ავტორი:

13 წლის მარიტა მეფარიშვილი ვაკეში მდებარე სამების ეკლესიიდან გამოასვენეს (ფოტო)

13 წლის მარიტა მეფარიშვილი ვაკეში მდებარე სამების ეკლესიიდან გამოასვენეს (ფოტო)

13 წლის მარიტა მეფარიშვილი ვაკის სამების ეკლესიიდან გამოასვენეს. მოზარდს ვაკის პარკში კორტებზე გადაასვენებენ, რის შემდეგაც დაკრძალავენ. ვაკის სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვილი დილიდან მიმდინარეობდა.

ოჯახს მიუსამძიმრეს პოლიტიკოსებმა მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან. პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი, ინტერპრესნიუსი