საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით "სუნთქავს, სუნთქავსო"... ამ დრომდე ტირიან დაცვის ბიჭები" - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე?
"მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით "სუნთქავს, სუნთქავსო"...  ამ დრომდე ტირიან დაცვის ბიჭები" - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, სა­დაც თა­მა­ში­სას, ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად შად­რე­ვან­ში ჩა­სულ მო­ზარდს და მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სულ მის თა­ნა­ტოლს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა.

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვა­კის პარკში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტო­რი იყო „გრინ სერ­ვი­სი“ და პრო­ექ­ტი შე­მოწ­მე­ბუ­ლი იყო.

  • გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა 55-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლია. ის ჩოგ­ბურ­თე­ლი იყო და წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალ­საც უწი­ნა­სარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. მა­რი­ტა გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და.

ჟურ­ნა­ლის­ტი ნანა აკო­ბი­ძე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ წერს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით ვა­კის პარკში მისი სიძე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ შე­ეს­წრო სა­ზა­რელ ფაქტს:

"იცით, ხო - ბავ­შვი მოკ­ვდა დღეს ვა­კის პარკში. ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით სკო­ლი­დან გა­სუ­ლე­ბი დას­ვე­ნე­ბა­ზე. უკვე მკვდა­რი იყო.“ჩემი შვი­ლი ამ­ბობს. სკო­ლი­დან დაბ­რუნ­და - ისევ ვა­კის პარკზე გად­მო­ი­ა­რა. ყვი­თე­ლი ლენ­ტე­ბით შე­მო­სა­ზღვრულ ად­გილ­ზე.მო­ვი­და და ჰყვე­ბა სხვა ბავ­შვის სიკ­ვდი­ლის ამ­ბავს - შემ­ზა­რა­ვად მშვი­დი ხმით.15 წლი­საა და შეჩ­ვე­უ­ლია უკვე არა­იშ­ვი­ათ სიკ­ვდი­ლებს და ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვებს. თვა­ლიც შე­აჩ­ვია, ყუ­რიც და ემო­ცი­ებ­საც მარ­თავს - ჩემ­ზე უკე­თე­სად.

ჩემი სიძე კი, რო­მე­ლიც ვა­კის პარკში მუ­შა­ობს და იმ სა­ბე­დის­წე­რო წუ­თე­ბამ­დე კა­რუ­სე­ლებ­ზე აკა­ტა­ვა ეს ულა­მა­ზე­სი გოგო სხვა ბავ­შვებ­თან ერ­თად, ამ დრომ­დე ტი­რის დაც­ვის სხვა ბი­ჭებ­თან ერ­თად: ისე­თი ლა­მა­ზი იყო, წყლი­დან რომ ამო­იყ­ვა­ნეს - ან­გე­ლოზს ჰგავ­დაო. მამა მო­ვარ­და სახ­ლის ტან­საც­მლით "სუნ­თქავს, სუნ­თქავს" - ჯი­უ­ტად იძახ­დაო...

და ჰო - ჯერ ბიჭი გა­დამხტა­რა შად­რევ­ნი­დან ბურ­თის ამო­სა­ღე­ბად. იმ ბი­ჭის საშ­ვე­ლად გა­დამხტა­რა ეს ან­გე­ლო­ზი გოგო, მე­ო­რე ბი­ჭთან ერ­თად....სა­ში­შად შე­ეჩ­ვივ­ნენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სიკ­ვდი­ლებს და საფრ­თხე­ებს. ჩვენ ვერ - მაგ­რამ რა მერე? რას ვა­კე­თებთ, ტი­რი­ლის და მოთ­ქმის გარ­და?ვე­რა­ფერს. იმი­ტომ, რომ მხო­ლოდ ტი­რი­ლი გა­მოგ­ვდის კარ­გად" - წერს აკო­ბა­ძე.

ნა­ხეთ ასე­ვე:

"წყნა­რი და ღი­მი­ლი­ა­ნი გო­გო­ნა იყო, სპორ­ტი სწავ­ლა­ში ხელს არ უშ­ლი­და... გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია მისი დამ­რი­გე­ბე­ლი" - რას ჰყვე­ბა ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პულ გო­გო­ნა­ზე მას­წავ­ლე­ბე­ლი?

"მა­რი­ტა ჩემს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და! ჩემი მწვრთნე­ლის შვი­ლია!" - რას წერს რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე გარ­დაც­ვლილ გო­გო­ნა­ზე?

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციური
7

ჩემს ბავშვობაში ვსწავლობდიტ უსაფრთხოების წესებს, სამსახურში რომ მიმიღეს სანამ არ გავიარე ეს სამსახური შიგნით არ შემიშვეს, ყველა ორგანიზაციას ჰქონდა, ეხლა სავალდებულო პირებმა არაფერი იციან დაათვალიერეთ და ნახავთ, უნდა მოსთხოვონ დიდსა თუ პატარას უსაფრთხოების წესები, ბუნებასთან ურთიერთობა მაგრამ მთავარს არ ასწავლიან, სპეციალისტები მოდიან აზრზე არ არიან, ღამით ყველგან ნახავთ ანთებულ დატოვებულ ეკრანებს, კომპიუტერებს, ტელევიზორებს, 24-საათიან სამსახუღსი ისვენებს თანამშრომელი, ანთია ტელევიზორი და ყველა ის რაც იმ დროს არ სჭირდება, რამდენი დენი იხაჟება, ტექნიკა ხომ გამოდის მწყობრიდან და რამდენი რამ შეიზლება მოხდეს, ეს დასჯადი არ არის, უნდათ დაანახონ ვიღაცას აი რამდენს მუშაობენ, სირცხვილია ასეთი უვიცობა, სასწრაფოდ უნდა შეიმუშაონ კანონი, საჭიროების გარეშე გაითიშოს ზედმეტი რაც არის, როდის უნდა ვისწავლოთ ეს ყველაფერი

katerina
3

ვაკის პარკში ყოველდღე დავდივარ, ვცხოვრობ ახლოს, ძალიან არ მომწონს სიტუაცია, შადრევანს რაც შეეხება უნდა ეწეროს ჩასვლა დასჯადია, დარბიან ბავშვები, სულ მიკვირადა რომ ის ძალიან ღიადაა, თანაც ვიღაცა ყოველ დილით უნდა ამოწმებდეს სიტუაციას, სხვა ადგილებიც შესამოწმებელია, ქართველები ბუნებით ვართ ჰარი-ჰარალე, უპასუხისმგებლო ხალხი, ბავშვებს სკოლაში უნდა ასწავლიდნენ უსაფრთხოების წესებს, ნახეთ ორგანიზაციებში, ოთახებში შიგნით სადაც დგას ტექნიკა კაბელები ღიადაა, ის ცეცხლის გაცენის სემთხვევაში ვაკუუმია და არ არის საშისი, ღიად არა ხარ დაცული, ყველა ორგანიზაცია უნდა შემოწმდეს და დაეკისროს ჯარიმა, ყველაგნ უნდა მოსხდეს კონტროლი, ასევე სადენები ზველ კორპუსებში ღიად ჰკიდია კარებთან, დაწესდეს კონტროლი, დენი, გაზი, საქართველოში ჰარი-ჰარალედ არის ჩამოკიდებული, გაყვანილი, ვინ უნდა აგოს პასუხი, ცემს კორპუსსი ბომბზე ვზივართ

 

ავტორი:

"მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით "სუნთქავს, სუნთქავსო"... ამ დრომდე ტირიან დაცვის ბიჭები" - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე?

"მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით "სუნთქავს, სუნთქავსო"...  ამ დრომდე ტირიან დაცვის ბიჭები" - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე?

ტრაგედია დატრიალდა ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“ და პროექტი შემოწმებული იყო.

  • გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია. ის ჩოგბურთელი იყო და წარმატებულ მომავალსაც უწინასარმეტყველებდნენ. მარიტა გასულ წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

ჟურნალისტი ნანა აკობიძე მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს. მისი ინფორმაციით ვაკის პარკში მისი სიძე მუშაობს, რომელიც უშუალოდ შეესწრო საზარელ ფაქტს:

"იცით, ხო - ბავშვი მოკვდა დღეს ვაკის პარკში. ბავშვები ვიყავით სკოლიდან გასულები დასვენებაზე. უკვე მკვდარი იყო.“ჩემი შვილი ამბობს. სკოლიდან დაბრუნდა - ისევ ვაკის პარკზე გადმოიარა. ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრულ ადგილზე.მოვიდა და ჰყვება სხვა ბავშვის სიკვდილის ამბავს - შემზარავად მშვიდი ხმით.15 წლისაა და შეჩვეულია უკვე არაიშვიათ სიკვდილებს და ტრაგიკულ შემთხვევებს. თვალიც შეაჩვია, ყურიც და ემოციებსაც მართავს - ჩემზე უკეთესად.

ჩემი სიძე კი, რომელიც ვაკის პარკში მუშაობს და იმ საბედისწერო წუთებამდე კარუსელებზე აკატავა ეს ულამაზესი გოგო სხვა ბავშვებთან ერთად, ამ დრომდე ტირის დაცვის სხვა ბიჭებთან ერთად: ისეთი ლამაზი იყო, წყლიდან რომ ამოიყვანეს - ანგელოზს ჰგავდაო. მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით "სუნთქავს, სუნთქავს" - ჯიუტად იძახდაო...

და ჰო - ჯერ ბიჭი გადამხტარა შადრევნიდან ბურთის ამოსაღებად. იმ ბიჭის საშველად გადამხტარა ეს ანგელოზი გოგო, მეორე ბიჭთან ერთად....საშიშად შეეჩვივნენ ჩვენი შვილები სიკვდილებს და საფრთხეებს. ჩვენ ვერ - მაგრამ რა მერე? რას ვაკეთებთ, ტირილის და მოთქმის გარდა?ვერაფერს. იმიტომ, რომ მხოლოდ ტირილი გამოგვდის კარგად" - წერს აკობაძე.

ნახეთ ასევე:

"წყნარი და ღიმილიანი გოგონა იყო, სპორტი სწავლაში ხელს არ უშლიდა... განადგურებულია მისი დამრიგებელი" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპულ გოგონაზე მასწავლებელი?

"მარიტა ჩემს თვალწინ გაიზარდა! ჩემი მწვრთნელის შვილია!" - რას წერს რუსკა ქარქაშაძე გარდაცვლილ გოგონაზე?