საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ შადრევანს ისტორიულად, ჰქონდა მოაჯირი, ის არასდროს არ იყო  ბავშვების საჭყუმპალაო ადგილი" - არქიტექტორი ვაკის პარკის ტრაგედიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე წერს
"ამ შადრევანს ისტორიულად, ჰქონდა მოაჯირი, ის არასდროს არ იყო  ბავშვების საჭყუმპალაო ადგილი" - არქიტექტორი ვაკის პარკის ტრაგედიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე წერს

არ­ქი­ტექ­ტო­რი, ურ­ბა­ნის­ტი და მო­ქან­და­კე ირაკ­ლი ჟვა­ნია ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს და სა­უბ­რობს იმა­ზე, რას შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­ეწ­ვია ყო­ვე­ლი­ვე ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

"გუ­შინ­დე­ლი ტრა­გე­დი­ის გამო ბევ­რი კი­თხვა ის­მის, ტექ­ნი­კუ­რად რას შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­ეწ­ვია ბავ­შვის და­ღუპ­ვა და ვისი "მოღ­ვა­წე­ო­ბის" ბრა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მომ­ხდა­რი. ვეც­დე­ბი ავ­ხსნა.

1. ამ შად­რე­ვანს ის­ტო­რი­უ­ლად გარ­შე­მო ჰქონ­და მო­ა­ჯი­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვახ­სოვს ჩვე­ნი ბავ­შვო­ბი­დან. ეს მო­ა­ჯი­რი არ იყო მა­ღა­ლი, მაგ­რამ მის გამო ეს შად­რე­ვა­ნი არას­დროს არ იყო მა­სი­უ­რად ბავ­შვე­ბის სა­ჭყუმ­პა­ლაო ად­გი­ლი, და სწო­რა­დაც. რა­ტომ: იმი­ტომ, რომ დენს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, იქ სა­დაც ძლი­ე­რი ჭავ­ლე­ბი მუ­შა­ობს დიდი წნე­ვით, ბავ­შვე­ბის ყოფ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა, ჭავ­ლი­დან გა­მო­ტყორ­ცნილ­მა წყალ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს ბავ­შვის თვა­ლე­ბი და სახე.

მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის გაქ­ცე­ვის და წყალ­ში ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ვერ მო­ეს­წროს ადეკ­ვა­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბა მშობ­ლის­გან და მოხ­დეს ტრა­გე­დია დე­ნის გა­რე­შეც. ეს მო­ა­ჯი­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო იქ, სა­დაც ის ის­ტო­რი­უ­ლად არ­სე­ბობ­და. სხვა­თა­შო­რის, ეს პარ­კი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია და მისი ვი­ზუ­ა­ლის შეც­ვლაც არ შე­იძ­ლე­ბო­და, მათ შო­რის ამ ის­ტო­რი­უ­ლი მო­ა­ჯი­რი­საც. მაგ­დე­ნი კი უნდა ეს­მო­დეთ.

რე­ზუ­მე: შად­რევ­ნის გარ­შე­მო არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბო­და დამ­ცა­ვი მო­ა­ჯი­რის მოხ­სნა და შად­რევ­ნის სა­ჭყუმ­პა­ლა­ოდ გახ­სნა, რაც მე­რი­ამ გა­ა­კე­თა.(ჩვენ მიერ ამ შად­რევ­ნის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში, 2014-2015 წწ გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო ბავ­შვე­ბი ჩაგ­ვეშ­ვა ჩარ­თულ შად­რე­ვან­ში).

2. შად­რე­ვან­ში ტექ. მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო­ფა სამ ნა­წი­ლად, ესაა ტუმ­ბო­ე­ბი, გა­ნა­თე­ბა და წყლის კო­ლექ­ტო­რე­ბი. გა­ნა­თე­ბა რო­გორც წესი, კეთ­დე­ბა 12 ან 24 ვოლ­ტის სიმ­ძლავ­რის, რაც გა­მო­რი­ცხავს სა­ნა­თი­დან დე­ნის დარ­ტყმას ბავ­შვზე. კო­ლექ­ტო­რებ­ში დენი სა­ერ­თოდ არ გა­დის, მხო­ლოდ წყა­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ტუმ­ბო­ებს: არ­სე­ბობს ზე­და­პი­რუ­ლი ანუ მშრა­ლი ტუმ­ბო­ე­ბი ( 5 ასე­თი და­ვა­ყე­ნეთ ჩვენ 2014 წელს ამ შად­რევ­ნის გვერ­დზე მი­წის ქვეშ ოთახ­ში), არ­სე­ბობს ჩა­ძი­რუ­ლი ტუმ­ბო­ე­ბი ( ასე­თე­ბი და­ვა­ყე­ნეთ სა­ბავ­შვო შად­რე­ვან­ში, შუა მცი­რე კას­კად­ში 2014 წელს).

მშრა­ლი ტუმ­ბო­ე­ბი ყენ­დე­ბა შად­რევ­ნის გა­რეთ, ჩა­ძი­რუ­ლი კეთ­დე­ბა ხოლ­მე შად­რე­ვან­ში წყალ­ში. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად კეთ­დე­ბა და­მი­წე­ბა. ასე­ვე ჩა­ძი­რუ­ლი ტუმ­ბო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მარ­თვის პულტზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს მთე­ლი რიგი დაც­ვე­ბი: ფა­ზუ­რი დაც­ვა, სით­ბუ­რი დაც­ვა და რაც მთა­ვა­რია, ე.წ. გა­ჟონ­ვის რე­ლე­თი დაც­ვა.

ეს ნიშ­ნავს შემ­დეგს: თუკი სად­მე წყა­ლი მოხ­ვდა დე­ნის სა­დე­ნებს და დენი გა­და­ვი­და წყალ­ზე, ამ რე­ლემ ავ­ტო­მა­ტუ­რად უნდა გა­თი­შოს ტუმ­ბოს ჩამ­რთვე­ლი ავ­ტო­მა­ტი, რომ არ მოხ­დეს დე­ნის დარ­ტყმა ადა­მი­ან­ზე. რა მოხ­და გუ­შინ ამას იმე­დია ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, მაგ­რამ ერ­თის თქმა შე­იძ­ლე­ბა: სის­ტე­მა იყო გა­კე­თე­ბუ­ლი უხა­რის­ხოდ და ავ­ტო­მა­ტი­კამ არ გა­თი­შა წყალ­ზე გა­და­სუ­ლი დე­ნის წყა­რო. გამ­კე­თე­ბელ­მა გა­ა­კე­თა, ექ­სპერ­ტი­ზამ "შე­ა­მოწ­მა", შემ­დეგ შად­რე­ვა­ნი გა­და­ა­ბა­რეს შპს "ეკო­სერ­ვისს", რო­მე­ლიც ამუ­შა­ვებს თბი­ლი­სის შად­რევ­ნებს, ამ უკა­ნას­კნელ­მა არ შე­ა­მოწ­მა სის­ტე­მა სა­თა­ნა­დოდ და ისე ამუ­შა­ვა. სა­ბო­ლო­ოდ კი მო­ა­ჯი­რის მოხ­სნამ და სის­ტე­მის მიერ ავა­რი­ულ­მა არ­გა­თიშ­ვამ გა­მო­იწ­ვია ის ტრა­გე­დია, რაც გუ­შინ მოხ­და.

რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ის ვაჟ­კა­ცი კაცი დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ის ორი ბავ­შვიც და­ღუ­პუ­ლი­ყო...ვისი ბრა­ლია ამას დიდი გა­მო­ძი­ე­ბა არ სჭირ­დე­ბა: ვინც ასე­თი სის­ტე­მა აა­წყო, ექ­სპერ­ტი­ზამ რო­მელ­მაც "შე­ა­მოწ­მა" და აქ­ტიც შე­ად­გი­ნა, შემ­დეგ ვინც ჩა­ი­ბა­რა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწევ­და, სა­მი­ვე მხა­რეს ერ­თობ­ლი­ვი "მოღ­ვა­წე­ო­ბის". და რა­საკ­ვირ­ვე­ლია იმ მე­რი­ის, რო­მელ­საც ეგე­თი ინ­ჟინ­რე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი და მომ­ვლე­ლე­ბი ყავს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში წყალ­ზე დე­ნის არ­გა­დას­ვლა რომ ვერ მო­უგ­ვა­რე­ბი­ათ, შუა ქა­ლაქ­ში რომ 13 წლის ბავ­შვი არ ეწი­რე­ბო­დეს ამათ "მოღ­ვა­წე­ო­ბას"...." - ირაკ­ლი ჟვა­ნია.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­საც მოჰ­ყვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gogi
2

მერე და ჩვენ ხომ აზიაში ვიმყოფებით.

ნია
7

ბარემ გალიებში ჩასვით შადრევნები. აღარ იციან რა გაპრავება მოიფიქრონ. რას უშვება ადამიანს ფული უსულო სისტემაში. 

ავტორი:

"ამ შადრევანს ისტორიულად, ჰქონდა მოაჯირი, ის არასდროს არ იყო  ბავშვების საჭყუმპალაო ადგილი" - არქიტექტორი ვაკის პარკის ტრაგედიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე წერს

"ამ შადრევანს ისტორიულად, ჰქონდა მოაჯირი, ის არასდროს არ იყო  ბავშვების საჭყუმპალაო ადგილი" - არქიტექტორი ვაკის პარკის ტრაგედიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე წერს

არქიტექტორი, ურბანისტი და მოქანდაკე ირაკლი ჟვანია ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით წერს და საუბრობს იმაზე, რას შეიძლებოდა გამოეწვია ყოველივე ტექნიკური თვალსაზრისით.

"გუშინდელი ტრაგედიის გამო ბევრი კითხვა ისმის, ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი "მოღვაწეობის" ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი. ვეცდები ავხსნა.

1. ამ შადრევანს ისტორიულად გარშემო ჰქონდა მოაჯირი, რომელიც ყველას გვახსოვს ჩვენი ბავშვობიდან. ეს მოაჯირი არ იყო მაღალი, მაგრამ მის გამო ეს შადრევანი არასდროს არ იყო მასიურად ბავშვების საჭყუმპალაო ადგილი, და სწორადაც. რატომ: იმიტომ, რომ დენს რომ თავი დავანებოთ, იქ სადაც ძლიერი ჭავლები მუშაობს დიდი წნევით, ბავშვების ყოფნა არ შეიძლება, ჭავლიდან გამოტყორცნილმა წყალმა შეიძლება დააზიანოს ბავშვის თვალები და სახე.

მცირეწლოვანი ბავშვის გაქცევის და წყალში ჩავარდნის შემთხვევაში შეიძლება ვერ მოესწროს ადეკვატური მოქმედება მშობლისგან და მოხდეს ტრაგედია დენის გარეშეც. ეს მოაჯირი უნდა ყოფილიყო იქ, სადაც ის ისტორიულად არსებობდა. სხვათაშორის, ეს პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ვიზუალის შეცვლაც არ შეიძლებოდა, მათ შორის ამ ისტორიული მოაჯირისაც. მაგდენი კი უნდა ესმოდეთ.

რეზუმე: შადრევნის გარშემო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა დამცავი მოაჯირის მოხსნა და შადრევნის საჭყუმპალაოდ გახსნა, რაც მერიამ გააკეთა.(ჩვენ მიერ ამ შადრევნის მოვლა-პატრონობის პერიოდში, 2014-2015 წწ გამორიცხული იყო ბავშვები ჩაგვეშვა ჩართულ შადრევანში).

2. შადრევანში ტექ. მოწყობილობა იყოფა სამ ნაწილად, ესაა ტუმბოები, განათება და წყლის კოლექტორები. განათება როგორც წესი, კეთდება 12 ან 24 ვოლტის სიმძლავრის, რაც გამორიცხავს სანათიდან დენის დარტყმას ბავშვზე. კოლექტორებში დენი საერთოდ არ გადის, მხოლოდ წყალი. რაც შეეხება ტუმბოებს: არსებობს ზედაპირული ანუ მშრალი ტუმბოები ( 5 ასეთი დავაყენეთ ჩვენ 2014 წელს ამ შადრევნის გვერდზე მიწის ქვეშ ოთახში), არსებობს ჩაძირული ტუმბოები ( ასეთები დავაყენეთ საბავშვო შადრევანში, შუა მცირე კასკადში 2014 წელს).

მშრალი ტუმბოები ყენდება შადრევნის გარეთ, ჩაძირული კეთდება ხოლმე შადრევანში წყალში. ორივე შემთხვევაში აუცილებლად კეთდება დამიწება. ასევე ჩაძირული ტუმბოების შემთხვევაში მართვის პულტზე გათვალისწინებული უნდა იყოს მთელი რიგი დაცვები: ფაზური დაცვა, სითბური დაცვა და რაც მთავარია, ე.წ. გაჟონვის რელეთი დაცვა.

ეს ნიშნავს შემდეგს: თუკი სადმე წყალი მოხვდა დენის სადენებს და დენი გადავიდა წყალზე, ამ რელემ ავტომატურად უნდა გათიშოს ტუმბოს ჩამრთველი ავტომატი, რომ არ მოხდეს დენის დარტყმა ადამიანზე. რა მოხდა გუშინ ამას იმედია ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ ერთის თქმა შეიძლება: სისტემა იყო გაკეთებული უხარისხოდ და ავტომატიკამ არ გათიშა წყალზე გადასული დენის წყარო. გამკეთებელმა გააკეთა, ექსპერტიზამ "შეამოწმა", შემდეგ შადრევანი გადააბარეს შპს "ეკოსერვისს", რომელიც ამუშავებს თბილისის შადრევნებს, ამ უკანასკნელმა არ შეამოწმა სისტემა სათანადოდ და ისე ამუშავა. საბოლოოდ კი მოაჯირის მოხსნამ და სისტემის მიერ ავარიულმა არგათიშვამ გამოიწვია ის ტრაგედია, რაც გუშინ მოხდა.

რომ არ ყოფილიყო ის ვაჟკაცი კაცი დევი მეზურნიშვილი, შეიძლება ის ორი ბავშვიც დაღუპულიყო...ვისი ბრალია ამას დიდი გამოძიება არ სჭირდება: ვინც ასეთი სისტემა ააწყო, ექსპერტიზამ რომელმაც "შეამოწმა" და აქტიც შეადგინა, შემდეგ ვინც ჩაიბარა და ექსპლუატაციას უწევდა, სამივე მხარეს ერთობლივი "მოღვაწეობის". და რასაკვირველია იმ მერიის, რომელსაც ეგეთი ინჟინრები, ექსპერტები და მომვლელები ყავს, 21-ე საუკუნეში წყალზე დენის არგადასვლა რომ ვერ მოუგვარებიათ, შუა ქალაქში რომ 13 წლის ბავშვი არ ეწირებოდეს ამათ "მოღვაწეობას"...." - ირაკლი ჟვანია.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

იხილეთ ასევე: