მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბორტი თანხმობის გარეშე დანაშაულად ცხადდება, აბორტის იძულებაზე კი სასჯელი მკაცრდება  - როგორი იქნება სასჯელი აღნიშნულ ქმედებებზე
აბორტი თანხმობის გარეშე დანაშაულად ცხადდება, აბორტის იძულებაზე კი სასჯელი მკაცრდება  - როგორი იქნება სასჯელი აღნიშნულ ქმედებებზე

თან­ხმო­ბის გა­რე­შე აბორ­ტი და­ნა­შა­უ­ლად ცხად­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში" შე­დის, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს 10 ოქ­ტომ­ბრის სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

  • პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტა, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის გა­რე­შე, და­ის­ჯე­ბა - თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ოთხი­დან რვა წლამ­დე.

პრო­ექ­ტით კონ­კრეტ­დე­ბა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს ქმე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას, და­ის­ჯე­ბა - თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ხუ­თი­დან ცხრა წლამ­დე.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ეს ქმე­დე­ბა და­ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ცხრი­დან ცა­მეტ წლამ­დე, თუ ჩა­დე­ნი­ლი იქ­ნე­ბა: დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის ან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რის მი­მართ; ორი ან ორზე მეტი პი­რის მი­მართ; ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ;

ჯგუ­ფუ­რად; გენ­დე­რის ნიშ­ნით; რა­სობ­რი­ვი, რე­ლი­გი­უ­რი, ეროვ­ნუ­ლი ან ეთ­ნი­კუ­რი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის გამო; გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით; არა­ერ­თგზის; ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვის სი­ცო­ცხლეს ან ჯან­მრთე­ლო­ბას; სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ან მისი ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით; მსხვერ­პლის სხე­უ­ლის ორ­გა­ნოს, ორ­გა­ნოს ნა­წი­ლის ან ქსო­ვი­ლის გა­და­ნერგვის ანდა სხვაგ­ვა­რად გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით; ან­გა­რე­ბით ან შეკ­ვე­თით; ხუ­ლიგ­ნუ­რი ქვე­ნა გრძნო­ბით;

მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით; იმის მიერ, ვი­საც ადრე ჩა­დე­ნი­ლი ჰქონ­და ამ კო­დექ­სის 108-ე ან 109-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა; მსხვერ­პლის ან მისი ახლო ნა­თე­სა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით; მის მიერ, ვი­საც ადრე ჩა­დე­ნი­ლი ჰქონ­და ამ კო­დექ­სის 133-ე, 133/1 და 150/2 მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე და­ნა­შა­უ­ლი.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, თუ ეს ქმე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას ან სხვა მძი­მე შე­დეგს – და­ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით - ათი­დან თო­თხმეტ წლამ­დე.

თუ იგი­ვე ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი იქ­ნე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ან სხვა პი­რის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, რა­მაც გა­მო­იწ­ვია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა, და­ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით თხუთ­მე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვით ან უა­მი­სოდ.

  • პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, აბორ­ტის იძუ­ლე­ბა გა­მო­ი­ყო­ფა სპე­ცი­ა­ლურ შე­მად­გენ­ლო­ბად და უფრო მკაც­რი სას­ჯე­ლი იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

კერ­ძოდ, პრო­ექ­ტით, ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტის იძუ­ლე­ბა, და­ის­ჯე­ბა - თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ორი­დან ექვს წლამ­დე. თუ იგი­ვე ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი იქ­ნე­ბა: ჯგუ­ფუ­რად; დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის ან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რის მი­მართ; არა­ერ­თგზის; იმის მიერ, ვი­საც ადრე ჩა­დე­ნი­ლი ჰქონ­და ამ კო­დექ­სის 133-ე, 133/1 და 133/3 მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე და­ნა­შა­უ­ლი; ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ; გენ­დე­რის ნიშ­ნით, და­ის­ჯე­ბა - თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სა­მი­დან შვიდ წლამ­დე.

პრო­ექ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რომ თუ იგი­ვე ქმე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას ან სხვა მძი­მე შე­დეგს, და­ის­ჯე­ბა - თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით შვი­დი­დან თერ­თმეტ წლამ­დე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
1

ვისი თანხმობის, ნაყოფის?

ვერ გავიგე
0

საქართველოზეა საუბარი?!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აბორტი თანხმობის გარეშე დანაშაულად ცხადდება, აბორტის იძულებაზე კი სასჯელი მკაცრდება  - როგორი იქნება სასჯელი აღნიშნულ ქმედებებზე

აბორტი თანხმობის გარეშე დანაშაულად ცხადდება, აბორტის იძულებაზე კი სასჯელი მკაცრდება  - როგორი იქნება სასჯელი აღნიშნულ ქმედებებზე

თანხმობის გარეშე აბორტი დანაშაულად ცხადდება. შესაბამისი ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

  • პროექტის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა, წინასწარი ინფორმირებული თანხმობის გარეშე, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

პროექტით კონკრეტდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

პროექტის მიხედვით, ეს ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, თუ ჩადენილი იქნება: დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ;

ჯგუფურად; გენდერის ნიშნით; რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; განსაკუთრებული სისასტიკით; არაერთგზის; ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ანგარებით ან შეკვეთით; ხულიგნური ქვენა გრძნობით;

მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა; მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; მის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 133/1 და 150/2 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებების მიხედვით, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - ათიდან თოთხმეტ წლამდე.

თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

  • პროექტის მიხედვით, აბორტის იძულება გამოიყოფა სპეციალურ შემადგენლობად და უფრო მკაცრი სასჯელი იქნება გათვალისწინებული.

კერძოდ, პროექტით, ორსულობის შეწყვეტის იძულება, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება: ჯგუფურად; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 133/1 და 133/3 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

პროექტით განისაზღვრება, რომ თუ იგივე ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.