მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტერი მთელი ღამისა და მთელი დილის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს" - განახლებული შეტევა კიევსა და უკრაინის ქალაქებზე: რას ამბობს ზელენსკი?
"მტერი მთელი ღამისა და მთელი დილის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს" - განახლებული შეტევა კიევსა და უკრაინის ქალაქებზე: რას ამბობს ზელენსკი?

"კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბი“ და რა­კე­ტე­ბი მთელ უკ­რა­ი­ნას ეს­ხმი­ან თავს. მტერს შე­უძ­ლია და­არ­ტყას ჩვენს ქა­ლა­ქებს, მაგ­რამ ის ვერ შეძ­ლებს ჩვენს გა­ტეხ­ვას", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც კი­ევ­სა და უკ­რა­ი­ნის სხვა ქა­ლა­ქებ­ზე გა­ნახ­ლე­ბულ შე­ტე­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"მტე­რი მთე­ლი ღა­მი­სა და მთე­ლი დი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ატე­რო­რებს, “კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბი“ და რა­კე­ტე­ბი მთელ უკ­რა­ი­ნას ეს­ხმი­ან თავს. მტერს შე­უძ­ლია და­არ­ტყას ჩვენს ქა­ლა­ქებს, მაგ­რამ ის ვერ შეძ­ლებს ჩვენს გა­ტეხ­ვას. ოკუ­პან­ტებს მხო­ლოდ სა­მარ­თლი­ა­ნი სას­ჯე­ლი ემუქ­რე­ბათ, ჩვენ კი - გა­ვი­მარ­ჯვებთ“, - აცხა­დებს ზე­ლენ­სკი.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, დე­ნის შმი­გა­ლის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთ­მა კვლავ შე­უ­ტია უკ­რა­ი­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო და ენერ­გე­ტი­კულ ობი­ექ­ტებს, რის შე­დე­გა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი და­შავ­დნენ.

"დღეს რუ­სეთ­მა კვლავ შე­უ­ტია უკ­რა­ი­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო და ენერ­გე­ტი­კულ ობი­ექ­ტებს. ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მიზ­ნე­ებს შო­რი­საა კი­ევ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი. და­შა­ვე­ბუ­ლია ხალ­ხი. ამ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე მსოფ­ლიო პა­სუ­ხი მკა­ფიო უნდა იყოს: მეტი მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნი­სად­მი და მეტი სან­ქცი­ე­ბი აგ­რე­სო­რის წი­ნა­აღ­მდეგ”, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა დღეს დი­ლით კი­ე­ვის ცენ­ტრზე "კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბით" შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად, შევ­ჩენ­კოს რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და.

თავ­დას­ხმის შე­დე­გად ჩა­მოშ­ლი­ლი კორ­პუ­სის ნან­გრე­ვე­ბი­დან მაშ­ვე­ლებ­მა ცოტა ხნის წინ ქა­ლის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. კი­ე­ვის მე­რის, ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა, სამი და­შა­ვე­ბუ­ლი კი - სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"შევ­ჩენ­კოს რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე კორ­პუ­სის ნან­გრე­ვე­ბი­დან, სა­დაც დრო­ნის თავ­დას­ხმის შე­დე­გად აფეთ­ქე­ბა მოხ­და, გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. სამი და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს“, - აღ­ნიშ­ნა კლი­ჩკომ.

ფო­ტო­ე­ბი: კი­ე­ვი დღეს

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკური
2

კლოუნიც აღარ ხარ მასხარად იქეცი 

გოგა
7

უნდა დაიწო მოლაპარაკებ ქვეყანას ნუ ანადგურებ ,მათან ომი არ შეიძლება ისინი ტერორისტი დ დამპრობლები არიან,შეიცოდე ხალხი მოწოდებული იარაღით და სხვა ქვეყნის იმედით შეულებელია მტერს ებრძოლო ,წამატებები 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მტერი მთელი ღამისა და მთელი დილის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს" - განახლებული შეტევა კიევსა და უკრაინის ქალაქებზე: რას ამბობს ზელენსკი?

"მტერი მთელი ღამისა და მთელი დილის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს" - განახლებული შეტევა კიევსა და უკრაინის ქალაქებზე: რას ამბობს ზელენსკი?

"კამიკაძე-დრონები“ და რაკეტები მთელ უკრაინას ესხმიან თავს. მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განახლებულ შეტევას გამოეხმაურა.

"მტერი მთელი ღამისა და მთელი დილის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს, “კამიკაძე-დრონები“ და რაკეტები მთელ უკრაინას ესხმიან თავს. მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას. ოკუპანტებს მხოლოდ სამართლიანი სასჯელი ემუქრებათ, ჩვენ კი - გავიმარჯვებთ“, - აცხადებს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინაში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებს, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ.

"დღეს რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინაში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებს. ტერორისტების სამიზნეებს შორისაა კიევში საცხოვრებელი კორპუსი. დაშავებულია ხალხი. ამ დანაშაულებზე მსოფლიო პასუხი მკაფიო უნდა იყოს: მეტი მხარდაჭერა უკრაინისადმი და მეტი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ”, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევის ცენტრზე "კამიკაძე-დრონებით" შეტევა განახორციელეს. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, შევჩენკოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ცოტა ხნის წინ ქალის ცხედარი ამოიყვანეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ადამიანი რჩება, სამი დაშავებული კი - საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"შევჩენკოს რაიონში მდებარე კორპუსის ნანგრევებიდან, სადაც დრონის თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა, გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოიყვანეს. კიდევ ერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშ იმყოფება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აღნიშნა კლიჩკომ.

ფოტოები: კიევი დღეს

ნახეთ ასევე: