მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი ტე­რო­რის­ტულ სა­ხელ­მწი­ფოდ უნდა იქ­ნას აღი­ა­რე­ბუ­ლი.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და გა­ნაგ­რძობს მა­სი­ურ სა­რა­კე­ტო და სა­ჰა­ე­რო იე­რი­შებს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იყე­ნებს თავ­დას­ხმის უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებს. მა­თი­ვე თქმით, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ უნდა იცო­დეს მათი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ!

დღე­ვან­დე­ლი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია “სვი­ტა­ნო­კის” დამ­ფუძ­ნებ­ლის, კო­ზაკ კა­ტე­რე­ნას გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთს არ სურს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. რუ­სეთს სურს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში იყოს ომი, შიშ­ში და ამას­თან მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნონ რომ შემ­დეგ­ში შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ ისი­ნი.

“ეს აქ­ცია სპონ­ტა­ნუ­რად და­ი­გეგ­მა. ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია უბ­რა­ლოდ ვი­ყოთ სახ­ლებ­ში იმ სა­ში­ნე­ლი ამ­ბე­ბის შემ­დეგ, რაც დღეს კი­ევ­ში და უკ­რა­ი­ნის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მოხ­და. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყო რაც 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ გა­ვი­გეთ. მთე­ლი დღე სტრეს­ში ვი­ყა­ვით, რად­გან მთე­ლი დღე ვერ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი ჩემს ახ­ლობ­ლებს. მათ არ ჰქონ­დათ, არც ელექტრო­ე­ნერ­გია, არც ინ­ტერ­ნე­ტი. ჩემი მე­გობ­რე­ბი მაჩ­ვე­ნებ­დნენ და­ბომ­ბილ სა­დარ­ბა­ზო­ებს. სა­ბავ­შო მო­ე­და­ნი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი? აქ­ცია არის იმი­სათ­ვის, რომ ვაჩ­ვე­ნოთ რუ­სეთს არ სურს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ღე­ბა. რუ­სეთს სურს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში იყოს ომი, შიში და ამას­თან მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნოს, რომ შემ­დეგ­ში შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ ისი­ნი.

ჩვენს აქ­ცი­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა 10-მდე ოპო­ზი­ცი­ურ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან­ვე მხარს გვი­ჭერ­დნენ. ჩვენ ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რე­ბი ვართ. რუ­სე­თი სი­ნამ­დვი­ლე­ში არის ტე­რო­რის­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. კონ­გრეს­მა ტყუ­ი­ლად არ მი­ი­ღო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რომ რუ­სე­თი აღი­ა­რონ ტე­რო­რის­ტულ სა­ხელ­მწი­ფოდ, რო­მე­ლიც აფი­ნან­სებს ტე­რო­რიზმს”,- გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს თან აქვთ უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბი და პლა­კა­ტე­ბი.

უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ას უერ­თდე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, რო­მელ­თა შო­რის არი­ან "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბი­ლი", მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
1

ეს ახალგაზრდა უკრაინელი ბიჭები, ჩვენ პარლამენტთან რას აპროტესტებენ, რატომ არ ებრძვიან მტერს თავიანთ ქვეყანაში. რაღაც ახალი თავია აქ დამარხული, თან პოლიტიკური გვამებიც დაუდგნენ გვერდზე!

ნოდო
1

ჯერ ერთი თუ გული შეგტკივათ ადგილზე დაეხმარეთ თქვენებს რა ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება? 10მდე ოპოზიციური პარტია ფვიდგას გვერდსიო და მთავროვა არა ხო? ერთი მადლოვის სიტყვა გადმოგეგდოთ ოპოზიციისთვის ხომ იპოვეთ? პასპორტის დაწვაზე სალვას დაჭრილი პარლამენტის მანდატი მახსენდება :D ოფიციალურად უნდა თქვა მოქალაქეობაზე უარი თორე პასპორტს ათს აიღებ და დაჭრა არაფერს ნიშნავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან

საქართველოს პარლამენტთან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული.

ორგანიზატორების განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს. მათივე თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ!

დღევანდელი აქციის ორგანიზატორის, ახალგაზრდული ორგანიზაცია “სვიტანოკის” დამფუძნებლის, კოზაკ კატერენას განცხადებით, რუსეთს არ სურს უკრაინის ტერიტორიები. რუსეთს სურს, რომ უკრაინაში იყოს ომი, შიშში და ამასთან მსოფლიოს აჩვენონ რომ შემდეგში შეიძლება იყვნენ ისინი.

“ეს აქცია სპონტანურად დაიგეგმა. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვიყოთ სახლებში იმ საშინელი ამბების შემდეგ, რაც დღეს კიევში და უკრაინის რამდენიმე ქალაქში მოხდა. ალბათ, ყველაზე საშინელი ინფორმაცია იყო რაც 24 თებერვლის შემდეგ გავიგეთ. მთელი დღე სტრესში ვიყავით, რადგან მთელი დღე ვერ ვეკონტაქტებოდი ჩემს ახლობლებს. მათ არ ჰქონდათ, არც ელექტროენერგია, არც ინტერნეტი. ჩემი მეგობრები მაჩვენებდნენ დაბომბილ სადარბაზოებს. საბავშო მოედანი როგორ შეიძლება იყოს სტრატეგიული ობიექტი? აქცია არის იმისათვის, რომ ვაჩვენოთ რუსეთს არ სურს ტერიტორიების მიღება. რუსეთს სურს, რომ უკრაინაში იყოს ომი, შიში და ამასთან მსოფლიოს აჩვენოს, რომ შემდეგში შეიძლება იყვნენ ისინი.

ჩვენს აქციას მხარი დაუჭირა 10-მდე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომლებიც თავიდანვე მხარს გვიჭერდნენ. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. რუსეთი სინამდვილეში არის ტერორისტული სახელმწიფო. კონგრესმა ტყუილად არ მიიღო კანონმდებლობა, რომ რუსეთი აღიარონ ტერორისტულ სახელმწიფოდ, რომელიც აფინანსებს ტერორიზმს”,- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები.

უკრაინის მხარდამჭერ აქციას უერთდებიან საქართველოში პოლიტიკური პარტიები, რომელთა შორის არიან "ევროპული საქართველო" "სტრატეგია აღმაშენებილი", მოძრაობა "სირცხვილია".