ავტორი:

ზურაბ ჟვანიას დაცვის ექსუფროსი და ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი - ვინ არიან იმ კომპანიის  მეწილეები, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციის მთავარი კონტრაქტორია

ზურაბ ჟვანიას დაცვის ექსუფროსი და ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი - ვინ არიან იმ კომპანიის  მეწილეები, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციის მთავარი კონტრაქტორია

ვაკის პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი გუშინ დასრულდა, რაც მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა. რეაბილიტირებული ნაწილი მერმა გახსნა.

დღეს კი, ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასული 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ორი არასრულწლოვანი.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის პროცესის მთავარი კონტრაქტორია.

კომპანია "გრინსერვის+" -ის წილის 34%-ს ტარიელ კიკნაძე ფლობს, 33%-ს - კობა ხარშილაძე. ასევე, 33% ეკუთვნის ლაშა ფურცხვანიძეს. კომპანიის დირექტორიც ასევე, ლაშა ფურცხვანიძეა. გააგრძელეთ კითხვა

აღსანიშნავია, რომ კობა ხარშილაძე თავის დროზე ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი, ლაშა ფურცხვანიძე კი - ძველი თბილისის რაიონის გამგებელი იყო.

იხილეთ ასევე: