ავტორი:

"პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას, მიზანში ამოიღო საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები" - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

"პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას, მიზანში ამოიღო საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები" - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

"უკრაინის შემდეგ მან [პუტინმა] მოლდოვას დაადგა თვალი. მან [პუტინმა] მიზანში ამოიღო საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ის ძალიან ღიად აცხადებს ამის შესახებ. აღნიშნულის შეჩერების ერთადერთი გზა ამ ომის მოგებაში უკრაინის დახმარებაა", - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიტანულ "ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.

  • ესტონეთის პირველი პირი ამტკიცებს, რომ მისი ქვეყანა პუტინის თავდასხმის ობიექტი იქნება, მაშინაც კი, თუ ის უკრაინასთან დაკავშირებით "ჩუმად" იქნება.

კალასის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ომიანობის ლიდერია>'

ცნობისთვის, კალასი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც უკრაინას, გუშინ რუსეთისა და ყირიმის ანექსირებული რეგიონის დამაკავშირებელი ხიდის დანგრევა მიულოცა.