მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმდენად გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე, ვნანობ" - რა თქვა 26 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე: საქმეს კვლავ მამუკა წიკლაური განიხილავდა
"იმდენად გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე, ვნანობ" - რა თქვა 26 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე: საქმეს კვლავ მამუკა წიკლაური განიხილავდა

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 26 წლის მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საქ­მეს კვლავ მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­უ­რი გა­ნი­ხი­ლავს, რო­მელ­მაც ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი თორ­ნი­კე გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვი­ლი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­მო­უშ­ვა, რის შემ­დე­გაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და.

მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჩა­დე­ნილს ნა­ნობს, თუმ­ცა იქვე დას­ძი­ნა, რომ მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვილ­მა შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ა­გი­ჟა...

"მა­რის­თან რომ მი­ვე­დი, მე­უბ­ნე­ბა, სა­ნამ წახ­ვა­ლო ჩვე­ნი და­შო­რე­ბის დავ­ლი­ო­თო. მეთ­ქი, კარ­გი დავ­ლი­ოთ. უცებ იქ მისი და­ქა­ლი აღ­მოჩ­ნდა. მივ­ხვდი, მე რომ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი მქონ­და, ესე­ნი ჩემს და­ჭე­რას აპი­რებ­დნენ. მა­ნამ­დეც მი­თხრა, მო­გი­ტყუე იმი­ტომ, რომ და­ჭე­რა მინ­დო­დაო. ვკი­თხე, ამას იმი­ტომ აკე­თებ, რომ შენ­თან ვიყო - მეთ­ქი? და­ჟი­ნე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი, რომ მას­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ვე­რაფ­რით გა­და­ვათ­ქმე­ვი­ნე. მინ­დო­და, მო­მე­შო­რე­ბი­ნა თა­ვი­დან. მა­ნამ­დეც ბევ­რჯერ და­უ­რე­კავს, არ მი­მა­ტო­ვო, თო­რემ თავს მო­ვიკ­ლა­ვო...

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდა­რის დღეს, რო­გორც გი­თხა­რით, იქ მისი და­ქა­ლი იყო და სა­ნამ მე და მარი ვსა­უბ­რობ­დით, ბავ­შვე­ბი და­ქალ­მა გა­იყ­ვა­ნა სახ­ლი­დან, ეს ბავ­შვი თურ­მე ბე­ბი­ას­თან ასუ­ლა და უთ­ქვამს ჩვენ­ზე, - ჩხუ­ბო­ბე­ნო. მა­ნამ­დე და­ქა­ლი რომ გა­ვი­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი, - მეც წა­ვალ-მეთ­ქი, ხელ­ზე მე­ქა­ჩე­ბო­და, - ვერ­სად ვერ წახ­ვალ, მა­ინც და­გი­ჭე­რე­ნო. ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი, ვე­უბ­ნე­ბო­დი შე­მეშ­ვი - მეთ­ქი. იმ­დე­ნად გა­მო­მიწ­ვია და გა­მა­გი­ჟა, რომ ეს სი­სუ­ლე­ლე გა­ვა­კე­თე და ვნა­ნობ, მაგ­რამ ამას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა..." - გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე თორ­ნი­კე გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თე­ლავ­ში მკვლე­ლო­ბა 9 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. 22 წლის თორ­ნი­კე გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვილ­მა 26 წლის მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლი ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა, მა­ნამ­დე ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და ქალს და მის დე­დას.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სის­ტე­მა­ტურ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და და­ზა­რა­ლე­ბულს. გარ­და ამი­სა, იგი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და მე­უღ­ლეს და მის დე­დას, ასე­ვე სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა მე­უღ­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 2022 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს და 5 ოქ­ტომ­ბერს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, ორი ეპი­ზო­დი (ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა); 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა ორი პი­რის მი­მართ) და 11-151-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით - (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რა) წა­რუდ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მო­ი­თხო­ვა პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა, თუმ­ცა 6 ოქ­ტომ­ბერს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პირ­და­პირ მი­უ­თი­თებ­და ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის თა­ო­ბა­ზე, და­უ­სა­ბუ­თებ­ლად არ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცია, სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ა­ფა­სა ბრალ­დე­ბუ­ლი­დან მომ­დი­ნა­რე რის­კე­ბი და საფრ­თხე­ე­ბი, მათ შო­რის ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მისი მი­მალ­ვის საფრ­თხე, უკა­ნო­ნოდ სცნო ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და­კა­ვე­ბი­დან და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო - 2000 ლარი შე­უ­ფარ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რა კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ და­ე­თან­ხმა სა­სა­მარ­თლოს პო­ზი­ცი­ას და თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­ჩივ­რით მი­მარ­თა. ბრალ­დე­ბულს, რო­მელ­საც არ შე­ე­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა, მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სის­რუ­ლე­ში მო­ეყ­ვა­ნა თა­ვი­სი მუ­ქა­რა და სას­ტი­კად გა­უს­წორ­და თა­ვის მე­უღ­ლეს, რა­მაც ეს უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის მი­მართ უმ­კაც­რე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რაც კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად ერ­თი­ან ძა­ლის­ხმე­ვას გუ­ლის­ხმობს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სამ­ძი­მარს უცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო.

აქვე, კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ატა­რებს მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე და ძა­ლა­დო­ბის ჩამ­დე­ნი ყვე­ლა პირი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა" - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
2

არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა. სპეციალურად გამოაქვეყნეს ისეთი ფოტო, სადაც განსვენებულს მოშიშვლებული ფეხი უჩანს. ვინ აძლევს ამ ჟურნალისტს ამ ფოტოს გამოქვეყნების უფლებას?

ლაო
39

გაყოლოდა თავის ტოლს ან უფროსს რა მალალეტკებზე ეჭირა თვალი ხოდა მოიყვანა ქმრად არასრულწლოვანი და ატარებდა თავის უჭკუო ჭკუაზე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"იმდენად გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე, ვნანობ" - რა თქვა 26 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე: საქმეს კვლავ მამუკა წიკლაური განიხილავდა

"იმდენად გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე, ვნანობ" - რა თქვა 26 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე: საქმეს კვლავ მამუკა წიკლაური განიხილავდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. აღსანიშნავია, რომ საქმეს კვლავ მოსამართლე მამუკა წიკლაური განიხილავს, რომელმაც ცოლზე ძალადობაში ბრალდებული თორნიკე გამხვეტელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა, რის შემდეგაც მკვლელობა მოხდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გამხვეტელაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ჩადენილს ნანობს, თუმცა იქვე დასძინა, რომ მარიამ გამტკიცულაშვილმა შეგნებულად გააგიჟა...

"მარისთან რომ მივედი, მეუბნება, სანამ წახვალო ჩვენი დაშორების დავლიოთო. მეთქი, კარგი დავლიოთ. უცებ იქ მისი დაქალი აღმოჩნდა. მივხვდი, მე რომ შემაკავებელი მქონდა, ესენი ჩემს დაჭერას აპირებდნენ. მანამდეც მითხრა, მოგიტყუე იმიტომ, რომ დაჭერა მინდოდაო. ვკითხე, ამას იმიტომ აკეთებ, რომ შენთან ვიყო - მეთქი? დაჟინებული სურვილი, რომ მასთან ვყოფილიყავი ვერაფრით გადავათქმევინე. მინდოდა, მომეშორებინა თავიდან. მანამდეც ბევრჯერ დაურეკავს, არ მიმატოვო, თორემ თავს მოვიკლავო...

რაც შეეხება მომხდარის დღეს, როგორც გითხარით, იქ მისი დაქალი იყო და სანამ მე და მარი ვსაუბრობდით, ბავშვები დაქალმა გაიყვანა სახლიდან, ეს ბავშვი თურმე ბებიასთან ასულა და უთქვამს ჩვენზე, - ჩხუბობენო. მანამდე დაქალი რომ გავიდა, ვეუბნებოდი, - მეც წავალ-მეთქი, ხელზე მექაჩებოდა, - ვერსად ვერ წახვალ, მაინც დაგიჭერენო. ნასვამი ვიყავი, ვეუბნებოდი შემეშვი - მეთქი. იმდენად გამომიწვია და გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე და ვნანობ, მაგრამ ამას არაფერი ეშველება..." - განაცხადა სასამართლო სხდომაზე თორნიკე გამხვეტელაშვილმა.

ცნობისთვის, თელავში მკვლელობა 9 ოქტომბერს მოხდა. 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილმა 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი ცივი იარაღით მოკლა, მანამდე ფიზიკურად გაუსწორდა ქალს და მის დედას.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს. გარდა ამისა, იგი ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს და მის დედას, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს. აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს და 5 ოქტომბერს პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახში ძალადობა); 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ორი პირის მიმართ) და 11-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის შეფარდება, თუმცა 6 ოქტომბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ სცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 2000 ლარი შეუფარდა.

პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა. ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა თავის მეუღლეს, რამაც ეს უმძიმესი შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ უმკაცრესი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რაც კოორდინირებულ მუშაობას, საზოგადოების ჩართულობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიან ძალისხმევას გულისხმობს.

საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.

აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება" - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

იხილეთ ასევე: