პარტნიორები:
    ავტორი:

    "ჩვენ ევროპის ხალხი ვართ და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ლისაბონიდან თბილისამდე" - შოლცი

    "ჩვენ ევროპის ხალხი ვართ და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ლისაბონიდან თბილისამდე" - შოლცი

    ჩვენ ევროპის ხალხი ვართ და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმაც, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში ევროპელი სოციალისტების პარტიის კონგრესზე განაცხადა.

    კანცლერის თქმით, ის ევროკავშირის გაფართოების ერთგულია.

    „ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთით გაფართოებას განაგრძნობს - გამარჯვებაა ყოველი ჩვენგანისთვის”, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

    ამავროულად შოლცმა აღნიშნა, რომ კანდიდატმა სახელმწიფოებმა - უკრაინამ, მოლდოვამ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა და, მომავალში, საქართველომ გაწევრიანების კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

    “ევროკავშირი, რომლის შემადგენლობაშიც 27,30, 36 სახელმწიფო შედის, შეძლებს კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი გავლენა მსოფლიოში”, - განაცხადა შოლცმა.

    კანცლერის თქმით, შედარებით პატარა წევრი სახელმწიფოების წუხილი უგულვებელყოფილი არ უნდა იყოს.

    “მომავალშიც ყოველი ქვეყნის წუხილები უნდა მოვისმინოთ, ყველაფერი დანარჩენი ევროპული იდეის ღალატი იქნება”, - აღნიშნა შოლცმა.

    კანცლერის აზრით, საგარეო და საფინანსო საკითხებში ბლოკირებების თავიდან ასაცილებლად ევროკავშირი კონსენსუსის პრინციპიდან ხმათა უმრავლესობის პრინციპზე უნდა გადავიდეს.