ავტორი:

"გიორგის ეს ადამიანური ბოდიში რას ნიშნავს, ვიცით ყველამ, ვინც მის პიროვნულ ღირსებებს ვიცნობთ" - ბექა ოდიშარია გიორგი ამილახვარს გამოესარჩლა: რას წერს დეპუტატი?

"გიორგის ეს ადამიანური ბოდიში რას ნიშნავს, ვიცით ყველამ, ვინც მის პიროვნულ ღირსებებს ვიცნობთ" - ბექა ოდიშარია გიორგი ამილახვარს გამოესარჩლა: რას წერს დეპუტატი?

უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას, ასევე გიორგი ამილახვარის მიმართ არსებულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დღეს უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს ქალაქში დაღუპული ჩვენი პატარა გოგო, მარიტა, დღეს ჩვენი ყველას შვილია. მისი ოჯახის, მეგობრების, ნათესავების და თითოეული თქვენთაგანის ტკივილს და მწუხარებას ვიზიარებთ ჩვენი ოჯახებით. სული გვეწვის თავმდაბლად და უმორჩილესად გთხოვთ, იქნებ თავი შევიკავოთ დღეს და ზოგადად ამ დღეებში ერთმანეთის ზედმეტი დაჭრილობებისგან.

არ შემიძლია, რომ არ ვთქვა ერთი რამ: ალბათ მეც დავიმსახურებ ზოგიერთი თქვენთაგანის გულისწყრომას, თუმცა მე ამის გამო ვერ მოვერიდები იმის თქმას, რისიც ღრმად მწამს ღმერთის, ჩემი ოჯახის და თქვენს წინაშე!

ჩემი გამოსარჩლება და ვექილობა არავის ჭირდება! მითუმეტეს ჩვენს მეგობარს და ღირსეულ კაცს გიორგი ამილახვარს. თავად გააკეთა კომენტარი და აღარ შევალ ამის მეტ განხილვაში. საზოგადოების მიმართ გიორგის ეს ადამიანური ბოდიში, რას ნიშნავს და რამხელა განცდით არის განპირობებული, ყველამ ვიცით, ვინც მის პიროვნულ ღირსებებს ვიცნობთ, თუმცა მინდა ყველა ჩვენს კეთილის, თუ ავის მოსურნეს მივმართო მთელი გულით: ამ ადამიანს, პიროვნებას, კაცთმოყვარე ოჯახის( საოცარად თავმდაბალი მეუღლის და ორი ანგელოზი ქალიშვილის) პატრონს ვიცი რა აქვს გულში! იქნებ ვისაც ეს ამბავი მართლაც(!) გვტკივა, მეტნაკლები სიმშვიდე შევინარჩუნოდ შეძლებისდაგვარად ნებისმიერი დამნაშევე, რომელსაც გამოკვეთს ძიება პასუხს მთელი სიმკაცრით აგებს ქართული მართლმსაჯულების წინაშე!

მესმის, რომ მშობლებისთვის და ოჯახისთვის ეს ვერაფერი შეღავათია!ამიტომაც გვეწვის გული" - წერს ოდიშარია.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას გიორგი ამილახვარმა აღიშნა, რომ "არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე". მას შემდეგ რაც მის კომენტარს საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მან "ოცნების" დეპუტატმა ბოდიში მოიხადა.

ნახეთ: