ბათუმში მატარებელი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა მაიაკოვსკის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსი ბათუმის მუნიციპალური მერიის შპს “ავტოტრანსპორტის” საკუთრებაა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.