სერია A-ს მეცხრე ტურში "ნაპოლიმ“ გასვლაზე "კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და საგოლე გადაცემა გააკეთა, "კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და პოლიტანომ "ნაპოლი“ დააწინაურა.
შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ კი 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე "ბოლონიას“ უმასპინძლებს.
sportall.ge
ხვიჩა!ბაბუ!შენს მიმართ მოედანზე,არავის "იგნორმა"არ გაგაღიზიანოს,ჩემი აზრით პირიქით ჯობია,ისე აჩვენო მათ თავი,რომ სირცხვილის გრძნობა დაეუფლოთ,არადა რამდენჯერ არ მიაწოდეს პასი,როცა კარგ პოზიციაში იმყოფებოდა,შეიძლება მე მეჩვენება,მაგრამ პასს იმ დროს აწდვდიდენ,როცა უარეს მდგომარეობაში იყო.
ხვიჩა!ბაბუ!უფლის მფარველობა და მისი წყალობა არ მოგკლებოდეს.
ძალიან ცუდი მწვრთნელი შეხვდა, სპალეტი ცდილობს ხელ ფეხი შეუკრას შენ არ გაიტანო და იმუშავე იმაზე რომ სხვებმა გაიტანონო ასე გამოდის. რამაზ შენგელიასთვის რომ ეთქვათ გოლს შენ ნუ გაიტან თან დაცვასაც მიხედეო ასეა. გუნდშიც ერთი ოსიმენი ეპყრობოდა მეგობრულად და გოლებიც მაშინ გაჰქონდა ახლა გაიქცევა გაეხსნება და პასს მაინც არ აძლევენ უფრო უარეს პოზიციაში მყოფს აწვდიან და მაგას არა. აიაქსთან რომ დაშავდა თამაშიც კი არ გააჩერეს. პენალტს მოიპოვებს და სხვები არტყავენ თან ხვიჩაზე უარესად. რამდენი საგოლე გადაცემა აქვს და ეს სპლიტი მაინც მაგას აკრიტიკებს პასებს არ იძლევაო არადა პირიქითაა მაგას უკეთებენ იგნორს. ეს შურის ამბავია