მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩათვალეთ ოსკარია ეს საქართველოსთვის... კვარას ფოტოებს რომ ვაზიარებთ, მათ ფოტოებსაც სიამაყით უნდა ვაზიარებდეთ" - ალპინიზმში მთავარი ჯილდო ქართველებისაა
"ჩათვალეთ ოსკარია ეს საქართველოსთვის... კვარას ფოტოებს რომ ვაზიარებთ, მათ ფოტოებსაც სიამაყით უნდა ვაზიარებდეთ" - ალპინიზმში მთავარი ჯილდო ქართველებისაა

ქარ­თუ­ლი ალ­პი­ნიზ­მის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ჯილ­დო "ოქ­როს წე­რა­ყი­ნი" ქარ­თვე­ლებს გა­და­ე­ცე­მათ. ჯილ­დოს მფლო­ბე­ლე­ბი არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვი­ლი, ბა­ქარ გე­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ტეფ­ნა­ძე გახ­დე­ბი­ან. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია საფ­რან­გეთ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მთას­ვლელ­თა ფე­დე­რა­ცია აქ­ვეყ­ნებს.

"Piolets d'Or ანუ ოქ­როს წე­რა­ყი­ნი, ანუ პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი ალ­პი­ნიზ­მის ის­ტო­რი­ა­ში! უმაღ­ლე­სი ჯილ­დი და აღი­ა­რე­ბა ! უფრო ვრცლად და უფრო ქარ­თუ­ლად მოგ­ვი­ა­ნე­ბით დავ­წერთ", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნა­ნი­კო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ისე­თი დილა გა­თენ­და, ისე­თი ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი ვარ, არ ვიცი სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო ფეხ­ბურ­თი, რაგ­ბი და აშ. რა­ტომ არის მო­და­ში და რა­ტომ არ ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს ალ­პი­ნიზმს.

იცით რა მოხ­და? აი მსოფ­ლიო თასი რომ მოგ­ვე­გო, დიახ მსოფ­ლიო თასი ჩვენ ქარ­თვე­ლებს.აი ეს მსოფ­ლიო ოქ­როს წე­რა­ყი­ნი აი­ღეს ჩვენ­მა ალ­პი­ნის­ტებ­მა არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვილ­მა, გი­ორ­გი ტეფ­ნა­ძემ და ბა­ქარ გე­ლაშ­ვილ­მა.

კი­დევ ერთხელ კარ­გად,რომ გა­ი­გოთ კი­დევ და­გი­კონ­კრე­ტებთ, ჩათ­ვა­ლეთ ოს­კა­რია ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

წე­სით ახლა ყვე­ლა ეთე­რი ამას უნდა აშუ­ქებ­დეს, წე­სით ყვე­ლა ქარ­თვე­ლი კვა­რას ფო­ტო­ებს რომ ვა­ზი­ა­რებთ მათ ფო­ტო­ებ­საც დიდი სი­ა­მა­ყით უნდა ვა­ზი­ა­რებ­დეთ. მსოფ­ლიო ოქ­როს წე­რა­ყი­ნი (ალ­პი­ნიზ­მის ოს­კა­რი) გა­და­ე­ცათ არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვილს, გი­ორ­გი ტეფ­ნა­ძეს და ბა­ქარ გე­ლაშ­ვილს პა­კის­ტან­ში, აქამ­დე აუს­ვლელ მწვერ­ვალ სა­რაგ­რარ­ზე (Saraghrar Northwest 7,300m) უმაღ­ლე­სი სირ­თუ­ლის მარ­შრუ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის

და­ჯილ­დო­ე­ბა იქ­ნე­ბა საფ­რან­გეთ­ში", - წერს ნა­ნი­კო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაბუ
0

ყოჩაღ

naka
1

შურით სავსეა ადმაინები ვის რა უკბინონ იმას ფიქრობენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ჩათვალეთ ოსკარია ეს საქართველოსთვის... კვარას ფოტოებს რომ ვაზიარებთ, მათ ფოტოებსაც სიამაყით უნდა ვაზიარებდეთ" - ალპინიზმში მთავარი ჯილდო ქართველებისაა

"ჩათვალეთ ოსკარია ეს საქართველოსთვის... კვარას ფოტოებს რომ ვაზიარებთ, მათ ფოტოებსაც სიამაყით უნდა ვაზიარებდეთ" - ალპინიზმში მთავარი ჯილდო ქართველებისაა

ქართული ალპინიზმის ისტორიაში პირველად, უმნიშვნელოვანესი ჯილდო "ოქროს წერაყინი" ქართველებს გადაეცემათ. ჯილდოს მფლობელები არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე გახდებიან. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული მთასვლელთა ფედერაცია აქვეყნებს.

"Piolets d'Or ანუ ოქროს წერაყინი, ანუ პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში! უმაღლესი ჯილდი და აღიარება ! უფრო ვრცლად და უფრო ქართულად მოგვიანებით დავწერთ", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ნანიკო გრიგალაშვილი პოსტს აქვეყნებს:

"ისეთი დილა გათენდა, ისეთი ბედნიერი და ამაყი ვარ, არ ვიცი საქართველოში მარტო ფეხბურთი, რაგბი და აშ. რატომ არის მოდაში და რატომ არ ადევნებენ თვალყურს ალპინიზმს.

იცით რა მოხდა? აი მსოფლიო თასი რომ მოგვეგო, დიახ მსოფლიო თასი ჩვენ ქართველებს.აი ეს მსოფლიო ოქროს წერაყინი აიღეს ჩვენმა ალპინისტებმა არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა.

კიდევ ერთხელ კარგად,რომ გაიგოთ კიდევ დაგიკონკრეტებთ, ჩათვალეთ ოსკარია ეს საქართველოსთვის.

წესით ახლა ყველა ეთერი ამას უნდა აშუქებდეს, წესით ყველა ქართველი კვარას ფოტოებს რომ ვაზიარებთ მათ ფოტოებსაც დიდი სიამაყით უნდა ვაზიარებდეთ. მსოფლიო ოქროს წერაყინი (ალპინიზმის ოსკარი) გადაეცათ არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს პაკისტანში, აქამდე აუსვლელ მწვერვალ სარაგრარზე (Saraghrar Northwest 7,300m) უმაღლესი სირთულის მარშრუტის განხორციელებისთვის

დაჯილდოება იქნება საფრანგეთში", - წერს ნანიკო გრიგალაშვილი.