საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამიკვირდა, როცა ჩემს ანგარიშზე თანხის დარიცხვა დაიწყო... მე ფულის გულისთვის არაფერი გამიკეთებია" - რას ამბობს დევი მეზურნიშვილი სოცქსელში წამოწყებულ კამპანიაზე?
"გამიკვირდა, როცა ჩემს ანგარიშზე თანხის დარიცხვა დაიწყო... მე ფულის გულისთვის არაფერი გამიკეთებია" - რას ამბობს დევი მეზურნიშვილი სოცქსელში წამოწყებულ კამპანიაზე?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა ვა­კის პარ­კის მთა­ვა­რი მე­ბა­ღის, დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბის აქტი - გა­მოქ­ვეყ­ნდა მისი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში, რო­მელ­ზეც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თან­ხებს სურ­ვი­ლი­სა­მებრ და მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად რი­ცხავ­დნენ.

რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა "ლა­ი­ვი", სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებ­დნენ, რომ წა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნათ ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­სას გა­მო­ჩე­ნი­ლი გმი­რო­ბა და მე­ბა­ღე, რო­მელ­მაც ბავ­შვე­ბი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზო­გი­ერ­თი უტაქ­ტო­დაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს ეუბ­ნე­ბა, საქ­მის კურ­სში არ იყო და მის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს წა­მო­წყე­ბა.

"მად­ლო­ბის მეტი რა მეთ­ქმის, მაგ­რამ არ იყო სა­ჭი­რო... მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თვი­თონ ქველ­მოქ­მე­დე­ბას ვე­წე­ვი, რი­თაც შე­მიძ­ლია და ალ­ბათ ამ თან­ხა­საც გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს გა­დავ­ცემ" - ამ­ბობს დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი.

"არ ვი­ყა­ვი საქ­მის კურ­სში, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ჩემს ან­გა­რიშ­ზე თან­და­თან თან­ხე­ბი რომ ირი­ცხე­ბო­და. ვერ გა­ვი­გე, ან­გა­რი­ში სა­ი­დან იცოდ­ნენ, ვინ და რო­გორ გა­ავ­რცე­ლა... მერე „ტვ პირ­ვე­ლი­დან“ და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, ეს ჩვენ გა­ვა­კე­თეთ, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, თქვენს მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბა რომ გა­მო­ე­ხა­ტა­თო. ვუ­თხა­რი, რომ არ იყო სა­ჭი­რო. ნეტა, ის გო­გო­ნა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ამით უფრო ვი­ა­მა­ყებ­დი და ეს იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის სა­ჩუ­ქა­რი-თქო. არა, არა­ფე­რია, არ იუ­ხერ­ხუ­ლოთ, ოჯახს მო­ახ­მა­რეთ, ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და ასეო. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, მაგ­რამ არ იყო სა­ჭი­რო...

  • ფუ­ლის გუ­ლის­თვის არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, ამა­ზე რო­გორ უნდა მე­ფიქ­რა, ბავ­შვე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ და მათ გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვე­დი წყალ­ში.

თვი­თონ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში იქეთ ვრი­ცხავ­დი, რაც შე­მეძ­ლო. ამ თან­ხით კი­დევ უამ­რავ გა­ჭირ­ვე­ბულს და­ვეხ­მა­რე­ბი. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, უბ­რა­ლოდ, არ იყო სა­ჭი­რო, ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­თვის არა­ფე­რი მი­თხო­ვია, არა­ვინ ჩათ­ვა­ლოს, რომ ეს ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, ან საქ­მის კურ­სში ვი­ყა­ვი. წლე­ბის მან­ძილ­ზე ქი­რით ვცხოვ­რობ ერთ პა­ტა­რა მოჭყუ­ნულ ოთახ­ში და ხელ­ფა­სის ნა­ხე­ვარს ქი­რა­ში ვიხ­დი­დი, მაგ­რამ მა­ინც არ მინ­დო­და ასე მომ­ხდა­რი­ყო. ასე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ, არას­დროს არა­ვის­თვის არა­ფე­რი შე­მი­ჩივ­ლია და მი­თხო­ვია, რა­საც ვშრო­მობ­დი, ცოტა იყო თუ - ბევ­რი, იმით ვკმა­ყო­ფილ­დე­ბო­დი. უფ­ლის წყა­ლო­ბა არ მოგ­კლე­ბო­დეთ ყვე­ლას“.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 100 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lia gogiashvili
0

Gmertma xeli mogimartot kovel gachirvebashi da tkveni ojaxic da mteli sakartveloc iamakebs tkveni adamianobit

 

ნატო
4

სირცხვილია ხალხო ამდენი განკითხვა. ,,საიდან" ვინ ,,როგორ" ,,რატომ" რა უბედურებაა თქვენ რას იზამდით ამ დროს იქ რომ ყოფილიყავით, დარწმუნებული ვარ თქვენს ოჯახს თქვენს თავს არ მოაკლებდით, იფიქრებდით დენმა რომ დამარტყას ცოლ- შვილს ვინ მიმიხედავსო, ამ ხვთისმოსავმა ადამიანმა მოყვასისთვის თავი გასწირა, არ გესმით ეს რას ნიშნავს და ცოდვაში იგდებთ თავს.თუ შეგიძლია დრო იხელთა გააკეთე სიკეთე, დაუფასე ადამიანს თავგანწირვა, არა და გაჩუმდი. სირცხვილია უბრალოდ ეს უკვე დაყვეფტებული დახმარებაა. გრცხვენოდეთ ქართველებო, გრცხვენოდეთ!

 

ავტორი:

"გამიკვირდა, როცა ჩემს ანგარიშზე თანხის დარიცხვა დაიწყო... მე ფულის გულისთვის არაფერი გამიკეთებია" - რას ამბობს დევი მეზურნიშვილი სოცქსელში წამოწყებულ კამპანიაზე?

"გამიკვირდა, როცა ჩემს ანგარიშზე თანხის დარიცხვა დაიწყო... მე ფულის გულისთვის არაფერი გამიკეთებია" - რას ამბობს დევი მეზურნიშვილი სოცქსელში წამოწყებულ კამპანიაზე?

სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა ვაკის პარკის მთავარი მებაღის, დევი მეზურნიშვილის მიმართ გამოჩენილი ქველმოქმედების აქტი - გამოქვეყნდა მისი საბანკო ანგარიში, რომელზეც მოქალაქეები თანხებს სურვილისამებრ და მადლიერების ნიშნად რიცხავდნენ.

რამდენიმე ადამიანმა გაავრცელა "ლაივი", სადაც მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ წაეხალისებინათ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიისას გამოჩენილი გმირობა და მებაღე, რომელმაც ბავშვები სიკვდილს გადაარჩინა. ამ ინიციატივას სოციალურ ქსელში ზოგიერთი უტაქტოდაც გამოეხმაურა.

როგორც დევი მეზურნიშვილი AMBEBI.GE-ს ეუბნება, საქმის კურსში არ იყო და მისთვისაც მოულოდნელი იყო ეს წამოწყება.

"მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ არ იყო საჭირო... მთელი ცხოვრება თვითონ ქველმოქმედებას ვეწევი, რითაც შემიძლია და ალბათ ამ თანხასაც გაჭირვებულ ადამიანებს გადავცემ" - ამბობს დევი მეზურნიშვილი.

"არ ვიყავი საქმის კურსში, არაფერი ვიცოდი. ძალიან გამიკვირდა, ჩემს ანგარიშზე თანდათან თანხები რომ ირიცხებოდა. ვერ გავიგე, ანგარიში საიდან იცოდნენ, ვინ და როგორ გაავრცელა... მერე „ტვ პირველიდან“ დამიკავშირდნენ და მითხრეს, ეს ჩვენ გავაკეთეთ, ხალხის მხარდაჭერით, თქვენს მიმართ მადლიერება რომ გამოეხატათო. ვუთხარი, რომ არ იყო საჭირო. ნეტა, ის გოგონა გადარჩენილიყო, ამით უფრო ვიამაყებდი და ეს იქნებოდა ჩემთვის საჩუქარი-თქო. არა, არაფერია, არ იუხერხულოთ, ოჯახს მოახმარეთ, ჩვენი ინიციატივით მოხდა ასეო. დიდი მადლობა ყველას, მაგრამ არ იყო საჭირო...

  • ფულის გულისთვის არაფერი გამიკეთებია, ამაზე როგორ უნდა მეფიქრა, ბავშვები იღუპებოდნენ და მათ გადასარჩენად შევედი წყალში.

თვითონ, მთელი ცხოვრება, საქველმოქმედო ფონდში იქეთ ვრიცხავდი, რაც შემეძლო. ამ თანხით კიდევ უამრავ გაჭირვებულს დავეხმარები. უღრმესი მადლობა ყველას, უბრალოდ, არ იყო საჭირო, ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მითხოვია, არავინ ჩათვალოს, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, ან საქმის კურსში ვიყავი. წლების მანძილზე ქირით ვცხოვრობ ერთ პატარა მოჭყუნულ ოთახში და ხელფასის ნახევარს ქირაში ვიხდიდი, მაგრამ მაინც არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ასე მოკრძალებულად ვცხოვრობ, არასდროს არავისთვის არაფერი შემიჩივლია და მითხოვია, რასაც ვშრომობდი, ცოტა იყო თუ - ბევრი, იმით ვკმაყოფილდებოდი. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ ყველას“.

ნახეთ ასევე: