აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი "რაციონალური აქტორია“, თუმცა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მან არასწორად გათვალა.
მისი განმარტებით, პუტინს არასწორად სჯეროდა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შეჭრას - "ეს იყო არასწორი შეფასება, რომლის მცდარობა ქვეყანაში გაწეულმა სასტიკმა წინააღმდეგობამ დაამტკიცა".
"ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო "დედა რუსეთის“ სახლი, სადაც მიიღებდნენ. ვფიქრობ, მან უბრალოდ არასწორად გათვალა“, - აღნიშნა ბაიდენმა.
"არა მგონია, რომ ის მას გამოიყენებს“, - უპასუხა ბაიდენმა კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა რუსეთის ლიდერი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს.
"ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლოა მისი მხრიდან ამაზე საუბარი, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული ძალის მსოფლიო ლიდერი ამბობს, რომ შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში“, - დასძინა ბაიდენმა.
"არ შეიძლება, დაუსჯელად განაგრძოს საუბარი ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე, თითქოს ეს რაციონალური რამ არის. შეცდომები დაშვებულია და არასწორი გათვლა შეიძლება მოხდეს, არავის შეუძლია დარწმუნებით იცოდეს, რა მოხდება და შეიძლება არმაგედონით დასრულდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.
კითხვაზე, რა არის წითელი ხაზი შეერთებული შტატებისა და ნატო-სთვის და ხომ არ დაავალა პენტაგონსა და სხვა უწყებებს, რომ განესაზღვრათ, როგორი იქნება პასუხი, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაბომბავს, ბაიდენმა უპასუხა :
"იყო ამაზე მსჯელობა, მაგრამ არ ვაპირებ დეტალებში შესვლას. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლო იქნება საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებდით ან რას არ გავაკეთებდით“.
უყურე ერთი ამ დამპალს?არმაგედონიოოოო?აქამდე არ იცოდი?კარგი,შენ ამქვეყნიური აღარ ხარ.შარვლის ზმეიკას რომ იხსნი იმასაც ვეღარ ხვდები რისთვის გაიხსენი.მაგრამ ეს ევროპელები რაღამ გამოაჩლუნგა?ვერ ხვდებიან რომ უკრაინასთან ერთად ამერიკის მარიონეტები რომ გახდნენ?ჯერ მოვიდეს ზამთარი.ახლობელი დამიკავშირდა იტალიიდან,ჭკუაზე არ არის ,რა გვეშველება ამ ზამთარს არ ვიციო.ისეა გაზრდილი ყველაფერზე ფასი,გაზზე ხომ საერთოდ ,იმხელა გადასახადი მოვიდაო ჯერ გათფობაც არ აქვთ ჩართული და მერე რა იქნება კაცმა არ იცის. ამიტომ არმაგედონი მართლა ემუქრება ევროპას.
კაცო, როგორ დავიჯერო , რომ ეს თეთრი სახლი ჩვენი ძირძველმოჭმული ექპსერტების აზრებს არ ითვალისწინებს ?! ჩვენ აგერ მეოთხე ათწლეულია მაგათი ნამოძღვრვით ვაგუგუნებთ ქარხნებს , ასფალტს ვადუღებთ , მანაგუას და ნიკარაგიუას გავასწარით ბოლიდებით, კი, ერთ სულ მოსახლეზე დადგმულდაგებული ავტობანების სიგანით და მოჭიდების ხარისხით , გასული არ ხარ დედაქალაქიდან და უკვე აჭარის დედაქალაქში ხარ ვირტუალურად, იმერეთისაზე რომ არაფერი ვთქვათ !? ჰა? ძაბირაძე მაგალითად, კომკავშირული კლუბის გამგე რომ იყო იმ დროიდან ქოთანს ყურს 360 გრადუსის შემოწერულობით აბამს , ჰა ? ლაგაზიძის სტრატეგია და ტაქტიკა ბრძოლის გაუმართავად ომის მოგებისა, იმ ჩინელისა არ იყოს, გვარში "მ" უნდა ერიოს და არ მახსოვს ? ან, ხუხა ნაპალეონის ომის ღმერთის დოქტრინას არ იცნობს , როგორ დავიჯერო ?! ვეჭვობ, თეთრ სახლს ამათი დასკვნა ხელმოუწერლადაც სამაგიდოდ უდევსთ -ომი სხვის ტერიტორიაზეა, დაუფინანსებ მტერს ენჯეოებს და სურამის ციხესაც კი ძირძველვერმოჭმულ ფუნდამენტამდე დაშლიან დიდაშმავილარეფი !?