მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია... პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ,  ეს არ უნდა მომხდარიყო" - ჯანდაცვის მინისტრი ვაკის პარკის ტრაგედიაზე
"ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია... პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ,  ეს არ უნდა მომხდარიყო" - ჯანდაცვის მინისტრი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი. აზა­რაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, კლი­ნი­კა "ნიუ ჰოს­პი­ტალსში" მი­ვი­და და და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ზარ­დი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

  • "ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი და ვფიქ­რობ, მომ­დევ­ნო ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თვი­თონ ექი­მი გა­ა­კე­თებს კო­მენ­ტარს და იქი­დან გა­ი­გებთ ყვე­ლა სხვა დე­ტალს“, - გა­ნა­ცხა­და აზა­რაშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, უნდა აი­ღოს თუ არა, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, აზა­რაშ­ვი­ლი ასე პა­სუ­ხობს: "ფაქ­ტი ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამა­ზე მეც ვგრძნობ, ასე­თი ფაქ­ტი არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ამ და სხვა პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე დღეს არ გი­პა­სუ­ხებთ, ძა­ლი­ან დამ­ძი­მე­ბუ­ლი ვარ ემო­ცი­უ­რად, შიგ­ნით ვი­ყა­ვი და თვი­თონ ბავ­შვიც ვნა­ხე“.

შე­გახ­სე­ნებთ, მიმ­დი­ნა­რე წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით 67
0

სიტყვა პასუხისმგებლობა საერთოდ დაივიწყეთ, ამოიღეთ ანბანიდან ან ისწავლეთ ამ სიტყვის მნიშვნელობა და შეასრულეთ!

gio
0

სწორედაც ხართ!!! არ გაინტერსებთ რეალური პრობლემები და თანხებს ხარჯავთ იმაე რაც არაა საჭირო, ლოჯისტიკა ხომ გაქვთ გამართული, ერთხელ მაინც იკითხეთ ბაღებში რა ხდება ჩამორეკვით, იაფად ნაპოვნ კომპანიებსი რომ აკეთბენ რაც ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, თუნდაც გარემოს დაცვოს მხრივ ?! არა რათქმაუნდა . ეს გაპროტესტეთ და არა ის მიშამ ჭამა თუ არა!!!

ავტორი:

"ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია... პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ,  ეს არ უნდა მომხდარიყო" - ჯანდაცვის მინისტრი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

"ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია... პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ,  ეს არ უნდა მომხდარიყო" - ჯანდაცვის მინისტრი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. აზარაშვილი რამდენიმე წუთის წინ, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" მივიდა და დაშავებული მოზარდი მოინახულა.

  • "ბავშვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ვფიქრობ, მომდევნო ერთი საათის განმავლობაში თვითონ ექიმი გააკეთებს კომენტარს და იქიდან გაიგებთ ყველა სხვა დეტალს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აიღოს თუ არა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მორალური პასუხისმგებლობა, აზარაშვილი ასე პასუხობს: "ფაქტი ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი ფაქტია და პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ, ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ამ და სხვა პოლიტიკურ თემებზე დღეს არ გიპასუხებთ, ძალიან დამძიმებული ვარ ემოციურად, შიგნით ვიყავი და თვითონ ბავშვიც ვნახე“.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.