მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგანდაში ებოლას ეპიდემიის გამო "ლოკდაუნი" გამოცხადდა - ქვეყანაში მომაკვდინებელი ინფექცია უკვე მეხუთედ გავრცელდა
უგანდაში ებოლას ეპიდემიის გამო "ლოკდაუნი" გამოცხადდა - ქვეყანაში მომაკვდინებელი ინფექცია უკვე მეხუთედ გავრცელდა

უგან­დის პრე­ზი­დენ­ტმა, იო­ვე­რი მუს­ვე­ნიმ, ქვეყ­ნის მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ორ რა­ი­ონ­ში და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი სამ­კვი­რი­ა­ნი "ლოკ­და­უ­ნი" გა­მო­ა­ცხა­და, რად­გან ებო­ლას ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა საგ­რძნობ­ლად გახ­შირ­და. ბოლო ხანს ეპი­დე­მი­ამ უგან­და­ში 29 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. "მუ­ბენ­დე­სა და კა­სან­დას რა­ი­ო­ნებ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი მოძ­რა­ო­ბა შე­ჩერ­დე­ბა და და­წეს­დე­ბა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თიც", - თქვა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა. სკო­ლე­ბის გარ­და, მუს­ვე­ნიმ ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­კეტ­ვაც ბრძა­ნა.

უგან­და­ში ებო­ლა უკვე მე­ხუ­თედ გავ­რცელ­და. ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი იყო 2000 წელს, რო­დე­საც 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

  • რა არის ებო­ლა?

ებო­ლა იშ­ვი­ა­თი, მაგ­რამ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. "ის ვრცელ­დე­ბა სხე­უ­ლის სი­თხე­ებ­თან პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტით და არ გა­და­დის ჰა­ე­რით", - ამ­ბო­ბენ აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრში.

ეს არის ვირუ­სი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად იწ­ვევს უე­ცარ ცხე­ლე­ბას, სი­სუს­ტეს, კუნ­თე­ბი­სა და ყე­ლის ტკი­ვილს. ვირუ­სის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დგო­მი ეტა­პია დი­ა­რეა, ღე­ბი­ნე­ბა, რო­გორც გა­რე­გა­ნი, ისე ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა. ვირუ­სი გა­და­დის პირ­და­პი­რი შე­ხე­ბით კან­ზე, ასე­ვე პი­რის ღრუს სა­შუ­ა­ლე­ბით, და­ბინ­ძუ­რე­ბულ გა­რე­მო­ში ყოფ­ნის დროს. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის სიკ­ვდილს იწ­ვევს დე­ჰიდ­რა­ტა­ცია და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ე­ბის და­კარ­გა­ვა.

ებო­ლა თავ­და­პირ­ვე­ლად ადა­მი­ან­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის­გან გავ­რცელ­და.

ჯერ­ჯე­რო­ბით, ებო­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მის შე­საქ­მნე­ლად არა­ერ­თი ლა­ბო­რა­ტო­რია მუ­შა­ობს.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

სანამ ქვეყნების საზღვრები არ ჩაიკეტება, მსოფლიოს და სრულიად სამყაროს დედა აქვს ნატირები.

ნინა
4

ომი დასასრულისკენ მიდის ალბათ,რაკი ახალი ჭირი გამოჩნდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

უგანდაში ებოლას ეპიდემიის გამო "ლოკდაუნი" გამოცხადდა - ქვეყანაში მომაკვდინებელი ინფექცია უკვე მეხუთედ გავრცელდა

უგანდაში ებოლას ეპიდემიის გამო "ლოკდაუნი" გამოცხადდა - ქვეყანაში მომაკვდინებელი ინფექცია უკვე მეხუთედ გავრცელდა

უგანდის პრეზიდენტმა, იოვერი მუსვენიმ, ქვეყნის მაღალი რისკის მქონე ორ რაიონში დაუყოვნებელი სამკვირიანი "ლოკდაუნი" გამოაცხადა, რადგან ებოლას ინფექციის გავრცელება საგრძნობლად გახშირდა. ბოლო ხანს ეპიდემიამ უგანდაში 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. "მუბენდესა და კასანდას რაიონებში ყველანაირი მოძრაობა შეჩერდება და დაწესდება კომენდანტის საათიც", - თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა. სკოლების გარდა, მუსვენიმ ყველა დაწესებულების დაკეტვაც ბრძანა.

უგანდაში ებოლა უკვე მეხუთედ გავრცელდა. ყველაზე მომაკვდინებელი იყო 2000 წელს, როდესაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

  • რა არის ებოლა?

ებოლა იშვიათი, მაგრამ მომაკვდინებელი დაავადებაა. "ის ვრცელდება სხეულის სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით და არ გადადის ჰაერით", - ამბობენ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში.

ეს არის ვირუსი, რომელიც თავდაპირველად იწვევს უეცარ ცხელებას, სისუსტეს, კუნთებისა და ყელის ტკივილს. ვირუსის განვითარების შემდგომი ეტაპია დიარეა, ღებინება, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი სისხლდენა. ვირუსი გადადის პირდაპირი შეხებით კანზე, ასევე პირის ღრუს საშუალებით, დაბინძურებულ გარემოში ყოფნის დროს. ინფიცირებულის სიკვდილს იწვევს დეჰიდრატაცია და სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების დაკარგავა.

ებოლა თავდაპირველად ადამიანზე ინფიცირებული ცხოველებისგან გავრცელდა.

ჯერჯერობით, ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ მის შესაქმნელად არაერთი ლაბორატორია მუშაობს.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა