სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეამაყება ჩემი შვილი... ასეთი ბუნების არის, ადრე ადიდებული ალაზნიდან გამოიყვანა ადამიანი და გადაარჩინა" - რას ჰყვებიან დევი მეზურნიშვილის მშობლები?
"მეამაყება ჩემი შვილი... ასეთი ბუნების არის, ადრე ადიდებული ალაზნიდან გამოიყვანა ადამიანი და გადაარჩინა" - რას ჰყვებიან დევი მეზურნიშვილის მშობლები?

13 ოქ­ტომ­ბერს ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, სა­დაც თა­მა­ში­სას, ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად შად­რე­ვან­ში ჩა­სულ მო­ზარდს და მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სულ მის თა­ნა­ტოლს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა 55-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლია.

და­შა­ვე­ბუ­ლი ორი მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. თვითმხილ­ვე­ლე­ბი გუ­შინ­ვე ჰყვე­ბოდ­ნენ მა­მა­კა­ცის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც შად­რე­ვან­ში შე­სუ­ლი ბავ­შვე­ბი, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად გა­მო­იყ­ვა­ნა. გა­ირ­კვა ისიც, რომ ეს ადა­მი­ა­ნი "ეკო­სერ­ვის ჯგუ­ფის" თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვა­კის პარ­კის მე­ბა­ღე დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლია.

გუ­შინ­დე­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მას სრუ­ლი­ად სა­ზო­გა­დო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას უხ­დის. შვი­ლის გმი­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მშობ­ლებს ეა­მა­ყე­ბათ. დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის დედ-მამა წი­ნან­დალ­ში ცხოვ­რო­ბენ.

რო­გორც ისი­ნი ჰყვე­ბი­ან, მათ­თვის გუ­შინ­დე­ლი დღე გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი იყო:

დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის დედა, თა­მარ მა­მა­ლაშ­ვი­ლი: "სა­მამ თბი­ლის­ში წა­ვი­დო­და, ხან ვე­ნა­ხებ­ში მუ­შა­ობ­და, ხან კონ­კრე­ტულ ობი­ექ­ტებ­ზე. ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში წა­ვი­და, იქ სცა­და თა­ვი­სი ბედი. მუ­შა­ობს ვა­კის პარკში. მის­გან გუ­შინ­დე­ლი საქ­ცი­ე­ლი არ გამ­კვირ­ვე­ბია, რად­გან ბუ­ნე­ბით ასე­თი ადა­მი­ა­ნია. ადრე ალა­ზან­ზე და­დი­ო­და ხოლ­მე, მა­ში­ნაც ვი­ღაც გა­და­არ­ჩი­ნა. ისე­თი ადი­დე­ბუ­ლი წყლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა ადა­მი­ა­ნი, რომ სა­კუ­თა­რი თავი საფრ­თხე­ში ჩა­იგ­დო.

წუ­ხელ გა­ვი­გეთ, რომ რა­ღაც მოხ­და. არ ვი­ცო­დით, რა მოხ­და. როცა დაგ­ვი­რე­კა, თან ტი­რო­და. მოგ­ვიყ­ვა ყვე­ლა­ფე­რი, მარ­თა­ლია დენი მარ­ტყამ­დაო, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი იყ­ვნე­ნო... თა­ვა­დაც 16 წლის შვი­ლი ჰყავს, დი­ლა­საც ვტი­რო­დი, ალ­ბათ, რო­გორ გა­ნიც­დის მომ­ხდარს, იმის თა­ვი­დან ხომ არ ამო­ვა ეს სა­ში­ნე­ლი რა­ღაც. მე­ა­მა­ყე­ბა ჩემი შვი­ლის საქ­ცი­ე­ლი".

დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის მამა: "და­მი­რე­კა დი­ლას, აბა რა მექ­ნა მამა, არ გა­მო­მეყ­ვა­ნაო?. მარ­თა­ლია დენი მარ­ტყამ­დაო, მაგ­რამ გა­ვუმკლავ­დიო. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ესე­ნი გა­და­ვარ­ჩი­ნეო. მე­სა­მეს ვე­ღარ მი­ვუს­წა­რიო. ძლი­ე­რი დენი ყო­ფი­ლა, ის გოგო სა­დაც იყო".

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსა
0

„ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.“ გოეთ

გიორგი
1

ღირსების ორდერი და ბინა , დევი მეზურნიშვილს და მის მშობლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"მეამაყება ჩემი შვილი... ასეთი ბუნების არის, ადრე ადიდებული ალაზნიდან გამოიყვანა ადამიანი და გადაარჩინა" - რას ჰყვებიან დევი მეზურნიშვილის მშობლები?

"მეამაყება ჩემი შვილი... ასეთი ბუნების არის, ადრე ადიდებული ალაზნიდან გამოიყვანა ადამიანი და გადაარჩინა" - რას ჰყვებიან დევი მეზურნიშვილის მშობლები?

13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია.

დაშავებული ორი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. თვითმხილველები გუშინვე ჰყვებოდნენ მამაკაცის შესახებ, რომელმაც შადრევანში შესული ბავშვები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანა. გაირკვა ისიც, რომ ეს ადამიანი "ეკოსერვის ჯგუფის" თანამშრომელი, ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილია.

გუშინდელიდან მოყოლებული მას სრულიად საზოგადოება განსაკუთრებულ მადლობას უხდის. შვილის გმირობა განსაკუთრებით მშობლებს ეამაყებათ. დევი მეზურნიშვილის დედ-მამა წინანდალში ცხოვრობენ.

როგორც ისინი ჰყვებიან, მათთვის გუშინდელი დღე განსაკუთრებით ემოციური იყო:

დევი მეზურნიშვილის დედა, თამარ მამალაშვილი: "სამამ თბილისში წავიდოდა, ხან ვენახებში მუშაობდა, ხან კონკრეტულ ობიექტებზე. ბოლო პერიოდში თბილისში წავიდა, იქ სცადა თავისი ბედი. მუშაობს ვაკის პარკში. მისგან გუშინდელი საქციელი არ გამკვირვებია, რადგან ბუნებით ასეთი ადამიანია. ადრე ალაზანზე დადიოდა ხოლმე, მაშინაც ვიღაც გადაარჩინა. ისეთი ადიდებული წყლიდან გამოიყვანა ადამიანი, რომ საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდო.

წუხელ გავიგეთ, რომ რაღაც მოხდა. არ ვიცოდით, რა მოხდა. როცა დაგვირეკა, თან ტიროდა. მოგვიყვა ყველაფერი, მართალია დენი მარტყამდაო, მაგრამ ბავშვები იყვნენო... თავადაც 16 წლის შვილი ჰყავს, დილასაც ვტიროდი, ალბათ, როგორ განიცდის მომხდარს, იმის თავიდან ხომ არ ამოვა ეს საშინელი რაღაც. მეამაყება ჩემი შვილის საქციელი".

დევი მეზურნიშვილის მამა: "დამირეკა დილას, აბა რა მექნა მამა, არ გამომეყვანაო?. მართალია დენი მარტყამდაო, მაგრამ გავუმკლავდიო. მეამაყება, რომ ესენი გადავარჩინეო. მესამეს ვეღარ მივუსწარიო. ძლიერი დენი ყოფილა, ის გოგო სადაც იყო".

ნახეთ ასევე: