ავტორი:

"მარიტა ჩემს თვალწინ გაიზარდა! ჩემი მწვრთნელის შვილია!" - რას წერს რუსკა ქარქაშაძე გარდაცვლილ გოგონაზე?

"მარიტა ჩემს თვალწინ გაიზარდა! ჩემი მწვრთნელის შვილია!" - რას წერს რუსკა ქარქაშაძე გარდაცვლილ გოგონაზე?

ტრაგედია დატრიალდა ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“ და პროექტი შემოწმებული იყო.

გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია. ის ჩოგბურთელი იყო და წარმატებულ მომავალსაც უწინასარმეტყველებდნენ. მარიტა გასულ წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

მის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს მსახიობი რუსკა ქარქაშაძე:

"ვაიმეე!!! არ მჯერააა!! მარიტა ჩემს თვალწინ გაიზარდა!!!!!! ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ახლა გავიგე ….. ღმერთო ეს რა უბედურებაა!!! სიტყვები დავკარგე, არ ვიცი რა ვთქვა!!! ან ამ დროს რა უნდა ვთქვა" - წერს ქარქაშაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ნახეთ ასევე: