიკამაც დაადასტურა.

"არ მჯერა, რომ ამდენი ადამიანია დაინტერესებული ჩემი ყოფილი ქმრის პირადი ცხოვრებით. დაიკიდეთ, ხალხო. სამაგიეროდ, მე და ინა ვართ ერთად“, - დაწერა თიკამ და ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანდა, რომ ბექას მეორე მეუღლესთან არაჩვეულებრივ დროს ატარებდა.

ჩვენი ინფორმაციით, ბექა ხოფერია ამ ცოტა ხნის წინ მეოთხედ გახდა მამა და სამი გოგონას შემდეგ ვაჟი - გიორგი ხოფერია შეეძინა. ბექას ახალი რჩეული სოფო ქურდიანია, რომლის "ინსტაგრამის" პროფილზეც ბექასთან ერთად გადაღებული მხოლოდ ორი ფოტო იძებნება.

ბექა ხოფერია დღეს უკვე ცნობილი ბიზნესმენია. 2019 წელს სამშენებლო კომპანია "აპარტ დეველოპმენტი“ დააფუძნა. რაც შეეხება სოფო ქურდიანს, ის კომპანია Showroom Georgia-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია...

ახალგაზრდა ბიზნესმენი Forbes Georgia-ს ოქტომბრის თვის ნომრის ყდაზეც მოხვდა, გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კი ამბობს, რომ მისი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები მესამე კატეგორიას გასცდა და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს, უკვე მეორე კატეგორიაში გადაინაცვლებს.

"ფინანსურ დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდან ვცდილობდი. ბევრ სფეროს შევეხე: ფლაერებიც დამირიგებია და ეს სულ არ მეთაკილება. რადგან ვთვლი, რომ სანამ მაღალ საფეხურზე ახვალ, საჭიროა ყველაფერი გამოცადო - გაჭირვებაც, სიცივეც, ფიზიკური შრომაც... ფული მხოლოდ შრომით იშოვება", - ამბობს ბექა ხოფერია გამოცემასთან..

ის პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. მედიასთან არასოდეს დაუდასტურებია მეორე ცოლთან დაშორების ამბავი, უფრო მეტიც, ორი თვის წინ, ბექას დედამ ხათუნა ხოფერიამ სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა და ინა ოსიპოვას დაბადების დღეს მიულოცა.

"გილოცავ დაბადების დღეს! იხარე და იბედნიერე! ულამაზესი გოგოების ულამაზესი და ღირსეული დედა ხარ! მიყვარხარ და მადლობა ყველაფრისთვის“, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.