ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვლადიმერ მაკეის განცხადებით, ქვეყანაში შემოიღეს კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც, გარე საზღვრებზე კონტროლი გაძლიერდა.
მანამდე მან გამოცემა Izvestia-სთან საუბარში განაცხადა, რომ ბელარუსში, მეზობელი ქვეყნებიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო, "კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი წესდება.
"არსებობდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან იგეგმებოდა პროვოკაციები, რაც დაკავშირებულია ბელარუსის ტერიტორიების ნაწილის დაკავების საფრთხესთან”, - განაცხადა ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ლუკანშენკოს დღემდე ,ოფიციალურად ,არ უღიარებია არც აფხაზეთის ,და არც სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა! ...და სანამ ასე გააგრძელებს ლუკაშენკო, იმ დღემდე მე მას შეუდარელად უფრო დიდ პატივს ვცემ, ვიდრე საქართველოს ყველა კარიკატურულ პოლიტიკოსს, სააკიანის თამადობით! აი დანარჩენი კი, რაც საქართველოს არ ეხება და რასაც აკეთებს ლუკაშენკო, მართალი გითხრათ აბსოლუტურად არ მადარდებს!
მალე გაგიკეთებენ უკან ბაწკა.