მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ბევრი დამთხვევაა - ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც, ექსპერტებსაც" - ლაშა ფურცხვანიძე
"ძალიან ბევრი დამთხვევაა - ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც, ექსპერტებსაც" - ლაშა ფურცხვანიძე

"გრინ­სერ­ვის პლუ­სის“ დი­რექ­ტო­რის, ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძის გა­მო­კი­თხვა ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დას­რულ­და. რო­გორც შე­ნო­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ფურ­ცხვა­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ვა­კის პარ­კის შად­რე­ვა­ნი არამ­ხო­ლოდ ქარ­თვე­ლებს, უცხო­ელ სპე­ცი­ა­ლისტსაც შე­მოწ­მე­ბუ­ლი ჰქონ­და.

  • ფურ­ცხვა­ნი­ძის თქმით, მას გა­მო­კი­თხვა­ზე "ალ­ბათ, ისევ და­ი­ბა­რე­ბენ."

"ჩვენ ყვე­ლა სა­მუ­შაო წე­სე­ბის დაც­ვით გვქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, რაც პრო­ექ­ტში იყო, რა მო­თხოვ­ნაც არის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში და ზო­გა­დად, ასე­თი ტი­პის სა­მუ­შა­ო­ბის მო­სა­წყო­ბად. ძა­ლი­ან ბევ­რი დამ­თხვე­ვაა, იმ დღე­საც გი­თხა­რით, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მუდ­მი­ვად ჩა­დი­ოდ­ნენ აუზ­ში, ამოწ­მებ­დნენ, ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი მა­კომ­პლექ­ტე­ბე­ლი შე­მოწ­მე­ბუ­ლი გვაქვს არა­მარ­ტო ჩვენ, უცხო­ელ სპე­ცი­ა­ლისტსაც და ასე­ვე შე­მოწ­მე­ბუ­ლი აქვთ ექ­სპერ­ტებ­საც. ამის შემ­დეგ შე­ა­მოწ­მებს ექ­სპერ­ტი­ზა“, - გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

  • ცნო­ბის­თვის, მიმ­დი­ნა­რე წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

შსს-ს გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას და­ზუს­ტდა კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს ელექტრო ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას, რა­საც მოჰ­ყვა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

ეს ყოფილები, ასეთ სარფიან და მომგებიან ადგილებს როგორ მაშინვე აღმოჩნდებიან!!!!!!!!!!! გასაკვირია პირდაპირ

მარინა
0

რატო არის ეს ადამიანი თავისუფლებაზე?

ავტორი:

"ძალიან ბევრი დამთხვევაა - ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც, ექსპერტებსაც" - ლაშა ფურცხვანიძე

"ძალიან ბევრი დამთხვევაა - ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც, ექსპერტებსაც" - ლაშა ფურცხვანიძე

"გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის გამოკითხვა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში დასრულდა. როგორც შენობიდან გამოსვლის შემდეგ ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაკის პარკის შადრევანი არამხოლოდ ქართველებს, უცხოელ სპეციალისტსაც შემოწმებული ჰქონდა.

  • ფურცხვანიძის თქმით, მას გამოკითხვაზე "ალბათ, ისევ დაიბარებენ."

"ჩვენ ყველა სამუშაო წესების დაცვით გვქონდა გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რა მოთხოვნაც არის საქართველოს კანონმდებლობაში და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაობის მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა, იმ დღესაც გითხარით, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს არამარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც და ასევე შემოწმებული აქვთ ექსპერტებსაც. ამის შემდეგ შეამოწმებს ექსპერტიზა“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

  • ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.