სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა
სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, სოსო გო­გაშ­ვილს ბრა­ლი და­უმ­ძი­მა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გაშ­ვილს ახა­ლი ბრალ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გან­ზრახ გახ­მა­უ­რე­ბის და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტებ­ზე წა­რედ­გი­ნა.

"ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შემ­დგომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­მა­ტე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა შემ­დე­გი:

ბრალ­დე­ბულს 2015-2018 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხელი მი­უწ­ვდე­ბო­და, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცველ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, ასე­ვე პი­რად და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბით, პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის უკა­ნო­ნოდ გა­ი­ტა­ნა სამ­სა­ხუ­რი­დან და ინა­ხავ­და თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან უკა­ნო­ნოდ გა­ტა­ნი­ლი სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლი ბრალ­დე­ბულ­მა გა­დას­ცა სხვა პირს, რი­თიც მან ჩა­ი­დი­ნა სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გან­ზრახ გახ­მა­უ­რე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულს უკა­ნო­ნოდ ჰქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი არა­ერ­თი პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რომ­ლებ­საც უკა­ნო­ნოდ ინა­ხავ­და მის კუთ­ვნილ ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში.

გარ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ახა­ლი ეპი­ზო­დე­ბი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ი.გ. ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლია სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ხელ­ყო­ფის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე, რაც გა­მო­ი­ხა­ტა შემ­დეგ­ში:

ბრალ­დე­ბულ­მა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან უკა­ნო­ნოდ გა­ტა­ნი­ლი სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი შე­ი­ნა­ხა სა­კუ­თარ სახ­ლში, რი­თიც შექ­მნა სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გახ­მა­უ­რე­ბის საფრ­თხე, ხოლო ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლი - პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გავ­რცელ­და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.

გარ­და ამი­სა, ბრალ­დე­ბულ­მა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ი­ძი­ნა და ინა­ხავ­და ორ და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბელ და ნა­თე­სა­ვის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბულ სამ ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს და საბ­რძო­ლო მა­სა­ლას.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გან­ვმარ­ტავთ,რომ ი.გ.-ს ამ ეტაპ­ზე ბრა­ლი ედე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 320-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გან­ზრახ გახ­მა­უ­რე­ბა) ,157 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა და შე­ნახ­ვა); 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია), 157-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა, გავ­რცე­ლე­ბა მა­სობ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) და 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა).

წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ოთხი­დან შვიდ წლამ­დე ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, რო­გორც აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, აგ­რეთ­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის დად­გე­ნის ფაქ­ტებ­ზე", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გერო
0

სოსომ თხარა, თხარაო ყველი (რუსული შესატყვისი) გამოთხარაო

ტყუილი სამყარო
31

მაგაზე ბევრად მეტი აქვს ნაშოვნი საშუალო სტარისტიკურ ქოც ბობოლას. ანუ სამართალი კი არ დადგა, ერთი გაწირეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა

სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა

გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, გოგაშვილს ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.

"ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შემდგომ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დამატებით გამოიკვეთა შემდეგი:

ბრალდებულს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პირადი მიზნებისთვის უკანონოდ გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი ბრალდებულმა გადასცა სხვა პირს, რითიც მან ჩაიდინა სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში.

გარდა ზემოხსენებული ახალი ეპიზოდებისა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ი.გ. ასევე ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, რაც გამოიხატა შემდეგში:

ბრალდებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო მასალები შეინახა საკუთარ სახლში, რითიც შექმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე, ხოლო ინფორმაციის ნაწილი - პერსონალური მონაცემები მისი მონაწილეობით გავრცელდა საჯარო სივრცეში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გარდა ამისა, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ორ დაურეგისტრირებელ და ნათესავის სახელზე რეგისტრირებულ სამ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ,რომ ი.გ.-ს ამ ეტაპზე ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება, როგორც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების და მათთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში არსებული ქონების წარმომავლობის კანონიერების დადგენის ფაქტებზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.