პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ისე შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, რომ ვიზა არ სჭირდებათ... ეს კაპიტულანტური და ლაჩრული დამოკიდებულებაა" - დიმიტრი ტატიშვილი
"ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ისე შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, რომ ვიზა არ სჭირდებათ... ეს კაპიტულანტური და ლაჩრული დამოკიდებულებაა" - დიმიტრი ტატიშვილი

მსა­ხი­ო­ბი დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ულ სი­ახ­ლე­ებ­ზე, პო­ლი­ტი­კა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომსა და სხვა სა­კი­თხებ­ზე ჟურ­ნალ "გზას" ესა­უბ­რა და თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­რა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- თქვენ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი და ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი­სა და სპექ­ტაკ­ლე­ბის მი­მართ. ქა­ლაქ­ში მუდ­მი­ვად სა­ცო­ბე­ბია და მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, ეს თუ გიქ­მნით პრობ­ლე­მას?

- რო­გორ არ მიქ­მნის?! ვცდი­ლობ, არ­სად და­მაგ­ვი­ან­დეს. თუ სად­მე მი­სას­ვლე­ლად 20 წუთი მჭირ­დე­ბო­და, ახლა სახ­ლი­დან 45 წუ­თით ადრე გავ­დი­ვარ. მშვი­დად ვერ ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ ნერ­ვებს არ ვას­კდე­ბი, რად­გან ვიცი, ამას არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ ექ­ნე­ბა. რა­ღაც პე­რი­ო­დი უნდა მო­ვით­მი­ნოთ. არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს ადა­მი­ან­მა დიდ­ხანს უნდა აი­ტა­ნოს, მაგ­რამ, რო­გორც ჩვენ­მა მერ­მა ბრძა­ნა, ორი ძი­რი­თა­დი არ­ტე­რი­აა გა­და­კე­ტი­ლი და სა­ცო­ბე­ბიც ამი­ტომ არი­სო. ელე­მენ­ტა­რუ­ლი კი­თხვა მიჩ­ნდე­ბა: ერ­თდრო­უ­ლად ორი რა­ტომ გა­და­კე­ტეს, ჯერ ერთი გა­და­კე­ტი­ლი­ყო და მო­ე­წეს­რი­გე­ბი­ნათ, მერე - მე­ო­რე, ასე ხომ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი სა­ცო­ბი იქ­ნე­ბო­და?! მე­ო­რე პრობ­ლე­მა მან­ქა­ნის საწ­ვა­ვია. გა­მიზ­ნუ­ლად მინ­დო­და, ისე­თი მან­ქა­ნა მე­ყი­და, რო­მე­ლიც დი­ზელ­ზე იმუ­შა­ვებ­და, რად­გან ეს გა­ცი­ლე­ბით ეკო­ნო­მი­უ­რია. ვი­ყი­დე, მაგ­რამ ახლა ჩემი მან­ქა­ნის საწ­ვა­ვი ისე გაძ­ვირ­და, ბენ­ზი­ნის ფას­ზე მე­ტია. ის საწ­ვა­ვი, რა­საც მე ვას­ხამ, 4.30-სა და 4.90 ლარს შო­რის მერ­ყე­ობს. 2007 წელს თე­ატ­რში რა ხელ­ფა­სიც მქონ­და, დღე­საც იმა­ვეს ვი­ღებ. მა­შინ რა დო­ლა­რის კურ­სი იყო, ყვე­ლას გვახ­სოვს და ახლა რო­გო­რია, ამა­საც ვხე­დავთ. სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ. ნორ­მა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა რომ ვი­ყოთ, რა­ღაც კონ­პენ­სი­რე­ბა ხომ უნდა ხდე­ბო­დეს?! მაგ­რამ ჩვენ ნორ­მა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა არ გვაქვს და ეს არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს. ეს მი­ტა­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა.

- ბოლო ხანს ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი რუსი ეროვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე შე­მო­ვი­და და მათ ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ვხვდე­ბით. რო­გორ აფა­სებთ ამ ფაქტს?

- ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თად. არ ვიცი, დღეს გა­დამ­ჭრე­ლი ზო­მე­ბი რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­ვი­ზო რე­ჟი­მი თა­ვი­დან­ვე უნდა დაგ­ვე­წე­სე­ბი­ნა. ნორ­მა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, ასე­თი­ვე მთავ­რო­ბით, თა­ვი­დან­ვე უნდა და­წე­სე­ბუ­ლი­ყო მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და სა­ზღვარ­ზეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო ფილტრი. რუ­სებს შე­უძ­ლი­ათ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 360 თუ 365 დღე გა­ა­ტა­რონ, ანუ იმ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე­დი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, ისე შე­უძ­ლი­ათ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნა, რომ ვიზა არ სჭირ­დე­ბათ. ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო, ძა­ლი­ან კა­პი­ტუ­ლან­ტუ­რი და ლაჩ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. სხვა­დას­ხვა ციფ­რი მეს­მის, მაგ­რამ, რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე 400 ათა­სამ­დე რუ­სია შე­მო­სუ­ლი.

- "ნორ­მა­ლუ­რი მთავ­რო­ბა რომ გვყავ­დეს“, "ნორ­მა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა რომ ვი­ყო­თო“, - ამ­ბობთ. თქვე­ნი აზ­რით, რო­გო­რია ასე­თი მმარ­თვე­ლო­ბა? და კი­დევ - გვყო­ლია თუ არა ოდეს­მე ასე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?

- კი, გვყო­ლია. "ნორ­მა­ლუ­რი მთავ­რო­ბა“ და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლებ­საც თა­ვი­ან­თი ქვე­ყა­ნა უყ­ვართ და ისი­ნი შეძ­ლე­ბენ გა­უ­ძღვნენ ქვე­ყა­ნას სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. როცა საქ­მე გვაქვს ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი ჯი­ბის იქით არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებთ და მათ ვა­ბო­გი­ნებთ, ვინც ახლა ბო­გი­ნობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­შინ ნორ­მა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა არ გვექ­ნე­ბა. "ნორ­მა­ლუ­რი მთავ­რო­ბა“ გვყავ­და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დროს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს.

- ბევ­რი შე­გე­და­ვე­ბათ ამ ორი ადა­მი­ა­ნის ერთ კონ­ტექ­სტში მოხ­სე­ნი­ე­ბი­სას...

- შე­მე­და­ვოს!.. და­ვი­წყოთ იმით, რომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას არა­ფე­რი დას­ცალ­და. დღეს "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბი­დან“ ვერც ერთი და­სა­ბუ­თე­ბულ არ­გუ­მენტს ვერ გე­ტყვით, თუ რა­ტომ იყო ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­სა­შო­რე­ბუ­ლი. მას ათას რა­მეს აბ­რა­ლებ­დნენ, მაგ­რამ დრომ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლი იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სე­თის და­ვა­ლე­ბით ქარ­თვე­ლებ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხე­ბის გზით, კა­ნო­ნი­ე­რი ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ამ­ხვეს. ეს და­ნა­შა­უ­ლია, რომ დღეს არ არი­ან დას­ჯი­ლი ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც გამ­სა­ხურ­დი­ას წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და. ახ­ლაც მშვე­ნივ­რად და­დი­ან და ყელ­ყე­ლა­ო­ბენ. ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხე­ბის გზით დამ­ხო­ბა დას­ჯა­დია ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში და ეს ხალ­ხი ჩვენ­თა­ნაც უნდა დას­ჯი­ლი­ყო.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
0

მაინტერესებს, ამას ლაჩრობად როდიდან მიიჩნევთ, მასინაც ასე ფიქრიბდით სამაჩაბლოს ომის შემდეგ საზღვარი რომ გახსნეს და ყვავილებითდა შამპანურით შეეგებნენ რუს ტურისტებს!!!

lebron
1

დიმა მადლობა თქვენი ანალიზისთვის. მიჰა ჰამოდი!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ისე შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, რომ ვიზა არ სჭირდებათ... ეს კაპიტულანტური და ლაჩრული დამოკიდებულებაა" - დიმიტრი ტატიშვილი

"ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ისე შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, რომ ვიზა არ სჭირდებათ... ეს კაპიტულანტური და ლაჩრული დამოკიდებულებაა" - დიმიტრი ტატიშვილი

მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი პროფესიულ სიახლეებზე, პოლიტიკაზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და სხვა საკითხებზე ჟურნალ "გზას" ესაუბრა და თავისი შეხედულებები გაუზიარა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- თქვენ მოწესრიგებული ადამიანი ხართ, პუნქტუალური და ასეთივე დამოკიდებულება გაქვთ რეპეტიციებისა და სპექტაკლების მიმართ. ქალაქში მუდმივად საცობებია და მანქანით გადაადგილებისას, ეს თუ გიქმნით პრობლემას?

- როგორ არ მიქმნის?! ვცდილობ, არსად დამაგვიანდეს. თუ სადმე მისასვლელად 20 წუთი მჭირდებოდა, ახლა სახლიდან 45 წუთით ადრე გავდივარ. მშვიდად ვერ ვუყურებ, მაგრამ ნერვებს არ ვასკდები, რადგან ვიცი, ამას არანაირი შედეგი არ ექნება. რაღაც პერიოდი უნდა მოვითმინოთ. არ მიმაჩნია, რომ ეს ადამიანმა დიდხანს უნდა აიტანოს, მაგრამ, როგორც ჩვენმა მერმა ბრძანა, ორი ძირითადი არტერიაა გადაკეტილი და საცობებიც ამიტომ არისო. ელემენტარული კითხვა მიჩნდება: ერთდროულად ორი რატომ გადაკეტეს, ჯერ ერთი გადაკეტილიყო და მოეწესრიგებინათ, მერე - მეორე, ასე ხომ გაცილებით ნაკლები საცობი იქნებოდა?! მეორე პრობლემა მანქანის საწვავია. გამიზნულად მინდოდა, ისეთი მანქანა მეყიდა, რომელიც დიზელზე იმუშავებდა, რადგან ეს გაცილებით ეკონომიურია. ვიყიდე, მაგრამ ახლა ჩემი მანქანის საწვავი ისე გაძვირდა, ბენზინის ფასზე მეტია. ის საწვავი, რასაც მე ვასხამ, 4.30-სა და 4.90 ლარს შორის მერყეობს. 2007 წელს თეატრში რა ხელფასიც მქონდა, დღესაც იმავეს ვიღებ. მაშინ რა დოლარის კურსი იყო, ყველას გვახსოვს და ახლა როგორია, ამასაც ვხედავთ. სახელმწიფო დაწესებულებაში ვმუშაობ. ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, რაღაც კონპენსირება ხომ უნდა ხდებოდეს?! მაგრამ ჩვენ ნორმალური ქვეყანა არ გვაქვს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს მიტაცებული სახელმწიფოა.

- ბოლო ხანს ქვეყანაში უამრავი რუსი ეროვნების მოქალაქე შემოვიდა და მათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

- ძალიან უარყოფითად. არ ვიცი, დღეს გადამჭრელი ზომები რამდენად ადეკვატური იქნება, მაგრამ სავიზო რეჟიმი თავიდანვე უნდა დაგვეწესებინა. ნორმალური ქვეყანა რომ ვყოფილიყავით, ასეთივე მთავრობით, თავიდანვე უნდა დაწესებულიყო მკაცრი რეგულაციები და საზღვარზეც უნდა ყოფილიყო ფილტრი. რუსებს შეუძლიათ, ჩვენს ქვეყანაში 360 თუ 365 დღე გაატარონ, ანუ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომელსაც საქართველოს მეხუთედი აქვს ოკუპირებული, ისე შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, რომ ვიზა არ სჭირდებათ. ეს უპრეცედენტო, ძალიან კაპიტულანტური და ლაჩრული დამოკიდებულებაა. სხვადასხვა ციფრი მესმის, მაგრამ, როგორც ვიცი, საქართველოში დღემდე 400 ათასამდე რუსია შემოსული.

- "ნორმალური მთავრობა რომ გვყავდეს“, "ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთო“, - ამბობთ. თქვენი აზრით, როგორია ასეთი მმართველობა? და კიდევ - გვყოლია თუ არა ოდესმე ასეთი ხელისუფლება?

- კი, გვყოლია. "ნორმალური მთავრობა“ დაკომპლექტებულია ისეთი ადამიანებით, რომლებსაც თავიანთი ქვეყანა უყვართ და ისინი შეძლებენ გაუძღვნენ ქვეყანას სწორი მიმართულებით. როცა საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც საკუთარი ჯიბის იქით არაფერი აინტერესებთ და მათ ვაბოგინებთ, ვინც ახლა ბოგინობს საქართველოში, მაშინ ნორმალური ქვეყანა არ გვექნება. "ნორმალური მთავრობა“ გვყავდა ზვიად გამსახურდიას დროს, მიხეილ სააკაშვილის დროს.

- ბევრი შეგედავებათ ამ ორი ადამიანის ერთ კონტექსტში მოხსენიებისას...

- შემედავოს!.. დავიწყოთ იმით, რომ ზვიად გამსახურდიას არაფერი დასცალდა. დღეს "დემოკრატიული ძალებიდან“ ვერც ერთი დასაბუთებულ არგუმენტს ვერ გეტყვით, თუ რატომ იყო ზვიად გამსახურდია ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებული. მას ათას რამეს აბრალებდნენ, მაგრამ დრომ გამოავლინა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. ფაქტობრივად, რუსეთის დავალებით ქართველებმა შეიარაღებული ამბოხების გზით, კანონიერი ეროვნული ხელისუფლება დაამხვეს. ეს დანაშაულია, რომ დღეს არ არიან დასჯილი ის ადამიანები, ვინც გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდა. ახლაც მშვენივრად დადიან და ყელყელაობენ. ლეგიტიმური ხელისუფლების შეიარაღებული ამბოხების გზით დამხობა დასჯადია ყველა ნორმალურ ქვეყანაში და ეს ხალხი ჩვენთანაც უნდა დასჯილიყო.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად