თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე, სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მეგი ბანცაძე გუშინდელი დღის კიდევ ერთი გმირია, რომელმაც ვაკის პარკში დაშავებული ბავშვებიდან ერთ-ერთს - ლაზარეს, სასწრაფოს მოსვლამდე გული აუმუშავა...
კონსტანტინე ზარნაძე:
"ეს გოგო იცით ვინ არის ?! ჩვენი დროის გმირი მეგი ბანცაძე! შემთხვევითი გამვლელი, ვინც ჩვენს ლაზარეს პირველადი დახმარება გაუწია, გული აუმუშავა სასწრაფოს მისვლამდე და ფაქტიურად გადაარჩინა".
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ლაზარე "ნიუ ჰოსპიტალში" მკურნალობს. ახლახან გავრცელდა სასიხარულო ინფორმაცია, რომ მოზარდი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც იაშვილის კლინიკაში იყო, უკვე შინ გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
იხილეთ ასევე: