თუ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს სურს რუსეთს ტერიტორიული „შენაძენები“ შეუნარჩუნოს, საკუთარი ქვეყნის ნაწილი მისცეს და უკრაინის ტერიტორიით ნუ ივაჭრებს , - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ბრატისლავაში ვიშეგრადის ქვეყნების ლიდერთა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მრავალი სამხედრო დანაშაულების მერე, მსოფლიოში აღარავის ეცდება “რუსეთს სახე შეუნარჩუნოს”.
“იმედი მაქვს, რომ მსოფლიოში აღარავინ გამოვა, მსგავსი ინიციატივებით: “რუსეთმა ამ კონფლიქტში სახე უნდა შეინარჩუნოს” , ანუ, რომ მას რაიმე ტერიტორიული მიღწევები უნდა ჰქონდეს”, - განაცხადა დუდამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აგრესორის თავდასხმებისგან იცავს თავს, აქვს უფლება საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას და დამოუკიდებლად განსაზღვროს, როდის დადგება მშვიდობა.
“პოლონეთის თვალსაზრისით, და ასევე, მგონი, საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის თვალსაზრისით, სამშვიდობო შეთანხმება შედგება მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის მსოფლიოში აღიარებულ ტერიტორიას დატოვებს, ანუ როდესაც უკრაინა სრულ კონტროლს აღადგენს თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე. ეს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის საფუძველია”, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დუდამ ასევე აღნიშნა, რომ გუშინ სატელეფონო საუბრის დროს მან ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა გადასცა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე.
და ვინმეს გჯერათ რომ რომელიმე სახ მეთაურს უკრაინა ადარდებს ყველა თავის გამორჩენაზე და გადარჩენაზე ფიქრობს
უკრაინის პრობლემა მის სახელმწიფოებრივ მოწყობაშია. გასაგებია მათი მთავრობის სურვილი რომ ჰქონდეთ უნიტარული ქვეყანა, მაგრამ როდესაც 40 მილიონ სახელმწიფოში გყავს 8 მილიონი რუსი ეროვნების მოსახლეობა, რომლებიც ფაქტიურად წარმოადგენენ რუსეთის მეხუთე კოლონას, ძნელია უფრო სწორედ შეუძლებელია ქვეყნის მშვიდობიანი მოწყობა ფედერაციის გარეშე.
მოკლედ რომ ვთქვა საერთაშორისო სამართლით არსებობს წინააღმდეგობა ხალხების (ერების) თვითგამორკვევის უფლებასა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს შორის.
მხარეთა უუნარობა, ანუ ერთის მხრივ ცენტრალური ხელისუფლებასა და მეორე მხრივ ამ მოძრაობის ლიდერებს შორის იპოვონ მშვიდობიანი გადაწყვეტა ასეთი წინააღმდეგობისას, იწვევს ეროვნული კონფლიქტების გამწვავებას, რაც ხშირად გადაიქცევა სამხედრო დაპირისპირებაში.
მეოცე საუკუნეში მსოფლიოში ცნობილია 20-ზე მეტი ასეთი კონფლიქტი, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებში გადაზრდილა.
გარდა ამისა არსებობს ისეთი კონფლიქტები, რომლებიც მსოფლიო სტატისტიკაში არ ასახულა. მაგალითად წლების წინ მომხდარი დაპირისპირება საინგილოში, როდესაც ქართველი ეროვნების მოქალაქეებს აუკრძალეს ეკლესიაში სიარული (მისი დაკეტვით) და ასევე აიძულებდნენ გვარების შეცვლას...