სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძაჩემი უკრაინაში გენერალური კონსულია და მისმა კარიერამ მიბიძგა, რომ საერთაშორისო სამართლით დავინტერესდი" - რაზე ოცნებობს "ტასო" და როგორია მისი ცხოვრება სერიალის მიღმა?
"ბიძაჩემი უკრაინაში გენერალური კონსულია და მისმა კარიერამ მიბიძგა, რომ საერთაშორისო სამართლით დავინტერესდი" - რაზე ოცნებობს "ტასო" და როგორია მისი ცხოვრება სერიალის მიღმა?

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთი მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟი, ტა­სოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ქეთა ორ­ბე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ბავ­შვია. 4 წლის ასაკ­ში მის­ცეს ეს როლი, დღეს კი უკვე 16 წლის არის და მე­თერ­თმე­ტე კლა­სე­ლია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სე­რი­ალ­ში გა­ი­ზარ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ჩცდ" ფი­ნან­სე­ბის უქონ­ლო­ბის გამო გა­ჩერ­და, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი მო­რიგ სე­ზონს ვერ აახ­ლებს. რას ფიქ­რობს ამა­ზე, რა ემო­ცი­ე­ბი აქვს ქეთა ორ­ბე­ლა­ძეს, რო­მელ­საც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ა­ლის გა­რე­შე არც უცხოვ­რია.

AMBEBI.GE მას ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე ესა­უბ­რა:

- მკი­თხეთ, რო­გორ ხარ? რა გი­თხრათ, სწავ­ლის მხრი­ვაც საქ­მე მო­მე­მა­ტა, ამ­ჟა­მად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სწავ­ლამ და­ი­კა­ვა დიდი ად­გი­ლი. აბი­ტუ­რი­ენ­ტი შემ­დეგ წელს გავ­ხდე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ზე მინ­და, "ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში" ჩა­ვა­ბა­რო.

- რა­ტომ გი­ზი­დავს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი?

- ჰუ­მა­ნუ­რი პრო­ფე­სი­აა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი ბარ­დე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მომ­დის. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ ადა­მი­ა­ნებ­თან, ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ით და არა­ერ­თი სა­კი­თხით... სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ში ბევ­რი რამ არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი - იუ­რის­ტო­ბა, დიპ­ლო­მა­ტია. მოკ­ლედ, ამ ეტაპ­ზე ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მი­ზი­დავს და მა­ინ­ტე­რე­სებს.

- რო­დის და­ინ­ტე­რეს­დი ამ სფე­რო­თი?

- შე­იძ­ლე­ბა ამის მი­ზე­ზად ისიც და­ვა­სა­ხე­ლოთ, რომ ბი­ძა­ჩე­მი უკ­რა­ი­ნა­ში გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლია. ამ­დე­ნი წე­ლია, მის საქ­მი­ა­ნო­ბას, წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რას ვუ­ყუ­რებ. მოკ­ლედ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლიც და­ინ­ტე­რეს­და და ორი­ვემ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვის­წავ­ლოთ. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ნამ ამ ყვე­ლა­ფერს გა­დავ­წყვეტ­დი, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბა მინ­დო­და, რაც და­ჟი­ნე­ბუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ რომ გა­ვი­გე ამ ფა­კულ­ტე­ტის არ­სე­ბობს შე­სა­ხებ, ექი­მო­ბა გა­და­ვი­ფიქ­რე.

- და რო­გორ ემ­ზა­დე­ბი ამის­თვის?

- ბარ­დე­ბა უცხო ენა, ქარ­თუ­ლი და ის­ტო­რია. ინ­გლი­სურ­ში დიდი ხა­ნია, ვემ­ზა­დე­ბი, მაგ­რამ ქარ­თულ­ში მომ­ზა­დე­ბა წელს და­ვი­წყე. ის­ტო­რი­ას შემ­დეგ წელს და­ვი­წყებ. ასე ნელ-ნელა უნდა მივ­ყვე ყვე­ლა­ფერს. უცებ რომ არ და­მე­ყა­როს თავ­ზე ყვე­ლა­ფე­რი.

- ამ დროს ვი­ღაც იკი­თხავს, ამ­დე­ნი წე­ლია ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბია და "თე­ატ­რა­ლურ­ზე" რო­გორ არ აბა­რებ­სო. რას ეტყვი მათ?

- კი, ბევ­რს გას­ჩე­ნია ასე­თი კი­თხვა. უი, "თე­ატ­რა­ლურ­ზე" არ აბა­რებ? ჩემი პა­სუ­ხით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი რჩე­ბი­ან. ისე, ახ­სნაც არ მაქვს, რა­ტომ არ ვა­ბა­რებ. უბ­რა­ლოდ, არ მინ­და და ეს არის...

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, სე­რი­ა­ლი ამ ეტა­პის­თვის და­ი­ხუ­რა. ემო­ცი­უ­რად ამის გა­გე­ბა რა იყო შენ­თვის?

- ასე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვის უთ­ქვამს, რომ და­ვამ­თავ­რეთ. ჯერ­ჯე­რო­ბით, რო­გორც მა­ყუ­რე­ბელს, მთელ ჯგუფს, მსა­ხი­ო­ბებს გვაქვს ნა­პერ­წკა­ლი და იმე­დი, რომ გაგ­რძელ­დე­ბა. რომ ვი­ფიქ­რო, სე­რი­ა­ლი დამ­თავ­რდა, შე­იძ­ლე­ბა ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­დოს, ამი­ტომ, თავს ვე­უბ­ნე­ბი, რომ გაგ­რძელ­დე­ბა. გა­სა­გე­ბია, რომ ოდეს­მე ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი, ეს სე­რი­ა­ლია, რო­მელ­ზეც ვე­რას­დროს ვი­ტყვი - ოდეს­ღაც დამ­თავ­რდე­ბა. სულ მგო­ნია, რომ გაგ­რძელ­დე­ბა, ხალ­ხიც ასეა, რომ მხვდე­ბი­ან, - ვერ წარ­მო­ვიდ­გენთ, რომ დას­რულ­დაო. ეს პრო­ექ­ტი მა­თაც უსას­რუ­ლო ჰგო­ნი­ათ. ისე, ხომ ვამ­ბობ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფრა­ზა ჯერ არც გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა, რომ დამ­თავ­რდა და არ იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფერს ნა­ხავს მა­ყუ­რე­ბე­ლი, რა და რო­გორ.

- მოკ­ლედ, შენ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი სე­რი­ა­ლია...

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა... სა­ერ­თოდ კი, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი ერთი ოჯა­ხია. რო­გორც იცით, ბევ­რი შრო­მა სჭირ­დე­ბა თუნ­დაც ერთი პა­ტა­რა ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბას. ამ ყვე­ლაფ­რის უკან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დგას და რამ­დე­ნი წე­ლია იმის­თვის მუ­შა­ობს, რომ მა­ყუ­რებ­ლამ­დე ის პრო­დუქ­ტი მი­ი­ტა­ნოს, რაც მას ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს. ადა­მი­ა­ნე­ბი რომ მხდე­ბი­ან, მე­უბ­ნე­ბი­ან, გუ­შინ ჩემს ტე­ლე­ვი­ზორ­ში იყა­ვი და ასე მგო­ნია, რომ ჩემს სახ­ლში, ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­დე...

ხალ­ხის­თვი­საც დიდი ოჯა­ხი ვართ და ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი რამ არის. ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დეს მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევს და ში­ნა­გა­ნად მაძ­ლი­ე­რებს, თან ამ­დე­ნი ხალ­ხის სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ვგრძნობ.

- ამ პე­რი­ოდ­ში თუ ხვდე­ბი შენი ეკ­რა­ნუ­ლი ოჯა­ხის წევ­რებს?

- ძი­რი­თა­დად გა­და­ღე­ბა­ზე ვხდე­ბო­დით. ახლა ფი­ზი­კუ­რად დრო არ მაქვს, მა­თაც საქ­მე­ე­ბი აქვთ. დიდი ხა­ნია, არ მი­ნა­ხავს გი­ორ­გი "ჩემი ძმა". თით­ქოს ის ემო­ცია მაქვს, რომ ხვალ-ზეგ გა­და­ღე­ბა­ზე უნდა ვნა­ხო. კვი­რა­ში 5 დღე ერ­თად გვი­წევ­და ყოფ­ნა. ჩვენ შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია არ წყდე­ბო­და, დღე და ღამე ერ­თად ვი­ყა­ვით. ანის­თან, ჩემ მე­ო­რე დე­დას­თან, რომ­ლის 5 წლის შვი­ლი თაია ჩემი ნათ­ლუ­ლია, მე და თინა შვილ­თან ერ­თად თა­ი­ას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ყა­ვით. ერ­თად ვის­ხე­დით და სე­რი­ა­ლის ამ­ბებს ვიხ­სე­ნებ­დით...

იმ დღეს მეტ­რო­ში რომ ჩა­ვე­დი, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი დამ­ხვდა. სხვა არხზე რა­ღაც ახა­ლი სე­რი­ა­ლი იწყე­ბა. იმ ჯგუ­ფი­დან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ვი­ცა­ნი, ჩვენ­თან მუ­შა­ობ­დნენ. ვი­საც ვიც­ნობ­დი, მი­ვე­სალ­მე, ცრემ­ლი მო­მად­გა... უცებ მე­გო­ნა, ჩცდ-ს გა­და­ღე­ბა იყო და აბა, სად დავ­დგე-მეთ­ქი, - ლა­მის ვუ­თხა­რი. ეს­კა­ლა­ტორ­ზე რომ ავე­დი, უკან რომ მი­ვი­ხე­დე, მივ­ხვდი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან და­მაკ­ლდა. გული იმა­ზე მწყდე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში რომ მა­ჩე­რე­ბენ - რო­დის და­ი­წყე­ბაო და ჯერ­ჯე­რო­ბით გულ­გა­ტე­ხი­ლებს რომ ვუშ­ვებ.

- შენი პერ­სო­ნა­ჟი გე­ნატ­რე­ბა?

- სხვა­თა შო­რის, კი. ჩემი რო­ლის მორ­გე­ბა, გარ­და­სახ­ვა ჩემი თა­ვი­დან სხვა ადა­მი­ან­ში გა­დას­ვლა - ეგ მო­მე­ნატ­რა ძა­ლი­ან... ბევ­რი სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟებს ჩვენ­თან აი­გი­ვებს. ამას, ალ­ბათ, ის გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ დღე და ღამე ტე­ლე­ვი­ზორ­ში გვი­ყუ­რე­ბენ და უკვე კარ­გა­ვენ ზღვარს, რე­ა­ლო­ბა ჰგო­ნი­ათ... ჰგო­ნი­ათ, რომ რა­ღაც ამ­ბავს ადევ­ნე­ბენ თვალს. ჩემ­თვის უკი­თხავთ - ტა­სოს­ნა­ი­რი ხარო? არ ვარ ტა­სოს­ნა­ი­რი. შე­იძ­ლე­ბა ოდ­ნავ რა­ღა­ცით მა­ინც ვგავ­დე, მაგ­რამ მე ქეთა ვარ...

- პი­რა­დად შენ რა მო­გი­ტა­ნა ამ სე­რი­ალ­მა?

- პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნი, მათ­თან დავ­მე­გობ­რდი და მე­ო­რე ოჯა­ხის წევ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. თი­თო­ე­უ­ლი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. გა­მო­ყოფ ეკ­რა­ნულ მა­მას, დე­დას და ძმას, ანუ ლე­ვანს, ანის და გი­ორ­გის. ეს სამი ადა­მი­ა­ნი მარ­თლა ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან, ჩე­მე­ბის­გან ვერ ვას­ხვა­ვებ. მერე ცხოვ­რე­ბის ისე­თი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა, რო­მე­ლიც თით­ქოს გა­თა­მა­მებს კი­დეც, ძა­ლას გმა­ტებს. ამას­თან, მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ა­საც გა­ვე­ცა­ნი, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. გა­და­ღე­ბებ­ზე სულ რა­ღა­ცას მას­წავ­ლიდ­ნენ, მირ­ჩევ­დნენ - ამ ყვე­ლა­ფერ­მა აქამ­დე მო­მიყ­ვა­ნა და კი­დევ - ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი, რა­ზეც უკვე ვი­სა­უბ­რეთ.

- რას ეტყო­დი მა­ყუ­რე­ბელს და რას ისურ­ვებ­დი სა­მო­მავ­ლოდ?

- სა­ერ­თოდ ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, არ და­კარ­გონ მო­მავ­ლის იმე­დი. ეს სე­რი­ა­ლიც იქ­ნებ ერთ დღე­საც გაგ­რძელ­დეს და რა­ტო­მაც არა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
5

ნეტავ გაგრძელდეს სერიალი 

ნინა
9

როგორი უცხო და ლამაზი გარეგნობის გოგოა და ამასთან ერთად, ჭკვიანი და კარგად მოაზროვნე! ბევრი წარმატება მას მომავალში,სერიალს კი, აუცილებლად გაგრძელება და წინსვლა!👌❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ბიძაჩემი უკრაინაში გენერალური კონსულია და მისმა კარიერამ მიბიძგა, რომ საერთაშორისო სამართლით დავინტერესდი" - რაზე ოცნებობს "ტასო" და როგორია მისი ცხოვრება სერიალის მიღმა?

"ბიძაჩემი უკრაინაში გენერალური კონსულია და მისმა კარიერამ მიბიძგა, რომ საერთაშორისო სამართლით დავინტერესდი" - რაზე ოცნებობს "ტასო" და როგორია მისი ცხოვრება სერიალის მიღმა?

პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი მთავარ პერსონაჟი, ტასოს როლის შემსრულებელი ქეთა ორბელაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბავშვია. 4 წლის ასაკში მისცეს ეს როლი, დღეს კი უკვე 16 წლის არის და მეთერთმეტე კლასელია. შეიძლება ითქვას, რომ სერიალში გაიზარდა.

როგორც ცნობილია, "ჩცდ" ფინანსების უქონლობის გამო გაჩერდა, გადამღები ჯგუფი მორიგ სეზონს ვერ აახლებს. რას ფიქრობს ამაზე, რა ემოციები აქვს ქეთა ორბელაძეს, რომელსაც 10 წლის განმავლობაში სერიალის გარეშე არც უცხოვრია.

AMBEBI.GE მას ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა:

- მკითხეთ, როგორ ხარ? რა გითხრათ, სწავლის მხრივაც საქმე მომემატა, ამჟამად ჩემს ცხოვრებაში სწავლამ დაიკავა დიდი ადგილი. აბიტურიენტი შემდეგ წელს გავხდები. საერთაშორისო სამართალზე მინდა, "ჯავახიშვილში" ჩავაბარო.

- რატომ გიზიდავს საერთაშორისო სამართალი?

- ჰუმანური პროფესიაა და ჰუმანიტარული საგნები ბარდება, რაც ყველაზე კარგად გამომდის. დაინტერესებული ვარ ადამიანებთან, ხალხთან კომუნიკაციით და არაერთი საკითხით... საერთაშორისო სამართალში ბევრი რამ არის გაერთიანებული - იურისტობა, დიპლომატია. მოკლედ, ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ძალიან მიზიდავს და მაინტერესებს.

- როდის დაინტერესდი ამ სფეროთი?

- შეიძლება ამის მიზეზად ისიც დავასახელოთ, რომ ბიძაჩემი უკრაინაში გენერალური კონსულია. ამდენი წელია, მის საქმიანობას, წარმატებულ კარიერას ვუყურებ. მოკლედ, საერთაშორისო სამართლით ჩემი დეიდაშვილიც დაინტერესდა და ორივემ ერთად გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით ვისწავლოთ. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ სანამ ამ ყველაფერს გადავწყვეტდი, სამედიცინოზე ჩაბარება მინდოდა, რაც დაჟინებული მქონდა, მაგრამ რომ გავიგე ამ ფაკულტეტის არსებობს შესახებ, ექიმობა გადავიფიქრე.

- და როგორ ემზადები ამისთვის?

- ბარდება უცხო ენა, ქართული და ისტორია. ინგლისურში დიდი ხანია, ვემზადები, მაგრამ ქართულში მომზადება წელს დავიწყე. ისტორიას შემდეგ წელს დავიწყებ. ასე ნელ-ნელა უნდა მივყვე ყველაფერს. უცებ რომ არ დამეყაროს თავზე ყველაფერი.

- ამ დროს ვიღაც იკითხავს, ამდენი წელია ცნობილი სერიალის მსახიობია და "თეატრალურზე" როგორ არ აბარებსო. რას ეტყვი მათ?

- კი, ბევრს გასჩენია ასეთი კითხვა. უი, "თეატრალურზე" არ აბარებ? ჩემი პასუხით გაკვირვებული რჩებიან. ისე, ახსნაც არ მაქვს, რატომ არ ვაბარებ. უბრალოდ, არ მინდა და ეს არის...

- როგორც შევიტყვეთ, სერიალი ამ ეტაპისთვის დაიხურა. ემოციურად ამის გაგება რა იყო შენთვის?

- ასე ოფიციალურად არავის უთქვამს, რომ დავამთავრეთ. ჯერჯერობით, როგორც მაყურებელს, მთელ ჯგუფს, მსახიობებს გვაქვს ნაპერწკალი და იმედი, რომ გაგრძელდება. რომ ვიფიქრო, სერიალი დამთავრდა, შეიძლება ჩემზე ძალიან იმოქმედოს, ამიტომ, თავს ვეუბნები, რომ გაგრძელდება. გასაგებია, რომ ოდესმე ყველაფერი მთავრდება, მაგრამ ერთადერთი, ეს სერიალია, რომელზეც ვერასდროს ვიტყვი - ოდესღაც დამთავრდება. სულ მგონია, რომ გაგრძელდება, ხალხიც ასეა, რომ მხვდებიან, - ვერ წარმოვიდგენთ, რომ დასრულდაო. ეს პროექტი მათაც უსასრულო ჰგონიათ. ისე, ხომ ვამბობ, ოფიციალური ფრაზა ჯერ არც გაჟღერებულა, რომ დამთავრდა და არ იქნება. ყველაფერს ნახავს მაყურებელი, რა და როგორ.

- მოკლედ, შენთვის ძალიან ძვირფასი სერიალია...

- მთელი ცხოვრებაა... საერთოდ კი, უამრავი ადამიანისგან შემდგარი ერთი ოჯახია. როგორც იცით, ბევრი შრომა სჭირდება თუნდაც ერთი პატარა ეპიზოდის გადაღებას. ამ ყველაფრის უკან უამრავი ადამიანი დგას და რამდენი წელია იმისთვის მუშაობს, რომ მაყურებლამდე ის პროდუქტი მიიტანოს, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს. ადამიანები რომ მხდებიან, მეუბნებიან, გუშინ ჩემს ტელევიზორში იყავი და ასე მგონია, რომ ჩემს სახლში, ჩემს შვილებთან ერთად გაიზარდე...

ხალხისთვისაც დიდი ოჯახი ვართ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი რამ არის. ცხოვრებაში უდიდეს მოტივაციას მაძლევს და შინაგანად მაძლიერებს, თან ამდენი ხალხის სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ.

- ამ პერიოდში თუ ხვდები შენი ეკრანული ოჯახის წევრებს?

- ძირითადად გადაღებაზე ვხდებოდით. ახლა ფიზიკურად დრო არ მაქვს, მათაც საქმეები აქვთ. დიდი ხანია, არ მინახავს გიორგი "ჩემი ძმა". თითქოს ის ემოცია მაქვს, რომ ხვალ-ზეგ გადაღებაზე უნდა ვნახო. კვირაში 5 დღე ერთად გვიწევდა ყოფნა. ჩვენ შორის კომუნიკაცია არ წყდებოდა, დღე და ღამე ერთად ვიყავით. ანისთან, ჩემ მეორე დედასთან, რომლის 5 წლის შვილი თაია ჩემი ნათლულია, მე და თინა შვილთან ერთად თაიას დაბადების დღეზე ვიყავით. ერთად ვისხედით და სერიალის ამბებს ვიხსენებდით...

იმ დღეს მეტროში რომ ჩავედი, გადამღები ჯგუფი დამხვდა. სხვა არხზე რაღაც ახალი სერიალი იწყება. იმ ჯგუფიდან რამდენიმე ადამიანი ვიცანი, ჩვენთან მუშაობდნენ. ვისაც ვიცნობდი, მივესალმე, ცრემლი მომადგა... უცებ მეგონა, ჩცდ-ს გადაღება იყო და აბა, სად დავდგე-მეთქი, - ლამის ვუთხარი. ესკალატორზე რომ ავედი, უკან რომ მივიხედე, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან დამაკლდა. გული იმაზე მწყდება, ადამიანები ქუჩაში რომ მაჩერებენ - როდის დაიწყებაო და ჯერჯერობით გულგატეხილებს რომ ვუშვებ.

- შენი პერსონაჟი გენატრება?

- სხვათა შორის, კი. ჩემი როლის მორგება, გარდასახვა ჩემი თავიდან სხვა ადამიანში გადასვლა - ეგ მომენატრა ძალიან... ბევრი სერიალის პერსონაჟებს ჩვენთან აიგივებს. ამას, ალბათ, ის განაპირობებს, რომ დღე და ღამე ტელევიზორში გვიყურებენ და უკვე კარგავენ ზღვარს, რეალობა ჰგონიათ... ჰგონიათ, რომ რაღაც ამბავს ადევნებენ თვალს. ჩემთვის უკითხავთ - ტასოსნაირი ხარო? არ ვარ ტასოსნაირი. შეიძლება ოდნავ რაღაცით მაინც ვგავდე, მაგრამ მე ქეთა ვარ...

- პირადად შენ რა მოგიტანა ამ სერიალმა?

- პირველ რიგში ადამიანები გავიცანი, მათთან დავმეგობრდი და მეორე ოჯახის წევრები შევიძინე. თითოეული ჩემთვის ძალიან ძვირფასია. გამოყოფ ეკრანულ მამას, დედას და ძმას, ანუ ლევანს, ანის და გიორგის. ეს სამი ადამიანი მართლა ჩემი ოჯახის წევრები არიან, ჩემებისგან ვერ ვასხვავებ. მერე ცხოვრების ისეთი მოტივაცია მომცა, რომელიც თითქოს გათამამებს კიდეც, ძალას გმატებს. ამასთან, მსახიობის პროფესიასაც გავეცანი, ბევრი რამ ვისწავლე. გადაღებებზე სულ რაღაცას მასწავლიდნენ, მირჩევდნენ - ამ ყველაფერმა აქამდე მომიყვანა და კიდევ - ხალხის სიყვარული, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

- რას ეტყოდი მაყურებელს და რას ისურვებდი სამომავლოდ?

- საერთოდ ყველას ვუსურვებ, არ დაკარგონ მომავლის იმედი. ეს სერიალიც იქნებ ერთ დღესაც გაგრძელდეს და რატომაც არა.