ავტორი:

"მარიტამ გადაარჩინა თავისი მეგობარი, როცა დაინახა, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა" - განცხადება ვაკის პარკში დაშავებული ლაზარეს მშობლების სახელით: კონსტანტინე ზარნაძის ვიდეომიმართვა

"მარიტამ გადაარჩინა თავისი მეგობარი, როცა დაინახა, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა" - განცხადება ვაკის პარკში დაშავებული ლაზარეს მშობლების სახელით: კონსტანტინე ზარნაძის ვიდეომიმართვა

13 წლის ლაზარეს მდგომარეობა, რომელიც გუშინ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიისას დაშავდა, გაუმჯობესდა. მოზარდი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და ის უკვე ეკონტაქტა საკუთარ მშობლებს.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე, რომელიც ლაზარეს ოჯახის ახლობელია, მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, ამჯერად დაშავებული მოზარდის მშობლების სახელით.

"ოჯახის სახელით მინდა ერთი რამ ვთქვა. 13 წლის მარიტა არის ამქვეყნიური ანგელოზი, რადგან მან შეგნებულად გადაარჩინა თავისი მეგობარი, როცა დაინახა, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა.

ეს ზრდასრულ ადამიანებს ძალიან უჭირთ... პირველი გადამრჩენელი ლაზარესი იყო მარიტა, შემდეგ მებაღე და შემდეგ ქალბატონი მეგი, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ ის, რომ ლაზარემ დღეს მშობლებს პასუხი გასცა კითხვაზე, წყალი დალია და დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა - ამბობს კონსტანტინე ზარნაძე.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: