ავტორი:

დავით ზილფიმიანმა პარტია "ევროპელი სოციალისტები“ დატოვა

დავით ზილფიმიანმა პარტია "ევროპელი სოციალისტები“ დატოვა

დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარტია "ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. როგორც მან აღნიშნა, ამის მიზეზია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვა და არა რაიმე სახის კონფლიქტი.

"ჩემი "ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა, განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით.

ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, - წერს ზილფიმიანი "ფეისბუქში“.