პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომი რომ დაიწყო ფაქტის წინაშე დავდექი, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდი... ეს შოუ მანამდე ჩაიწერა" - რას ჰყვება გიორგი ნადიბაიძე, რომელიც რუსულ შოუში მონაწილეობის გამო მწვავედ გააკრიტიკეს
"ომი რომ დაიწყო ფაქტის წინაშე დავდექი, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდი... ეს შოუ მანამდე ჩაიწერა" - რას ჰყვება გიორგი ნადიბაიძე, რომელიც რუსულ შოუში მონაწილეობის გამო მწვავედ გააკრიტიკეს

ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი ნა­დი­ბა­ი­ძე რუ­სულ მე­გა­შო­უ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის გამო დიდი დაბ­ნე­უ­ლო­ბა და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა... მომ­ღე­რა­ლი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტავს, რო­გორ მოხ­და მისი რუ­სულ მე­გა­შო­უ­ში გა­მო­ჩე­ნა...

- გი­ორ­გი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერთ ქარ­თულ შო­უ­ში მი­გი­ღი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბიც გქონ­დათ...

- დიახ... 2012 წელს მუ­სი­კა­ლუ­რი შოუს "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ფი­ნა­ლის­ტიც გახ­ლდით, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დი... შემ­დეგ იყო "the voice სა­ქარ­თვე­ლო", რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გავ­ხდი. 2016 წლის შოუს "ახა­ლი ტალ­ღის" ფი­ნა­ლის­ტი და პრი­ზი­ო­რი ვი­ყა­ვი.

- რო­დის გა­და­წყდა, რომ რუ­სულ მე­გა­შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­გე­ღოთ?

- ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­გან არა­ერთ სე­ზონ­ზე მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ 2021 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში გა­დავ­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო... ჩემ­თვის ამ შოუს შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან იყო, რო­დე­საც ბრი­ტა­ნეთ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და. ვი­ცო­დი, რომ ბრი­ტა­ნუ­ლის რუ­სულ, ანა­ლო­გი­ურ ვა­რი­ან­ტში არა­ერთ ქარ­თველს ჰქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი...

სა­კონ­კურ­სო წარ­მა­ტე­ბე­ბის, გარ­კვე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შემ­დეგ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვჩან­დი და სა­თა­ნა­დოდ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი... თუ რამ კონ­ცერ­ტე­ბი ტარ­დე­ბო­და, იქ მომ­ღერ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბო­და... ვი­ნა­ი­დან აქ ჩემ­თვის პა­სი­უ­რი პე­რი­ო­დი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რუ­სულ მე­გა­შო­უ­ში მი­მე­ღო.

- მე­გა­შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომამ­დე მი­ი­ღეთ?

- დიახ, შე­თან­ხმე­ბა 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მოხ­და... შოუს გა­და­ღე­ბა და ჩა­წე­რა ომის და­წყე­ბამ­დე დამ­თავ­რდა. როცა შოუ ეთერ­ში უნდა გა­სუ­ლი­ყო, მა­შინ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი და­ი­წყო და გა­და­ი­დო... ახლა და­ი­წყო ეთერ­ში გას­ვლა. რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი რომ და­ი­წყო, ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ზუს­ტად ისე­თი­ვე იყო, რო­გო­რიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის, ნორ­მა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე ქარ­თვე­ლის შემ­თხვე­ვა­ში... ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, მაგ­რამ მე ვე­ღა­რა­ფერს შევ­ცვლი­დი. რა თქმა უნდა, ყო­ვე­ლი­ვე ამან ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, სურ­ვი­ლიც აღარ მქონ­და ეს გა­მოს­ვლე­ბი აფი­ში­რე­ბუ­ლი­ყო, არც ვე­ლო­დე­ბო­დი შოუ თუ გა­ვი­დო­და. მარ­თე­ბუ­ლად არ მი­ვიჩ­ნევ დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის რე­ჟიმ­ში, მი­თუ­მე­ტეს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან, ომის პი­რო­ბებ­ში რამე აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მგო­ნი ამის გან­მარ­ტე­ბაც არ უნდა იყოს სა­ჭი­რო!

- რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ რუ­სეთ­ში აღარ ჩა­სულ­ხართ?

- რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ჩემი გეგ­მე­ბი შე­იც­ვა­ლა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი... რუ­სულ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბუ­ნებ­რი­ვია ბევრ დაბ­ნე­უ­ლო­ბას, მით­ქმა-მოთ­ქმას გა­მო­იწ­ვევ­და. კი­თხვა ყვე­ლას გა­უჩ­ნდე­ბო­და... სამ­წუ­ხა­როდ, გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე გა­უ­გებ­რო­ბა მოყ­ვა და ბევ­რი შეც­დო­მა­ში იქნა შეყ­ვა­ნი­ლი. გეგ­მა­ში მქონ­და რუ­სეთ­ში რა­ღაც პე­რი­ო­დით დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ იქ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვე­ღარ ვიგ­რძნობ­დი და დავ­ბრუნ­დი. შე­იძ­ლე­ბო­და მუ­შა­ო­ბა ჩემი პრო­ფე­სი­ის მი­ხედ­ვით, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარი ვთქვი! შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი დღე­საც არის, ჩემს მე­გა­შო­უ­ში გა­მოს­ვლას გარ­კვე­უ­ლი რე­ზო­ნან­სი მოყ­ვა, მაგ­რამ ამ პო­ლი­ტი­კურ ფონ­ზე, ზო­გა­დად მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რი არა­ერ­თი აქ­ცია გა­ი­მარ­თა და თუ გა­მო­ხა­ტეთ სო­ლი­და­რო­ბა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია უკ­რა­ი­ნას სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ, მაგ­რამ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია. არა­ვის­გან ინი­ცი­ა­ტი­ვა არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა, რამე აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო...

- სა­ქარ­თვე­ლოს ხომ რუ­სე­თი მა­ნამ­დე და­ეს­ხა თავს და რუ­სე­თის მე­გა­შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თქვენ­თვის ამი­ტო­მაც რთუ­ლი გა­და­სა­წყვე­ტი არ იყო?

- არა­ვის­თვის კომ­ფორ­ტს არ წარ­მო­ად­გენს სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბა... ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის დღე­საც რუ­სე­თი თავ­შე­სა­ფა­რია, მათი სახ­ლი იქ არის და ვერ ვი­ტყვი, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებ­ზე ნაკ­ლე­ბად უყ­ვართ სამ­შობ­ლო...

- ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნა რთუ­ლი არ არის?

- რა თქმა უნდა, არის გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი... რუ­სეთ­ში მხო­ლოდ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. მე პი­რა­დად კულ­ტუ­რას პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად ვერ მო­ვი­აზ­რებ. პო­ლი­ტი­კას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­მიჯ­ნე­ბი, არ ვარ პო­ლი­ტი­კო­სი! ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში არ უნდა გა­ის­ვა­როს!

ყვე­ლა ქარ­თვე­ლის წარ­მა­ტე­ბა სა­ა­მა­ყო უნდა იყოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში. რო­დე­საც სა­ზღვრებს გა­რეთ ქარ­თვე­ლი თა­ვის ქვე­ყა­ნას კარ­გად წარ­მო­ად­გენს, უდა­ვოდ სა­ა­მა­ყოა!

- შო­უ­ში რა რე­პერ­ტუ­ა­რით წარ­დე­ქით?

- შო­უ­ში სტან­დარ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბით მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მხო­ლოდ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რე­ბი შე­ვას­რუ­ლე. არც რუ­სე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მო­სით გა­მოვ­სულ­ვარ, არც რუ­სე­თის ჰიმ­ნი შე­მის­რუ­ლე­ბია და კრემლში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტში მიმ­ღე­რია! 2008 წელს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი ჩემს თვალ­წინ ხდე­ბო­და, რად­გან გორ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ამი­ტომ ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი და ვხვდე­ბი, რა­ზეც ვსა­უბ­რობ. ბევ­რი რომ შო­რი­დან უმ­ზერ­და, ამ ომს ჩემი ქა­ლა­ქი, ჩემი ოჯა­ხი თა­ვის თავ­ზე ცდი­და!

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
0

პოლიტიკას ვემიჯნებიო?? პუტინის ქვეყანაში მღერი ხარ კაცი ანწუხელიძის ქვეყნიდან!!!!!! და გორში დაბადებული!!!!!! ნოუ ქომენთ!

ხათო
2

ვა რა კარგი ბიჭია და რაკარგად იმღერა,რატომ არ აქცევენ ასეთ ახალგაზრდობას ყურადღებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ომი რომ დაიწყო ფაქტის წინაშე დავდექი, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდი... ეს შოუ მანამდე ჩაიწერა" - რას ჰყვება გიორგი ნადიბაიძე, რომელიც რუსულ შოუში მონაწილეობის გამო მწვავედ გააკრიტიკეს

"ომი რომ დაიწყო ფაქტის წინაშე დავდექი, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდი... ეს შოუ მანამდე ჩაიწერა" - რას ჰყვება გიორგი ნადიბაიძე, რომელიც რუსულ შოუში მონაწილეობის გამო მწვავედ გააკრიტიკეს

ქართველი მომღერალი გიორგი ნადიბაიძე რუსულ მეგაშოუში იღებს მონაწილეობას, რასაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო დიდი დაბნეულობა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა... მომღერალი ჩვენთან ინტერვიუში დეტალურად განმარტავს, როგორ მოხდა მისი რუსულ მეგაშოუში გამოჩენა...

- გიორგი, საქართველოში არაერთ ქართულ შოუში მიგიღიათ მონაწილეობა და დიდი წარმატებებიც გქონდათ...

- დიახ... 2012 წელს მუსიკალური შოუს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტიც გახლდით, მეორე ადგილზე გავედი... შემდეგ იყო "the voice საქართველო", რომლის გამარჯვებულიც გავხდი. 2016 წლის შოუს "ახალი ტალღის" ფინალისტი და პრიზიორი ვიყავი.

- როდის გადაწყდა, რომ რუსულ მეგაშოუში მონაწილეობა უნდა მიგეღოთ?

- ორგანიზატორებისგან არაერთ სეზონზე მქონდა შემოთავაზება, მაგრამ 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო... ჩემთვის ამ შოუს შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ იმ დროიდან იყო, როდესაც ბრიტანეთში პირველად გამოვიდა. ვიცოდი, რომ ბრიტანულის რუსულ, ანალოგიურ ვარიანტში არაერთ ქართველს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული...

საკონკურსო წარმატებების, გარკვეული აქტივობების შემდეგ, წლების განმავლობაში არ ვჩანდი და სათანადოდ რეალიზებული არ ვიყავი... თუ რამ კონცერტები ტარდებოდა, იქ მომღერლების შერჩევა ჩემგან დამოუკიდებლად, სხვანაირად ხდებოდა... ვინაიდან აქ ჩემთვის პასიური პერიოდი იყო, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა რუსულ მეგაშოუში მიმეღო.

- მეგაშოუში მონაწილეობის მიღებაზე შემოთავაზება რუსეთ-უკრაინის ომამდე მიიღეთ?

- დიახ, შეთანხმება 2021 წლის სექტემბერში მოხდა... შოუს გადაღება და ჩაწერა ომის დაწყებამდე დამთავრდა. როცა შოუ ეთერში უნდა გასულიყო, მაშინ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და გადაიდო... ახლა დაიწყო ეთერში გასვლა. რუსეთ-უკრაინის ომი რომ დაიწყო, ჩემი დამოკიდებულებაც ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო ყველა ნორმალური ადამიანის, ნორმალურად მოაზროვნე ქართველის შემთხვევაში... ფაქტის წინაშე დავდექი, მაგრამ მე ვეღარაფერს შევცვლიდი. რა თქმა უნდა, ყოველივე ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, სურვილიც აღარ მქონდა ეს გამოსვლები აფიშირებულიყო, არც ველოდებოდი შოუ თუ გავიდოდა. მართებულად არ მივიჩნევ დღევანდელი სიტუაციის რეჟიმში, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნიდან, ომის პირობებში რამე აქტივობებში მონაწილეობას. მგონი ამის განმარტებაც არ უნდა იყოს საჭირო!

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთში აღარ ჩასულხართ?

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩემი გეგმები შეიცვალა და საქართველოში დავბრუნდი... რუსულ შოუში მონაწილეობა ბუნებრივია ბევრ დაბნეულობას, მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა. კითხვა ყველას გაუჩნდებოდა... სამწუხაროდ, გარკვეულ დონეზე გაუგებრობა მოყვა და ბევრი შეცდომაში იქნა შეყვანილი. გეგმაში მქონდა რუსეთში რაღაც პერიოდით დარჩენა, მაგრამ იქ თავს კომფორტულად ვეღარ ვიგრძნობდი და დავბრუნდი. შეიძლებოდა მუშაობა ჩემი პროფესიის მიხედვით, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი! შემოთავაზებები დღესაც არის, ჩემს მეგაშოუში გამოსვლას გარკვეული რეზონანსი მოყვა, მაგრამ ამ პოლიტიკურ ფონზე, ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ...

- საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერი არაერთი აქცია გაიმართა და თუ გამოხატეთ სოლიდარობა?

- რასაკვირველია უკრაინას სოლიდარობას ვუცხადებ, მაგრამ აქტივობებში მონაწილეობა არ მიმიღია. არავისგან ინიციატივა არ გაჟღერებულა, რამე აქციაში მონაწილეობა მიმეღო...

- საქართველოს ხომ რუსეთი მანამდე დაესხა თავს და რუსეთის მეგაშოუში მონაწილეობა, თქვენთვის ამიტომაც რთული გადასაწყვეტი არ იყო?

- არავისთვის კომფორტს არ წარმოადგენს სამშობლოს დატოვება... ძალიან ბევრი ქართველისთვის დღესაც რუსეთი თავშესაფარია, მათი სახლი იქ არის და ვერ ვიტყვი, რომ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებზე ნაკლებად უყვართ სამშობლო...

- ოკუპანტ ქვეყანაში ყოფნა რთული არ არის?

- რა თქმა უნდა, არის გარკვეული სირთულეები... რუსეთში მხოლოდ ჩემი საქმიანობით ვიმყოფებოდი. მე პირადად კულტურას პოლიტიკურ ჭრილში განსახილველად ვერ მოვიაზრებ. პოლიტიკას აბსოლუტურად ვემიჯნები, არ ვარ პოლიტიკოსი! ვფიქრობ, ადამიანური და პროფესიული ურთიერთობები პოლიტიკაში არ უნდა გაისვაროს!

ყველა ქართველის წარმატება საამაყო უნდა იყოს ნებისმიერ ქვეყანაში. როდესაც საზღვრებს გარეთ ქართველი თავის ქვეყანას კარგად წარმოადგენს, უდავოდ საამაყოა!

- შოუში რა რეპერტუარით წარდექით?

- შოუში სტანდარტული პირობებით მივიღე მონაწილეობა. მხოლოდ ინგლისურენოვანი სიმღერები შევასრულე. არც რუსეთის ნაციონალური სამოსით გამოვსულვარ, არც რუსეთის ჰიმნი შემისრულებია და კრემლში გამართულ კონცერტში მიმღერია! 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი ჩემს თვალწინ ხდებოდა, რადგან გორში დავიბადე და გავიზარდე. ამიტომ ძალიან კარგად ვიცი და ვხვდები, რაზეც ვსაუბრობ. ბევრი რომ შორიდან უმზერდა, ამ ომს ჩემი ქალაქი, ჩემი ოჯახი თავის თავზე ცდიდა!