პარტნიორები:
    ავტორი:

    "რუსებმა მიკოლაივი S-300 რაკეტებით დაბომბეს - მაშველებმა 11 წლის ბავშვი გამოიყვანეს, რომელიც ნანგრევებში 6 საათს იმყოფებოდა" - გუბერნატორი

    "რუსებმა მიკოლაივი S-300 რაკეტებით დაბომბეს - მაშველებმა 11 წლის ბავშვი გამოიყვანეს, რომელიც ნანგრევებში 6 საათს იმყოფებოდა" -  გუბერნატორი

    რუსულმა ძალებმა მიკოლაივი წუხელ S-300 რაკეტებით დაბომბეს, - ამის შესახებ მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი "ტელეგრამში“ იუწყება.

    მისი თქმით, თავდასხმის შედეგად განადგურებული 5-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს, რომელმაც ნანგრევებში 6 საათი გაატარა.

    "ხუთსართულიან კორპუსზე დარტყმა განხორციელდა, ნანგრევებიდან 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს, ბავშვმა ნანგრევების ქვეშ 6 საათი გაატარა, ახლა მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. მაშველები კიდევ 7 ადამიანს ეძებენ“, - აღნიშნა კიმმა.

    მისივე თქმით, რუსებმა მიკოლაივს S-300 ტიპის 8 რაკეტა ესროლეს.