მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილებისგან თანამედროვე სამყაროზე ბევრ რამეს ვსწავლობ..." - რატი ამაღლობელის ცხოვრების მთავარი ამბები: პატრიარქი დიდი ბაბუა, ბავშვობა და გადარჩენის გზა
"შვილებისგან თანამედროვე სამყაროზე ბევრ რამეს ვსწავლობ..." - რატი ამაღლობელის ცხოვრების მთავარი ამბები: პატრიარქი დიდი ბაბუა, ბავშვობა და გადარჩენის გზა

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პო­ე­ტია, რომ­ლის ლექ­სე­ბიც თა­ვი­დან­ვე დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ი­ღეს, აღი­ა­რეს. ფი­ლო­სო­ფო­სია, თუმ­ცა ამ სფე­რო­ში არას­დროს უმუ­შა­ვია. ამ­ბობს, რომ პო­ე­ზია მის­თვის მხო­ლოდ გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის და მას სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც აქვს.

პო­ე­ტი რატი ამაღ­ლო­ბე­ლი ამ­ჯე­რად ჩვე­ნი რუბ­რი­კის "ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი“ სტუ­მა­რია და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ ამ­ბებს გვიყ­ვე­ბა:

  • ბავ­შვო­ბა

- ბავ­შვო­ბა­ში დარ­ჩნენ ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს აღარ არი­ან... გა­ლა­კტი­ო­ნი რომ ამ­ბობს - "წი­ნა­პარ­თა­გან წა­ვი­და ყვე­ლა, სხვა ხალ­ხის ის­მის აქ ჟრი­ა­მუ­ლი“... ზუს­ტად ასეა... ბავ­შვო­ბა­სა და აწ­მყოს შო­რის იმ­ხე­ლა სხვა­ო­ბაა, ეს ორი სხვა­დას­ხვა ცხოვ­რე­ბაა... ეს ხალ­ხი კი - ბე­ბი­ე­ბი, ბა­ბუ­ე­ბი, მშობ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ნელ-ნელა შე­მოგ­ვე­ფან­ტე­ბი­ან ხოლ­მე და შემ­დგომ ადა­მი­ანს ყვე­ლა­ზე მე­ტად გაკ­ლია. ბავ­შვო­ბა ამ ადა­მი­ა­ნებს აერ­თი­ა­ნებს...

პა­ტა­რა რატი დე­დას­თან ერ­თად

ადა­მი­ა­ნე­ბი პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე გა­რე­მომ­ცვე­ლი სამ­ყა­როს სარ­კე ვართ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მის გა­რე­შე რა­ი­მე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. უფ­რო­სე­ბის­გან სა­მახ­სოვ­რო ფრა­ზა ყო­ფა­ში ალ­ბათ ბევ­რი იყო და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვიც... მკა­ფი­ოდ მახ­სოვს, მა­გა­ლი­თად, ასე­თი ის­ტო­რია, ბა­ბუ­ას არ ჰქონ­და ქარ­თუ­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დია და დიდი საბ­ჭო­თა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ით სარ­გებ­ლობ­და. ცალ-ცალ­კე ვცხოვ­რობ­დით. ამი­ტომ ტე­ლე­ფონ­ზე მი­რე­კავ­და, აინ­ტე­რე­სებ­და ქარ­თულ საბ­ჭო­თა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში სხვა­დას­ხვა ცნე­ბა, ადა­მი­ა­ნი, მოვ­ლე­ნა, რო­გორ იყო ასა­ხუ­ლი, რა­საც მერე ერ­თმა­ნეთს ადა­რებ­და. ეს იყო 80-იანი წლე­ბი... ენ­ციკ­ლო­პე­დია ჩვენ­თან თა­რო­ზე მაღ­ლა იდო, ვერ ვწვდე­ბო­დი, სკა­მი უნდა მი­მედ­გა, რომ გად­მო­მე­ღო. დროს მაძ­ლევ­და, ყვე­ლა­ფე­რი ამომ­წუ­რა­ვად მე­ნა­ხა. რა­ღაც­ნა­ი­რად ასე მას­წავ­ლი­და... ახლა როცა ლექ­სი­კონს ან ენ­ციკ­ლო­პე­დი­ას გა­დავ­შლი და რა­ღა­ცას ვე­ძებ, ბა­ბუ­ა­ჩე­მი მახ­სენ­დე­ბა...

  • როცა დიდი ბა­ბუა პატ­რი­არ­ქია...

- რაც თავი მახ­სოვს, ჩვენ­თან სახ­ლში, მნიშ­ვნე­ლო­ვან კუ­თხე­ში სულ იყო გა­მო­ფე­ნი­ლი ძა­ლი­ან სათ­ნო კა­ცის ერთი ფოტო (ბუ­ნებ­რი­ვია, ახ­ლაც არის). ეს იყო ჩემი დიდი ბა­ბუა (დე­დის მხრი­დან) კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე... ვერ ვი­ტყვი, რომ რა­ი­მე ტი­პის ეკ­ლე­სი­უ­რი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით. უბ­რა­ლოდ, საბ­ჭო­თა დროს რე­ლი­გი­ურ რი­ტუ­ა­ლებს ვი­ცავ­დით. ჩვენ­თვის შობა, აღ­დგო­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი იყო. ეკ­ლე­სი­ა­ში მა­შინ დავ­დი­ო­დით, როცა იქ თით­ქმის არა­ვინ და­დი­ო­და (ბავ­შვო­ბა­ში არ მი­ნა­ხავს გა­დავ­სე­ბუ­ლი ტაძ­რე­ბი). ეს რა­ღაც ტრა­დი­ცი­ის, კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი იყო და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­ლის­ტრა­ტეს უკავ­შირ­დე­ბო­და...

კა­ლის­ტარ­ტე ცინ­ცა­ძე ოჯახ­თან ერ­თად

სა­ნამ ეპის­კო­პო­სი გახ­დე­ბო­და, მა­ნამ­დე, ცხა­დია, ჰყავ­და მე­უღ­ლე და ეს იყო გერ­მა­ნე­ლი ქალი ოტი­ლია ტო­მა­სი. კა­ლის­ტრა­ტემ ის რი­გა­ში გა­იც­ნო, 6 შვი­ლი ჰყავ­დათ. ოჯა­ხი გერ­მა­ნუ­ლი გახ­ლდათ, იქ ყვე­ლა­ფე­რი ქა­ლის გარ­შე­მო იყო. მათ ყო­ფა­ში დის­ციპ­ლი­ნა, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა, გერ­მა­ნუ­ლი ატ­მოს­ფე­რო იგ­რძნობ­და. ამ ტრა­დი­ცი­ამ დე­და­ჩე­მამ­დეც კი მო­აღ­წია. დედა და ბე­ბია ერ­თმა­ნეთ­ში რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე გერ­მა­ნუ­ლად ლა­პა­რა­კობ­დნენ, მა­მა­ჩემს ეს სა­უ­ბა­რი არ ეს­მო­და...

ამ­დე­ნად, რე­ლი­გი­უ­რო­ბა ოჯა­ხის ტრა­დი­ცია იყო, ოღონდ, გერ­მა­ნუ­ლი ფორ­მით. ჩემ­თვის ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა ფი­ლო­სო­ფია... ენათ­მეც­ნი­ე­რი, ის­ტო­რი­კო­სი კა­ლის­ტრა­ტე, ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის პე­რი­ოდს იკ­ვლევ­და. არა­ერ­თი კვლე­ვა მი­უ­ძღვნა "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს“ და და­ამ­ტკი­ცა მისი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, ნე­ოპ­ლა­ტო­ნუ­რი სული. ის ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას­თან და კი­რი­ონ სა­ძაგ­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის დო­კუ­მენ­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შემ­ქმნე­ლი იყო. ხან­და­ხან მას წარ­მო­ად­გე­ნენ, რო­გორც საბ­ჭო­თა სის­ტე­მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ადა­მი­ანს. არა­და, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ სამი წე­ლი­წა­დი მე­ტე­ხის ცი­ხე­ში ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას­თან ერ­თად იჯდა, სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის ფაქ­ტმა მის მხრებ­ზე გა­და­ი­ა­რა. ამი­ტომ ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვია, რად­გა­ნაც კა­ლის­ტრა­ტე რუ­სუ­ლი სუ­ლის გამ­ძე­ვე­ბე­ლი იყო. რუ­სი­ფი­კა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და. იმ რუ­სე­თის, რო­მე­ლიც კი­რით ღე­ბავ­და ფრეს­კებს, ახ­შობ­და ქარ­თულ წირ­ვა-ლოც­ვას, კრძა­ლავ­და ქარ­თულ გა­ლო­ბას, - სა­მი­ვე ფრონტზე ძა­ლი­ან მაგ­რად იბ­რძო­და. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას მსოფ­ლიო ეკ­ლე­სი­ა­თა სა­პა­ტიო რიგ­ში თა­ვი­სი ად­გი­ლი და­უბ­რუ­ნა...

კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე და რა­ტის ბე­ბია 4 წლის ასაკ­ში,1928 წელი, ქაშ­ვე­თის ეზო

თუმ­ცა ის, რომ კა­ლის­ტრა­ტე დიდი კაცი იყო, ეს ვი­ღა­ცის­თვის დი­ვი­დენ­დი არ არის, იმი­ტომ, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ­სე­ბობს აწ­მყო­ში, ახლა და ამ წუ­თას. ის, რომ ადა­მი­ანს ბა­ბუა კარ­გი ჰყავ­და, ეს არა­ფერს ნიშ­ნავს... ახლა ვი­ღაც ვი­ღა­ცას ბიზ­ნეს ან სა­არ­ჩევ­ნო სიას უკურ­თხებს, შე­სა­წირს გა­ა­კე­თებს და ეს ქრის­ტი­ა­ნო­ბა ჰგო­ნი­ათ...

თა­ვი­დან ქა­შუ­ეთ­ში დე­კა­ნო­ზი იყო და სამ­თა­ვი­სის ტაძ­რის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, კა­ლის­ტრა­ტეს აშე­ნე­ბუ­ლია ქა­შუ­ე­თის ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც ლადო გუ­დი­აშ­ვილ­მა მო­ხა­ტა... ერთი ასე­თი ჩვე­ვა ჰქონ­და - მა­შინ რა შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და ეკ­ლე­სი­ას, დღე­ში რამ­დე­ნი­მე ხურ­და. კა­ლის­ტრა­ტე ძვე­ლი კაცი იყო, იმ ვერ­ცხლის ფულს გა­მო­ხარ­შავ­და და დი­ლას, ცის­კრის ლოც­ვე­ბის შემ­დეგ, თა­ვი­სი ხე­ლით, რუს­თა­ველ­ზე მო­წყა­ლე­ბას გას­ცემ­და. ასე­თი იყო მისი დილა...

...1937 წელს, აღ­დგო­მას მას­თან ტა­ძარ­ში 2 ადა­მი­ა­ნი იდგა. ამას ჩა­ნა­წე­რებ­შიც იხ­სე­ნებს. იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ერთი - 82 წლის ქალ­ბა­ტო­ნი და­ი­ჭი­რეს, გა­და­სახ­ლე­ბა მი­უ­სა­ჯეს, მა­ტა­რე­ბელ­ში ჩას­ვეს, მაგ­რამ გზა­ში გა­ი­ყი­ნა და გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ო­რე - მა­მა­კა­ცი კი დახ­ვრი­ტეს...

  • უბა­ნი და გა­რე­მო...

- ეს იყო იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, დები იშხნე­ლე­ბის პა­ტა­რა ქუჩა. დიდი ეზო გვქონ­და, სა­დაც იყო ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, მხი­ა­რუ­ლე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი... 13-14 წლის რომ გავ­ხდი, ქვე­ყა­ნა აი­რია და იმ­ჟა­მინ­დელ თბი­ლის­ში აგ­რე­სი­უ­ლი, მჩაგ­ვრე­ლი ტი­პის სახე, ცოტა ჩახ­რინ­წუ­ლი ხმით, იდე­ა­ლი გახ­და. ამ სახე-ხატს ბი­ჭე­ბი ისე ირ­გებ­დნენ, რო­გორც უფორ­მო, უშნო ტან­საც­მელს. ზოგს სა­ერ­თოდ არ ერ­გე­ბო­და, მაგ­რამ ჩაც­მას მა­ინც ცდი­ლობ­და... ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად უნდა ელა­პა­რა­კა, სცმო­და, ერ­თნა­ი­რად შე­ე­გი­ნე­ბი­ნა, გა­და­ე­ფურ­თხე­ბი­ნა... ეს იყო სა­ზა­რე­ლი ვი­თა­რე­ბა... კარ­გი ხალ­ხი, კარ­გი ბავ­შვე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი ამ რო­ლის მორ­გე­ბა­ში და­ი­ხოც­ნენ, წა­მალ­ში გა­ი­პარ­ნენ... ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო უბ­ნის ამ ბი­ჭე­ბის მო­მავ­ლის ყუ­რე­ბა... მათ­გან ძა­ლი­ან ცოტა გა­დარ­ჩა.

ჩემ­ში ეს არა­ნა­ირ რო­მან­ტიზმს არ აჩენ­და. ამა­ზე უა­რის თქმა იყო სწო­რედ ვაჟ­კა­ცო­ბა, ხოლო თუ ისე მო­იქ­ცე­ო­დი, ჩა­ი­ცუცქებ­დი, ჩა­იც­ვამ­დი, შე­ი­გი­ნებ­დი, იოლი გზა იყო. უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან არ ყოფ­ნას, წიგ­ნე­ბის კი­თხვას და მუ­სი­კის მოს­მე­ნას ბევ­რად მეტი ძალა სჭირ­დე­ბო­და. ასე რომ, ბევ­რის­თვის ამ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ად­ვი­ლი არ იყო... ქუ­ჩის ცხოვ­რე­ბა ჩემ­თვის დიდი ცდუ­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა.

  • "სკო­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და“

- მე-6 გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. გა­მი­მარ­თლა, რომ იქ ვსწავ­ლობ­დი... სკო­ლა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­გო­ნე­ბაა. სა­მე­გობ­როს მიერ და­არ­სე­ბუ­ლი სკო­ლა იყო და ჩვე­ნი­ვე მშობ­ლე­ბი გვას­წავ­ლიდ­ნენ. რო­დე­საც მშო­ბე­ლი შვი­ლის მო­მა­ვალს არ არის მო­წყვე­ტი­ლი, შე­დე­გი ყო­ველ­თვის კარ­გია. მშობ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შვი­ლის აღ­ზრდა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... მოკ­ლედ, ბევ­რი მშო­ბე­ლი, რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, ჩვენ­თან დიდ ენერ­გი­ას ხარ­ჯავ­და. ბევ­რი კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და. და­წყე­ბით კლა­სებ­ში გვან­ცა ჩხენ­კე­ლი მას­წავ­ლი­და, რუ­სულს მისი დედა ლილი (ლილი ფი­ო­დო­როვ­ნა) გო­გუა. ის თა­მაზ ჩხენ­კე­ლის მე­უღ­ლე გახ­ლდათ. პო­ე­ზია რომ შე­მიყ­ვარ­და, დე­და­ჩემ­თან ერ­თად, ეს მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. გვა­კი­თხებ­დნენ არა სკო­ლის პროგ­რა­მი­დან, არა­მედ იმ პო­ე­ტე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას, რაც მათ­თან სახ­ლში იკი­თხე­ბო­და, რაც ქალ­ბა­ტონ ლი­ლის, ბა­ტონ თა­მაზ ჩხენ­კელს უყ­ვარ­დათ... გერ­მა­ნულს და­სა­წყის­ში ხა­თუ­ნა კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი მას­წავ­ლი­და... იქაც გო­ე­თე, ში­ლე­რი... ასე რომ, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და პო­ე­ზი­ის სიყ­ვა­რუ­ლი სკო­ლი­დან წა­მო­ვი­და...

რატი ამ­ღლო­ბე­ლი და ლაშა ბუ­ღა­ძე

  • უნი­ვერ­სი­ტე­ტი

- უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც მე­გო­ნა, იგი­ვე იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ იქ დაშ­ტამ­პუ­ლი, უსი­ცო­ცხლო, მკვდა­რი რე­ა­ლო­ბა დამ­ხვდა. ლექ­ტო­რებ­საც არაფ­რის თავი ჰქონ­დათ. 90-იანი წლე­ბი იყო და ჩემ­თვის მთა­ში სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე. ფაქ­ტობ­რი­ვად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არც დავ­დი­ო­დი, სამ­ჯერ გა­მო­მაგ­დეს... მოკ­ლედ, სახ­ლში ვი­ჯე­ქი, ვკი­თხუ­ლობ­დი და მთა­ში ვხე­ტი­ა­ლობ­დი... შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სკო­ლის მერე, თუ რამ ცოდ­ნა შე­ვი­ძი­ნე, მხო­ლოდ ჩე­მით.

  • ფი­ლო­სო­ფი­ის კუ­ლი­სე­ბი

- რა­ტომ ფი­ლო­სო­ფია და არა ლი­ტე­რა­ტუ­რა? ლი­ტე­რა­ტუ­რას ისე­დაც ვკი­თხუ­ლობ­დი. მე ის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რაც ლი­ტე­რა­ტუ­რის მიღ­მა იყო, რო­გორც აზ­როვ­ნე­ბის სფე­რო... აზ­როვ­ნე­ბის ის­ტო­რია მიყ­ვარ­და, მი­ზი­დავ­და. ამით ლი­ტე­რა­ტუ­რას არა­ფე­რი დაჰკლე­ბია, რომ ფი­ლო­სო­ფი­ის კუ­ლი­სე­ბის­კენ გა­ვი­ხე­დე. ფი­ლო­სო­ფია რაც არ უნდა პო­ე­ზი­ის­გან შორს იყოს, მა­ინც აი­რეკ­ლე­ბა აზ­როვ­ნე­ბის წეს­ზე, საგ­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც ფი­ლო­სო­ფოსს არ მი­მუ­შა­ვია, ეს მა­ინც სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

  • პო­ე­ზია, პირ­ვე­ლი ტაში და აღი­ა­რე­ბა...

- დე­და­ჩე­მი გერ­მა­ნის­ტი იყო, ლი­ტე­რა­ტო­რი. პო­ე­ზია უყ­ვარ­და. ამი­ტომ, რა­საც დავ­წერ­დი, ჩემი პირ­ვე­ლი მკი­თხვე­ლი გახ­ლდათ. 1995 წელს "არილ­ში“ და­მი­ბეჭ­დეს ლექ­სე­ბი, ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში... სამ­სა­ხურ­ში ჩემს ძმას ქსე­რო­ქ­სი ჰქონ­და და იმ გვერ­დე­ბის რამ­დე­ნი­მე ასლი გა­და­ი­ღო... ახლა ვხდე­ბი, რომ სახ­ლში მა­ინც კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ. მა­მა­ჩემს უხა­რო­და, ბე­ბოც ცო­ცხა­ლი იყო და ბედ­ნი­ე­რი იყო...

  • პო­ე­ზია, რო­გორც მკურ­ნა­ლი

- ზო­გა­დად პო­ე­ზია შე­იძ­ლე­ბა იყოს რა­ღაც სწო­რად მო­წო­დე­ბუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა - რა­ღა­ცის გა­გე­ბის, მკურ­ნა­ლო­ბის, სხვი­სი მკურ­ნა­ლო­ბის, თვით­მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. სხვის პო­ე­ზი­ას ჩემ­ზე თე­რა­პი­უ­ლი ეფექ­ტი ჰქო­ნია. ამი­ტომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ თვით­გა­მო­ხატ­ვა არ არის. ცოტა უფრო წინ რომ წა­ვი­დეთ და მას­ში ხე­ლოვ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი და­ვი­ნა­ხოთ, შე­იძ­ლე­ბა ის ფუნ­ქცი­უ­რიც იყოს... ნამ­დვი­ლი პო­ე­ზია ადა­მი­ა­ნის ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სუ­ლი­ე­რი სა­ა­თია, რო­მე­ლიც გე­უბ­ნე­ბა, რა ხდე­ბა სამ­ყა­რო­ში.

  • ჩემი ოჯა­ხი

- მყავს მე­უღ­ლე და 2 შვი­ლი, დაჩი ამაღ­ლო­ბე­ლი 18 წლის არის, წელს სტუ­დენ­ტი გახ­და. და­დაშ ამაღ­ლო­ბე­ლი 12 წლი­საა და სკო­ლის მო­წა­ფე გახ­ლავთ. მე­უღ­ლე ლელა ცის­კა­რიშ­ვი­ლი ფსი­ქო­ლო­გია. ოჯა­ხი 2004 წელს შევ­ქმე­ნით... შვი­ლებ­თან ვმე­გობ­რობ, თა­ნა­ტო­ლე­ბი­ვით ვართ, რა ვიცი, შე­იძ­ლე­ბა, ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გაქ­ცე­ვაც იყოს.

დაჩი

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გან­ცდა არ მაქვს უფ­როს­თან და არც უმ­ცროს­თან ვუფ­რო­სობ დი­დად. დაჩი რომ და­ი­ბა­და, 25 წლის ვი­ყა­ვი. სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, შვი­ლე­ბის­გან თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს შე­სა­ხებ ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ. ბევ­რად მეტი იცი­ან, მეტს იძ­ლე­ვი­ან, ვიდ­რე მე ვაძ­ლევ მათ ამ თვალ­საზ­რი­სით... უფ­რო­სი ლექ­სე­ბით ცო­ტას ერ­თო­ბა, უმ­ცროსს უფრო მუ­სი­კა იზი­დავს. თა­ვის თავს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ეძებს...

და­და­ში

მინ­და, მხო­ლოდ თა­ვი­ან­თი ნი­ჭით მო­ი­პო­ვონ სამ­ყა­რო­ში თა­ვი­სი ად­გი­ლი, მათ­თვის ზედ­მე­ტი არა­ფე­რი მსურს. უნი­ჭო ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს. რისი ნი­ჭიც ექ­ნე­ბათ, იმით იცხოვ­რონ. ჩა­წყო­ბით, ნა­თე­სა­ო­ბით და მე­გობ­რო­ბით არ მინ­და, ფონს გა­ვიდ­ნენ. არ მინ­და, სხვი­სი ად­გი­ლი ჩემ­მა შვილ­მა და­ი­კა­ვოს, - ასე­თი კო­რუფ­ცი­ა­ში ჩაფ­ლუ­ლი და ქრთა­მით სავ­სე სა­ქარ­თვე­ლო არ მინ­და, მას მო­მა­ვა­ლი არ აქვს. ჩემ­მა შვი­ლებ­მაც და ნე­ბის­მი­ერ­მა სხვა ადა­მი­ან­მაც სა­კუ­თა­რი ნი­ჭით უნდა იცხოვ­რონ. მე­ეჭ­ვე­ბა, ახ­ლან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია ამის იმედს გვაძ­ლევ­დეს... მრცხვე­ნია, ასე რომ დავ­შორ­დით ევ­რო­პულ თა­ნა­მე­გობ­რო­ბას. მძი­მე ზა­ფხუ­ლი გვქონ­და... იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­იც­ვლე­ბა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა წყალს მი­ე­ცე­მა, რო­გორც ცუდი სიზ­მა­რი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sofo
9

ასეთი მოაზროვნე ადამიანები აკლია დღევანდელობას სამწუხაროდ..... 

CNN
3

სირცხვილია!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"შვილებისგან თანამედროვე სამყაროზე ბევრ რამეს ვსწავლობ..." - რატი ამაღლობელის ცხოვრების მთავარი ამბები: პატრიარქი დიდი ბაბუა, ბავშვობა და გადარჩენის გზა

"შვილებისგან თანამედროვე სამყაროზე ბევრ რამეს ვსწავლობ..." - რატი ამაღლობელის ცხოვრების მთავარი ამბები: პატრიარქი დიდი ბაბუა, ბავშვობა და გადარჩენის გზა

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტია, რომლის ლექსებიც თავიდანვე დიდი სიყვარულით მიიღეს, აღიარეს. ფილოსოფოსია, თუმცა ამ სფეროში არასდროს უმუშავია. ამბობს, რომ პოეზია მისთვის მხოლოდ გამოხატვის საშუალება არ არის და მას სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.

პოეტი რატი ამაღლობელი ამჯერად ჩვენი რუბრიკის "ჩემი ცხოვრების მთავარი ამბები“ სტუმარია და თავისი ცხოვრების მთავარ ამბებს გვიყვება:

  • ბავშვობა

- ბავშვობაში დარჩნენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, რომლებიც დღეს აღარ არიან... გალაკტიონი რომ ამბობს - "წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“... ზუსტად ასეა... ბავშვობასა და აწმყოს შორის იმხელა სხვაობაა, ეს ორი სხვადასხვა ცხოვრებაა... ეს ხალხი კი - ბებიები, ბაბუები, მშობლები არიან, რომლებიც ნელ-ნელა შემოგვეფანტებიან ხოლმე და შემდგომ ადამიანს ყველაზე მეტად გაკლია. ბავშვობა ამ ადამიანებს აერთიანებს...

პატარა რატი დედასთან ერთად

ადამიანები პატარაობიდანვე გარემომცველი სამყაროს სარკე ვართ. წარმოუდგენელია, მის გარეშე რაიმე ინდივიდუალური ნაბიჯების გადადგმა. უფროსებისგან სამახსოვრო ფრაზა ყოფაში ალბათ ბევრი იყო და მათთან დაკავშირებული ამბავიც... მკაფიოდ მახსოვს, მაგალითად, ასეთი ისტორია, ბაბუას არ ჰქონდა ქართული ენციკლოპედია და დიდი საბჭოთა ენციკლოპედიით სარგებლობდა. ცალ-ცალკე ვცხოვრობდით. ამიტომ ტელეფონზე მირეკავდა, აინტერესებდა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში სხვადასხვა ცნება, ადამიანი, მოვლენა, როგორ იყო ასახული, რასაც მერე ერთმანეთს ადარებდა. ეს იყო 80-იანი წლები... ენციკლოპედია ჩვენთან თაროზე მაღლა იდო, ვერ ვწვდებოდი, სკამი უნდა მიმედგა, რომ გადმომეღო. დროს მაძლევდა, ყველაფერი ამომწურავად მენახა. რაღაცნაირად ასე მასწავლიდა... ახლა როცა ლექსიკონს ან ენციკლოპედიას გადავშლი და რაღაცას ვეძებ, ბაბუაჩემი მახსენდება...

  • როცა დიდი ბაბუა პატრიარქია...

- რაც თავი მახსოვს, ჩვენთან სახლში, მნიშვნელოვან კუთხეში სულ იყო გამოფენილი ძალიან სათნო კაცის ერთი ფოტო (ბუნებრივია, ახლაც არის). ეს იყო ჩემი დიდი ბაბუა (დედის მხრიდან) კალისტრატე ცინცაძე... ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ტიპის ეკლესიური ოჯახი ვიყავით. უბრალოდ, საბჭოთა დროს რელიგიურ რიტუალებს ვიცავდით. ჩვენთვის შობა, აღდგომა მნიშვნელოვანი დღესასწაულები იყო. ეკლესიაში მაშინ დავდიოდით, როცა იქ თითქმის არავინ დადიოდა (ბავშვობაში არ მინახავს გადავსებული ტაძრები). ეს რაღაც ტრადიციის, კულტურის ნაწილი იყო და ბუნებრივია, ეს ყველაფერი კალისტრატეს უკავშირდებოდა...

კალისტარტე ცინცაძე ოჯახთან ერთად

სანამ ეპისკოპოსი გახდებოდა, მანამდე, ცხადია, ჰყავდა მეუღლე და ეს იყო გერმანელი ქალი ოტილია ტომასი. კალისტრატემ ის რიგაში გაიცნო, 6 შვილი ჰყავდათ. ოჯახი გერმანული გახლდათ, იქ ყველაფერი ქალის გარშემო იყო. მათ ყოფაში დისციპლინა, მოწესრიგებულობა, გერმანული ატმოსფერო იგრძნობდა. ამ ტრადიციამ დედაჩემამდეც კი მოაღწია. დედა და ბებია ერთმანეთში რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე გერმანულად ლაპარაკობდნენ, მამაჩემს ეს საუბარი არ ესმოდა...

ამდენად, რელიგიურობა ოჯახის ტრადიცია იყო, ოღონდ, გერმანული ფორმით. ჩემთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა ფილოსოფია... ენათმეცნიერი, ისტორიკოსი კალისტრატე, ისტორიულ წყაროებში საქართველოს გაქრისტიანების პერიოდს იკვლევდა. არაერთი კვლევა მიუძღვნა "ვეფხისტყაოსანს“ და დაამტკიცა მისი ქრისტიანული, ნეოპლატონური სული. ის ამბროსი ხელაიასთან და კირიონ საძაგლიშვილთან ერთად, საქართველოს ავტოკეფალიის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი იყო. ხანდახან მას წარმოადგენენ, როგორც საბჭოთა სისტემასთან დაახლოებულ ადამიანს. არადა, არ დაგვავიწყდეს, რომ სამი წელიწადი მეტეხის ციხეში ამბროსი ხელაიასთან ერთად იჯდა, საქართველოს ავტოკეფალიის ფაქტმა მის მხრებზე გადაიარა. ამიტომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავია, რადგანაც კალისტრატე რუსული სულის გამძევებელი იყო. რუსიფიკაციის წინააღმდეგ იბრძოდა. იმ რუსეთის, რომელიც კირით ღებავდა ფრესკებს, ახშობდა ქართულ წირვა-ლოცვას, კრძალავდა ქართულ გალობას, - სამივე ფრონტზე ძალიან მაგრად იბრძოდა. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართულ ეკლესიას მსოფლიო ეკლესიათა საპატიო რიგში თავისი ადგილი დაუბრუნა...

კალისტრატე ცინცაძე და რატის ბებია 4 წლის ასაკში,1928 წელი, ქაშვეთის ეზო

თუმცა ის, რომ კალისტრატე დიდი კაცი იყო, ეს ვიღაცისთვის დივიდენდი არ არის, იმიტომ, რომ ქრისტიანობა არსებობს აწმყოში, ახლა და ამ წუთას. ის, რომ ადამიანს ბაბუა კარგი ჰყავდა, ეს არაფერს ნიშნავს... ახლა ვიღაც ვიღაცას ბიზნეს ან საარჩევნო სიას უკურთხებს, შესაწირს გააკეთებს და ეს ქრისტიანობა ჰგონიათ...

თავიდან ქაშუეთში დეკანოზი იყო და სამთავისის ტაძრის პროექტის მიხედვით, კალისტრატეს აშენებულია ქაშუეთის ტაძარი, რომელიც ლადო გუდიაშვილმა მოხატა... ერთი ასეთი ჩვევა ჰქონდა - მაშინ რა შემოსავალი ჰქონდა ეკლესიას, დღეში რამდენიმე ხურდა. კალისტრატე ძველი კაცი იყო, იმ ვერცხლის ფულს გამოხარშავდა და დილას, ცისკრის ლოცვების შემდეგ, თავისი ხელით, რუსთაველზე მოწყალებას გასცემდა. ასეთი იყო მისი დილა...

...1937 წელს, აღდგომას მასთან ტაძარში 2 ადამიანი იდგა. ამას ჩანაწერებშიც იხსენებს. იმ ადამიანებიდან ერთი - 82 წლის ქალბატონი დაიჭირეს, გადასახლება მიუსაჯეს, მატარებელში ჩასვეს, მაგრამ გზაში გაიყინა და გარდაიცვალა. მეორე - მამაკაცი კი დახვრიტეს...

  • უბანი და გარემო...

- ეს იყო იოსებიძის ქუჩის მიმდებარედ, დები იშხნელების პატარა ქუჩა. დიდი ეზო გვქონდა, სადაც იყო ფეხბურთის თამაში, მხიარულება და ყველაფერი კარგი... 13-14 წლის რომ გავხდი, ქვეყანა აირია და იმჟამინდელ თბილისში აგრესიული, მჩაგვრელი ტიპის სახე, ცოტა ჩახრინწული ხმით, იდეალი გახდა. ამ სახე-ხატს ბიჭები ისე ირგებდნენ, როგორც უფორმო, უშნო ტანსაცმელს. ზოგს საერთოდ არ ერგებოდა, მაგრამ ჩაცმას მაინც ცდილობდა... ყველას ერთნაირად უნდა ელაპარაკა, სცმოდა, ერთნაირად შეეგინებინა, გადაეფურთხებინა... ეს იყო საზარელი ვითარება... კარგი ხალხი, კარგი ბავშვები და ახალგაზრდები ამ როლის მორგებაში დაიხოცნენ, წამალში გაიპარნენ... ძალიან რთული იყო უბნის ამ ბიჭების მომავლის ყურება... მათგან ძალიან ცოტა გადარჩა.

ჩემში ეს არანაირ რომანტიზმს არ აჩენდა. ამაზე უარის თქმა იყო სწორედ ვაჟკაცობა, ხოლო თუ ისე მოიქცეოდი, ჩაიცუცქებდი, ჩაიცვამდი, შეიგინებდი, იოლი გზა იყო. უმრავლესობასთან არ ყოფნას, წიგნების კითხვას და მუსიკის მოსმენას ბევრად მეტი ძალა სჭირდებოდა. ასე რომ, ბევრისთვის ამ არჩევანის გაკეთება ადვილი არ იყო... ქუჩის ცხოვრება ჩემთვის დიდი ცდუნება არ ყოფილა.

  • "სკოლა ძალიან მიყვარდა“

- მე-6 გერმანულ სკოლაში დავდიოდი. გამიმართლა, რომ იქ ვსწავლობდი... სკოლა ჩემთვის მნიშვნელოვანი მოგონებაა. სამეგობროს მიერ დაარსებული სკოლა იყო და ჩვენივე მშობლები გვასწავლიდნენ. როდესაც მშობელი შვილის მომავალს არ არის მოწყვეტილი, შედეგი ყოველთვის კარგია. მშობლის მონაწილეობა შვილის აღზრდაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია... მოკლედ, ბევრი მშობელი, როგორც მასწავლებელი, ჩვენთან დიდ ენერგიას ხარჯავდა. ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა. დაწყებით კლასებში გვანცა ჩხენკელი მასწავლიდა, რუსულს მისი დედა ლილი (ლილი ფიოდოროვნა) გოგუა. ის თამაზ ჩხენკელის მეუღლე გახლდათ. პოეზია რომ შემიყვარდა, დედაჩემთან ერთად, ეს მათი დამსახურებაა. გვაკითხებდნენ არა სკოლის პროგრამიდან, არამედ იმ პოეტების შემოქმედებას, რაც მათთან სახლში იკითხებოდა, რაც ქალბატონ ლილის, ბატონ თამაზ ჩხენკელს უყვარდათ... გერმანულს დასაწყისში ხათუნა კოპალეიშვილი მასწავლიდა... იქაც გოეთე, შილერი... ასე რომ, ლიტერატურისა და პოეზიის სიყვარული სკოლიდან წამოვიდა...

რატი ამღლობელი და ლაშა ბუღაძე

  • უნივერსიტეტი

- უნივერსიტეტშიც მეგონა, იგივე იქნებოდა, მაგრამ იქ დაშტამპული, უსიცოცხლო, მკვდარი რეალობა დამხვდა. ლექტორებსაც არაფრის თავი ჰქონდათ. 90-იანი წლები იყო და ჩემთვის მთაში სიარული დავიწყე. ფაქტობრივად, უნივერსიტეტში არც დავდიოდი, სამჯერ გამომაგდეს... მოკლედ, სახლში ვიჯექი, ვკითხულობდი და მთაში ვხეტიალობდი... შემიძლია ვთქვა, რომ სკოლის მერე, თუ რამ ცოდნა შევიძინე, მხოლოდ ჩემით.

  • ფილოსოფიის კულისები

- რატომ ფილოსოფია და არა ლიტერატურა? ლიტერატურას ისედაც ვკითხულობდი. მე ის მაინტერესებდა, რაც ლიტერატურის მიღმა იყო, როგორც აზროვნების სფერო... აზროვნების ისტორია მიყვარდა, მიზიდავდა. ამით ლიტერატურას არაფერი დაჰკლებია, რომ ფილოსოფიის კულისებისკენ გავიხედე. ფილოსოფია რაც არ უნდა პოეზიისგან შორს იყოს, მაინც აირეკლება აზროვნების წესზე, საგნების დამოკიდებულებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფილოსოფოსს არ მიმუშავია, ეს მაინც სწორი არჩევანი აღმოჩნდა.

  • პოეზია, პირველი ტაში და აღიარება...

- დედაჩემი გერმანისტი იყო, ლიტერატორი. პოეზია უყვარდა. ამიტომ, რასაც დავწერდი, ჩემი პირველი მკითხველი გახლდათ. 1995 წელს "არილში“ დამიბეჭდეს ლექსები, ურთულეს პერიოდში... სამსახურში ჩემს ძმას ქსეროქსი ჰქონდა და იმ გვერდების რამდენიმე ასლი გადაიღო... ახლა ვხდები, რომ სახლში მაინც კმაყოფილები იყვნენ. მამაჩემს უხაროდა, ბებოც ცოცხალი იყო და ბედნიერი იყო...

  • პოეზია, როგორც მკურნალი

- ზოგადად პოეზია შეიძლება იყოს რაღაც სწორად მოწოდებული სამკურნალო საშუალება - რაღაცის გაგების, მკურნალობის, სხვისი მკურნალობის, თვითმკურნალობის საშუალება. სხვის პოეზიას ჩემზე თერაპიული ეფექტი ჰქონია. ამიტომ, ეს ყველაფერი მხოლოდ თვითგამოხატვა არ არის. ცოტა უფრო წინ რომ წავიდეთ და მასში ხელოვნების მნიშვნელოვანი ასპექტები დავინახოთ, შეიძლება ის ფუნქციურიც იყოს... ნამდვილი პოეზია ადამიანის ასტრონომიული სულიერი საათია, რომელიც გეუბნება, რა ხდება სამყაროში.

  • ჩემი ოჯახი

- მყავს მეუღლე და 2 შვილი, დაჩი ამაღლობელი 18 წლის არის, წელს სტუდენტი გახდა. დადაშ ამაღლობელი 12 წლისაა და სკოლის მოწაფე გახლავთ. მეუღლე ლელა ცისკარიშვილი ფსიქოლოგია. ოჯახი 2004 წელს შევქმენით... შვილებთან ვმეგობრობ, თანატოლებივით ვართ, რა ვიცი, შეიძლება, ეს პასუხისმგებლობისგან გაქცევაც იყოს.

დაჩი

განსაკუთრებული ზედამხედველობის განცდა არ მაქვს უფროსთან და არც უმცროსთან ვუფროსობ დიდად. დაჩი რომ დაიბადა, 25 წლის ვიყავი. საინტერესოა, ასეთი ურთიერთობა, შვილებისგან თანამედროვე სამყაროს შესახებ ბევრ რამეს ვსწავლობ. ბევრად მეტი იციან, მეტს იძლევიან, ვიდრე მე ვაძლევ მათ ამ თვალსაზრისით... უფროსი ლექსებით ცოტას ერთობა, უმცროსს უფრო მუსიკა იზიდავს. თავის თავს სხვადასხვა მიმართულებით ეძებს...

დადაში

მინდა, მხოლოდ თავიანთი ნიჭით მოიპოვონ სამყაროში თავისი ადგილი, მათთვის ზედმეტი არაფერი მსურს. უნიჭო ადამიანი არ არსებობს. რისი ნიჭიც ექნებათ, იმით იცხოვრონ. ჩაწყობით, ნათესაობით და მეგობრობით არ მინდა, ფონს გავიდნენ. არ მინდა, სხვისი ადგილი ჩემმა შვილმა დაიკავოს, - ასეთი კორუფციაში ჩაფლული და ქრთამით სავსე საქართველო არ მინდა, მას მომავალი არ აქვს. ჩემმა შვილებმაც და ნებისმიერმა სხვა ადამიანმაც საკუთარი ნიჭით უნდა იცხოვრონ. მეეჭვება, ახლანდელი სიტუაცია ამის იმედს გვაძლევდეს... მრცხვენია, ასე რომ დავშორდით ევროპულ თანამეგობრობას. მძიმე ზაფხული გვქონდა... იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოიცვლება და ჩვენი ქვეყნის წარუმატებლობა წყალს მიეცემა, როგორც ცუდი სიზმარი.