ავტორი:

მიმი შელიას გრანდიოზული დაბადების დღე და დიმა ბილანთან შესრულებული სექსუალური ცეკვა - რა ხდებოდა რუსი მილიარდერის ქართველი რძლის იუბილეზე (ფოტოები)

მიმი შელიას გრანდიოზული დაბადების დღე და დიმა ბილანთან შესრულებული სექსუალური ცეკვა - რა ხდებოდა რუსი მილიარდერის ქართველი რძლის იუბილეზე (ფოტოები)

მირანდა შელია 32 წლის გახდა. რუსეთში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის ფოტო მოდელმა გრანდიოზული დაბადების დღე, მოსკოვში, ერთ-ერთ კლუბში მეგობრებთან ერთად აღნიშნა. იუბილეს მთავარი ვარსკვლავი მიმის შემდეგ დიმა ბილანი იყო, რომელიც საღამოზე მღეროდა და შელიასთან ერთად სექსუალურად იცეკვა.

მიმი შელიას დაბადების დღეს მოსკოვში მცხოვრები ქართველი მეგობრები ანკა ახალია და ნუცა ბერიძეც ესწრებოდნენ, მაგრამ არ იყო იუბილარის უახლოესი მეგობარი ქეთა თოფურია და შელიას ქმარი გრიშა მამურინი. საღამოზე მიწვეულ სტუმრებს მაგიდასთან მიმისთან ერთად გადაღებული ფოტოთი მოსაწვევი დახვდათ. იუბილარმა კი საღამოს დასასრულს სამსართულიანი ტორტი გაჭრა.

შეგახსენებთ, რომ მიმიმ 30 სექტემბერს იმშობიარა. გოგონა ვაჟის დედა გახდა. ქალმა ბავშვი მოსკოვის მახლობლად მდებარე ელიტური კლინიკა „ლაპინოში“ გააჩინა. სწორედ აქ დაიბადნენ ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ტყუპები, ქსენია სობჩაკისა და მაქსიმ ვიტოგრანის პირმშო, ისევე როგორც რუსი ვარსკვლავების შვილები...

ქართველმა ფოტომოდელმა ერთი წელია, რაც რუსი მილიარდერის იგორ ნეკლუდოვის შვილიშვილზე, გრიშა მამურინზე იქორწინა. რამდენიმე თვის წინ გავრცელა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მირანდამ სოციალურ ქსელ ინსტაგრამიდან მეუღლის ყველა ფოტო წაშალა და ორსულობის ბოლო თვეები მეგობრებთან ერთად დუბაიში ისვენებდა...

ჩვენი წყარო ამბობდა, რომ მშობიარობამდე წყვილი შერიგდა, მაგრამ სოციალურ ქსელში გრიშასა და მირანდას საერთო ფოტოები გამქრალია. როგორც იუბილეს ფოტოებიდან ჩანს, მამურინი არც მეუღლის დაბადების დღეს დასწრებია...

ნახეთ ვიდეო: