ავტორი:

"შეიძლება რომელიმე დღე უკანასკნელი აღმოჩნდეს, არ გვინდოდა გადადება" - უკრაინელი "ჟანა დარკის" ქორწილი ხარკოვის ტყეში: ომში დაწყებული სიყვარულის ამბავი (ფოტოები)

"შეიძლება რომელიმე დღე უკანასკნელი აღმოჩნდეს, არ გვინდოდა გადადება" - უკრაინელი "ჟანა დარკის" ქორწილი ხარკოვის ტყეში: ომში დაწყებული სიყვარულის ამბავი (ფოტოები)

უკრაინელი სნაიპერი ქალი, ევგენია ემერალდი, რომელსაც უკრაინელ "ჟანა დარკს“ უწოდებენ, დაქორწინდა. ევგენიამ თავისი მეუღლე რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდში გაიცნო, ნიშნობა აგვისტოში ჰქონდათ. 31 წლის სნაიპერი და მისი სამხედრო კოლეგა, ევგენი სტიპანიუკი ომის წინა ხაზზე დაქორწინდნენ. ცერემონია ერთ-ერთმა უკრაინელმა გენერალმა ხარკოვის ტყეში ჩაატარა.

  • "ვხვდებით, რომ რომელიმე დღე შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს, ამიტომ არ გვინდა გადადება“, - დაწერა ემერალდმა "ინსტაგრამზე."

ეს დღე წყვილისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქორწილის თარიღი "უკრაინის დამცველების დღეს“ დაემთხვა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ემერალდს გრძელი თეთრი საქორწინო კაბა, მის მეუღლეს კი სამხედრო ფორმა აცვია. სიძეს ხელში იარაღი უჭირავს, ქალს კი ხორბლის თავთავების თაიგული. ევგენიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "უფრო იდეალურ ქორწილს ვერც კი წარმოიდგენდა."

"ეს განსაკუთრებული დღეა. მინდა ყველა დამცველს მივულოცო. დიდება გმირებს! ასევე ვულოცავ ჩემს საყვარელ ადამიანს, იმიტომ, რომ დღეს მისი დაბადების დღეცაა. ნამდილად არ დაავიწყდება ქორწილის თარიღი“.

ომამდე ემერალდი სამკაულების ბიზნესით იყო დაკავებული, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თავდაცვით ძალებს შეუერთდა და მოგვიანებით, Safari-ს სპეცრაზმის წევრიც გახდა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა