უზბეკეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიგო.
ქართველმა ძიუოისტმა ფინალში მოქმედი ჩემპიონი, ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა.
ოქროს მედლის გზაზე ტატომ ფრანგი უმალ დიარო, დომენიკელი დელ ორბე კორტორეალი, იაპონელი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე და აზერბაიჯანელი საედ მოლასი დაამარცხა.
22 წლის ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეექვსე მსოფლიო ჩემპიონია sportall.ge
მაგარი კაცი!!! თან რა ხალხი დაუმარცხებია?!
გაიხარე და გამრავლდი ტატო...მართლა არსენასავით ჯანიანი ხაარ...