მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ კარგი, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არ დაიწყო გამოძიება, როგორც ეს მოხდა ჩემი შვილის თბილისის ზღვის "სიკვდილის ზონაში“ დახრჩობის შემდეგ" - ალეკო ცქიტიშვილი
"კიდევ კარგი, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არ დაიწყო გამოძიება, როგორც ეს მოხდა ჩემი შვილის თბილისის ზღვის "სიკვდილის ზონაში“ დახრჩობის შემდეგ" - ალეკო ცქიტიშვილი

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რი­თაც ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"კა­ლა­ძის კო­მენ­ტა­რი ვნა­ხე ახლა, ვა­კის პარკში მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მე­სა­მე პირ­ში ლა­პა­რა­კობს, რომ სხვე­ბი არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი და თვი­თონ - არა. ამ დროს და­ნა­შა­უ­ლია ჩა­დე­ნი­ლი - სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბო­ლოს ალ­ბათ კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ის რი­გი­თი მუშა აღ­მოჩ­ნდე­ბა დამ­ნა­შა­ვე.

არც სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­გმებ­ლო­ბის გრძნო­ბა აქვს და არც პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა უნდა ქა­ლაქ თბი­ლი­სის მერს, მი­თუ­მე­ტეს - დამ­ნა­შა­ვე­დაც არ ცნობს თავს, თუკი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კუ­თხით ვი­სა­უბ­რებთ. არა­და, დამ­ნა­შა­ვე არის მთლი­ა­ნად სის­ტე­მა - ის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც შექ­მნა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ­ლის ერთ-ერთი ლი­დე­რი არის კახა კა­ლა­ძე. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი­სას იკ­ვე­თე­ბა, არის ყვე­ლაფ­რის გა­დაბ­რა­ლე­ბა მსხვერ­პლებ­ზე - ბავ­შვებ­ზე.

ასე­თი სა­ხის ტრა­გე­დი­ას გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გორც უბე­დურ შემ­თხვე­ვას და არა რო­გორც და­ნა­შა­ულს, რო­მელ­მაც მძი­მე შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა. კი­დევ კარ­გი, რომ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით არ და­ი­წყო ამ და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბაც, რო­გორც ეს მოხ­და ჩემი შვი­ლის თბი­ლი­სის ზღვის "სიკ­ვდი­ლის ზო­ნა­ში“ დახ­რჩო­ბის შემ­დეგ.

თუკი თვით­მკვლე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა, რა­ტომ უნდა და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა ამ აბ­სურ­დუ­ლი მუხ­ლით?! იმი­ტომ, რომ სის­ტე­მა ასეა აწყო­ბი­ლი და ამ სის­ტე­მის ყვე­ლა უწყე­ბა თა­ვი­დან­ვე მუ­შა­ობს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა­ზე. ჩემი ოჯა­ხის შემ­თხვე­ვა­შიც, რო­გორც და­ი­წყო, ისე დას­რულ­და მა­ლე­ვე გა­მო­ძი­ე­ბა "და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო“.

არა­და, იმ ად­გი­ლას, სა­დაც ცოტ­ნე და­იხ­რჩო, მა­ნამ­დე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი და­იხ­რჩო და ყვე­ლა ეს საქ­მე დას­რულ­და მათ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბით - სის­ტე­მამ უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვე­ბი და მათი ოჯა­ხე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა დამ­ნა­შა­ვედ.

პო­ლი­ცი­ის გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან ამ სა­კი­თხზე მქონ­და კა­მა­თი, როცა ბოლო გა­სა­უბ­რე­ბი­სას მკი­თხა - ვინ­მეს ხომ არ ვა­კის­რებ­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. დიახ, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ას და GWP-ს ვა­კის­რებ პა­სუ­ხის­მგელ­ბო­ბას მეთ­ქი. ეს უკვე სის­ხლის სა­მარ­თლის სფე­რო აღა­რა­აო. რო­გორ, კი მაგ­რამ, ხუთი ბავ­შვი მოკ­ვდა ერ­თსა და იგი­ვე ად­გი­ლას და რო­გორ არაა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი?! ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით უნდა იდა­ვო­თო. და ვდა­ვობ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით 2017 წლი­დან. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა, რომ თბი­ლი­სის ზღვა­ზე უნდა და­მონ­ტაჟ­დეს მყა­რი ბა­რი­ე­რე­ბი და გა­კეთ­დეს ბა­ნა­ო­ბის ამ­კრძა­ლა­ვი და გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ბა­ნე­რე­ბი!..

აი, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ამ გა­ა­სა­ჩივ­რა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღემ­დე არაა გა­მო­ტა­ნი­ლი (20 ოქ­ტომ­ბერს არის სხდო­მა ჩა­ნიშ­ნუ­ლი).

პა­რა­დოქ­სი ისაა, რომ და­ვას აგ­რძე­ლებს, მაგ­რამ ბა­რი­ე­რე­ბი და ბა­ნე­რე­ბი გა­ა­კე­თე­ბი­ნა მე­რი­ამ ტრე­გი­დი­ი­დან 4 წლის მერე GWP-ს - 2021 წელს. ეს კე­თი­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­აო და მად­ლო­ბა გვი­თხა­რით ამის­თვი­სო. მად­ლო­ბა კი არა, უსინ­დი­სო მერი მარ­თავს ქა­ლაქს! დამ­ნა­შა­ვე მერი!" - წერს ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში თა­მა­ში­სას ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად ჩა­სულ ორ არას­რულ­წლო­ვანს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დი კლი­ნი­კა­ში გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით შე­იყ­ვა­ნეს და ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცია უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, ვა­კის პარკში არ­სე­ბუ­ლი მცი­რე კას­კა­დი­სა და მრგვა­ლი შად­რევ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გუ­შინ დას­რულ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უსახელოური
0

მერე თუ ბარიერს არაფრად აგდებენ დაცვა დააყენონ რეინჯერები როცა ეგეთი ფაქტი მოხდა თქვენი შვილი ან ახლობლის რომ ყოფილიყო ხო მოითხოვდით?! ამიტომ შეცდომებზეც ვერ სწავლონა ეს ხალხი და ამიტომ კაცმა უჩივლა და გაუსაჩივრეს ჯერ მაქედან დავიწყოთ ერთი კი არ მოკვდა რამოდენიმე ადამიანი ერთი და იგივე ადგილას მიწებს რომ ყიდულობენ კარგად ფარგლავენ ბეტონისნჯედლებით და ბადის გაკვრას რა უდგას წინ ბანერი? :))) შეცდომის აღიარებს ხალხი ამჯობინებს სისულელეების ლაპარაკს ტვინ გამორეხხილი ერი ვართ ჩამქავრალი მანქანასავით ინერციით მივდივართ

ალეკოს
4

როგორ უნდა დაიცვ ადამინი უფლება როცა თავად უსმართლოდ აწვდით იმფომაცია ხალხს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"კიდევ კარგი, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არ დაიწყო გამოძიება, როგორც ეს მოხდა ჩემი შვილის თბილისის ზღვის "სიკვდილის ზონაში“ დახრჩობის შემდეგ" - ალეკო ცქიტიშვილი

"კიდევ კარგი, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არ დაიწყო გამოძიება, როგორც ეს მოხდა ჩემი შვილის თბილისის ზღვის "სიკვდილის ზონაში“ დახრჩობის შემდეგ" - ალეკო ცქიტიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

"კალაძის კომენტარი ვნახე ახლა, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით.

მესამე პირში ლაპარაკობს, რომ სხვები არიან პასუხისმგებლები და თვითონ - არა. ამ დროს დანაშაულია ჩადენილი - სისხლის სამართლის დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს და ბოლოს ალბათ კონტრაქტორი კომპანიის რიგითი მუშა აღმოჩნდება დამნაშავე.

არც სოციალური პასუხისგმებლობის გრძნობა აქვს და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უნდა ქალაქ თბილისის მერს, მითუმეტეს - დამნაშავედაც არ ცნობს თავს, თუკი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კუთხით ვისაუბრებთ. არადა, დამნაშავე არის მთლიანად სისტემა - ის სისტემა, რომელიც შექმნა "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი არის კახა კალაძე. მთავარი პრობლემა, რაც ასეთი შემთხვევებისას იკვეთება, არის ყველაფრის გადაბრალება მსხვერპლებზე - ბავშვებზე.

ასეთი სახის ტრაგედიას განიხილავენ, როგორც უბედურ შემთხვევას და არა როგორც დანაშაულს, რომელმაც მძიმე შედეგი მოიტანა. კიდევ კარგი, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არ დაიწყო ამ დანაშაულის გამოძიებაც, როგორც ეს მოხდა ჩემი შვილის თბილისის ზღვის "სიკვდილის ზონაში“ დახრჩობის შემდეგ.

თუკი თვითმკვლელობა არ ყოფილა, რატომ უნდა დაიწყო გამოძიება ამ აბსურდული მუხლით?! იმიტომ, რომ სისტემა ასეა აწყობილი და ამ სისტემის ყველა უწყება თავიდანვე მუშაობს მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაზე. ჩემი ოჯახის შემთხვევაშიც, როგორც დაიწყო, ისე დასრულდა მალევე გამოძიება "დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო“.

არადა, იმ ადგილას, სადაც ცოტნე დაიხრჩო, მანამდე კიდევ რამდენიმე ბავშვი დაიხრჩო და ყველა ეს საქმე დასრულდა მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით - სისტემამ უდანაშაულო ბავშვები და მათი ოჯახები გამოიყვანა დამნაშავედ.

პოლიციის გამომძიებელთან ამ საკითხზე მქონდა კამათი, როცა ბოლო გასაუბრებისას მკითხა - ვინმეს ხომ არ ვაკისრებდი პასუხისმგებლობას. დიახ, ქალაქ თბილისის მერიას და GWP-ს ვაკისრებ პასუხისმგელბობას მეთქი. ეს უკვე სისხლის სამართლის სფერო აღარააო. როგორ, კი მაგრამ, ხუთი ბავშვი მოკვდა ერთსა და იგივე ადგილას და როგორ არაა სისხლის სამართლის დანაშაული?! ადმინისტრაციული წესით უნდა იდავოთო. და ვდავობ ადმინისტრაციული წესით 2017 წლიდან. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რომ თბილისის ზღვაზე უნდა დამონტაჟდეს მყარი ბარიერები და გაკეთდეს ბანაობის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ბანერები!..

აი, ეს გადაწყვეტილება თბილისის მერიამ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, სადაც გადაწყვეტილება დღემდე არაა გამოტანილი (20 ოქტომბერს არის სხდომა ჩანიშნული).

პარადოქსი ისაა, რომ დავას აგრძელებს, მაგრამ ბარიერები და ბანერები გააკეთებინა მერიამ ტრეგიდიიდან 4 წლის მერე GWP-ს - 2021 წელს. ეს კეთილი ნების გამოვლენააო და მადლობა გვითხარით ამისთვისო. მადლობა კი არა, უსინდისო მერი მართავს ქალაქს! დამნაშავე მერი!" - წერს ალეკო ცქიტიშვილი.

ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განმარტებით, გარდაცვლილი მოზარდი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და ყველა სამედიცინო მანიპულაცია უშედეგო აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.

იხილეთ ასევე: