ავტორი:

"გული გაგისკდებათ ამდენი, ერთად ატირებული ვაჟკაცის დანახვაზე..." - უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს სამშობლოში აცილებენ

"გული გაგისკდებათ ამდენი, ერთად ატირებული ვაჟკაცის დანახვაზე..." - უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს სამშობლოში აცილებენ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 20 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ბოლო ცნობა ოკუპანტებთან ბრძოლას შეწირული ქართველი სამხედროს შესახებ 10 ოქტომბერს გავრცელდა.

ედიშერ კვარაცხელია რუსების მიერ უკრაინაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს დონეცკის ოლქში ემსხვერპლა.

უკრაინის მიწაზე მყოფ გარდაცვლილ ქართველ სამხედროს ემშვიდობებიან და უკანასკნელ გზაზე, სამშობლოში აცილებენ.

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც კიევში იმყოფება, სოციალურ ქსელში გამომშვიდობების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"გული გაგისკდებათ ამდენი ერთად ატირებული ვაჟკაცის დანახვაზე. მდუმარედ დგანან თავდახრილები და ვინ იცის, რა დარდი ფეთქდება მათ გულებში. ედიშერ კვარაცხელიას ვაცილებთ სამშობლოში. დიდება გმირებს!" - წერს მაქარაშვილი.